Cooking Imaginations. Tbilisi Migrant Stories. India

Page 1

ინდოეთი

{ {

Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories INDIA

© GeoAIR, 2014


პროექტი „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” შექმნილი და რეალიზებულია გეოეარის მიერ. პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს. მიგრანტთა საოჯახო საქმეებსა და კულინარიულ ისტორიებს სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქცევთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნება საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობთ მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი, ასევე, შეეხება საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება. თანხმლები პუბლიკაციები შექმნილია სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით და მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნა მოგროვებული. პროექტი ხორციელდება ნინი ფალავანდიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით. ტექსტი: მარიამ კაპანაძე, ანა რამაზაშვილი დიზაინი: ნატა ყიფიანი ილუსტრაცია: ანა ჩადუნელი ფოტო მასალა: თამარა ბოკუჩავა, ანა რამაზაშვილი, ნატა ყიფიანი განსაკუთრებული მადლობა რია რაისინჰანის, რუთვიკ რაჯანას, ვიჯაი ფათეილს და ლექა ქართიქს ისტორიების გაზიარებისა და მონაწილეობისათვის. ‑---------------Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories project is created and implemented by GeoAIR. The project is sponsored by the Prince Claus Fund. Project addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here from aboard within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each other’s cultures is very limited, hence, some stereotypes might prevail. We take migrants’ households and foodways as theme for socially engaged artistic works. Their personal stories and private space are transformed by interventions in public spaces. During these events food of different cultures are prepared and tasted, while various aspects of migration are discussed. Overall, the project also addresses the topic of public space as transformed to the arena where open alternative activities can take place, while addressing important socio-cultural issues that surround us. Accompanying publications are created in collaboration with young professionals from social sciences and art, and consist of stories and visual material obtained during the fieldwork with migrants living in Tbilisi. Project is realized by Nini Palavandishvili and Data Chigholashvili in collaboration with Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation). Text: Mariam Kapanadze, Ana Ramazashvili Design: Nata Kipiani Illustrations: Ana Chaduneli Photos: Tamara Bokuchava, Nata Kipiani, Ana Ramazashvili Special thanks to Lekha Karthik, Vijay Patel, Rhea Raisinghani and Ruthwik Rajanna, for sharing stories and for their involvement.


ტკბილ-მწარე BITTERSWEET

თბილისში მცხოვრები უცხოელების დიდ ნაწილს საზღვარგარეთიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები შეადგენენ. სამედიცინო უნივერსიტეტში მრავლად შეხვდებით სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდანაც. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რუთვიკ რაჯანაც უკვე 5 წელია, რაც თბილისში სწავლობს და ცხოვრობს. მას ჩვენ მაისის თვეში უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე შევხვდით, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც თვითონ გახლდათ. მას და მის მეგობრებს რამდენჯერმე ვეწვიეთ ინდური სამზარეულოს გასაცნობად და თბილისში საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტების ცხოვრებაზე სასაუბროდ - სხვადასხვა კერძების მომზადებისას 4 სტუდენტთან (ვიჯაი, ლექა, რია და რუთვიკი), რომლებიც ინდოეთის სხვადასხვა შტატებიდან არიან, ვსაუბრობთ განსხვავებებზე, მსგავსებებზე და თბილისში მათი ცხოვრების გამოცდილებაზე, რომლის აღსაწერადაც გამოყენებულ იქნა სიტყვა „ტკბილმწარე,“ რომელიც საკვებთან მიმართებაშიც ხშირად იხმარება. Students who came from abroad to study in Tbilisi, constitute a big number of foreigners living here. At the Medical University you can meet students from a lot of countries, including those from India. One of the participants of our project, Ruthwik Rajanna has been studying and living here for 5 years. We met him in May, at the international student festival held at the University where he was one of the coorganizers. Afterwards, we visited him and his friends for few times, trying to find out about Indian food and discuss the life of international students in Tbilisi – as we are cooking together with 4 students (Lekha, Rhea, Ruthwik and Vijay) who come from different states of India, we talk about differences, similarities and their experience of living in Tbilisi, which was characterized as “bittersweet,” a word usually used about food as well.


ინდოეთი მრავალფეროვანი ქვეყანაა, მისი სამზარეულო, ტრადიციები და ენა განსხვავდება რეგიონების მიხედვით – ეს პირველი იყო, რაც ჩვენ გავიგეთ მაშინ, როდესაც დავინტერესდით ინდური კულტურის სხვადასხვა ასპექტებით. ამის გამო, ფესტივალებიც სხვადასხვანაირი არსებობს. თუმცა, დივალი არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება მთელს ინდოეთში და სხვა ქვეყნებშიც, სადაც ინდოელები ცხოვრობენ. ეს არის ყოველწლიური სინათლის ფესტივალი, რომელიც იმართება შემოდგომაზე. როგორც ჩვენი პროექტის მონაწილეებმა გვიამბეს, ღმერთი რამა („რამაიანა”-ს ეპოსის მთავარი გმირი) 14 წლიანი გადასახლებიდან რომ დაბრუნებულიყო, მოსახლეობამ მას უკან მოსასვლელი გზა გაუნათა.

India is a very diverse country, and its culinary, as well as other traditions and languages, vary from state to state – this was the first thing we learnt when we were interested to know about different aspects of Indian culture. Hence, the festivals differ as well. However, Diwali is the one celebrated all around India, as well as in other countries where people from India live. This is an annual festival of lights celebrated in autumn. As the participants of our project said, Lord Rama (Hindu epic Ramayana’s protagonist) was in exile for 14 years and people lighted the way for him to return.


როგორც რუთვიკმა თქვა – „ჩვეულებრივ, ფესტივალის დროს ჩვენ არ ვამზადებთ არავეგეტარიანულ საკვებს. მხოლოდ რამდენიმე დღესასწაულია გამონაკლისი. ყოველი ფესტივალი არის თითო ღმერთის სიმბოლო, ისინი კი ვეგეტარიანელებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, დივალის დროს მზადდება დიდი რაოდენობით ტკბილეულიც.“ დივალის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონში ტარდება ის და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ამ დღესასწაულისთვის ადამიანები სპეციალურად იმოსებიან, საკვებს კი უმეტესად სახლში ამზადებენ. დივალი ხასიათდება ფერადოვნებით, დღესასწაულის დროს ყველაფერი განათებულია სახლიც და გარეთაც.

As Ruthwik said – “usually on festivals we don’t cook non-vegetarian food. There are only few festivals that are exception. Each festival symbolizes one God. Mostly, all of them are considered to be vegetarian. Because of that there are a lot of sweets made on Diwali.” Depending on where it is held, it may last for several days, people dress up and food is mostly made at home for this festival, characterized as being colorful and full of lights both, indoors and outside.


ბრინჯი ძირათი JEERA RICE ინგრედიენტები: – 0,5 კგ. ინდური ბრინჯი / „ბასმათი ბრინჯი“ – 4-5 დაფნის ფოთოლი – 2-3 ანისული Ingredients: – 1 ჩ.კ. ძირა – 0,5 kg Indian rice / Basmati rice – ზეთი – 4-5 bay leaves – წყალი – 2-3 star anise – მარილი – 1 tsp of cumin / jeera – პიტნა – Oil – Water – Salt – Pudina / mint

დაფნის ფოთლები bay leaves

შენიშვნა | NOTE ინდურ სამზარეულოშ ი არის სუნელები, რომლებსაც აქვთ იგი ვე სახელი, რაც ქართულ ად, მაგალითად, ჯირა (Jee ra) არის ძირა.

ანისული star anisE

In Indian cuisine, there are some spices that have the same name as in Georg ian, for example Jeera is wh at we call “Dzira” (ძირა).

ძირას თესლები cumin seeds


გავრეცხოთ ბრინჯი და მოვათავსოთ წყალში ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ. გავაცხელოთ ქვაბი და დავფაროთ ძირი ზეთით. დაველოდოთ გაცხელებას და ჩავყაროთ დაფნის ფოთლები, ძირა და ანისულის თესლები. დაველოდოთ სანამ ძირა ფერს შეიცვლის და გახდება ყავისფერი და სანამ ზეთი გაიჟღინთება სუნელებით. ამის შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი. შემდეგ დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს ქვაბში რაც მოვათავსეთ, ანუ გავავსოთ ქვაბის 2/3. დაველოდოთ სანამ ბრინჯი მოიხარშება. ძალიან დიდხანს არ ვადუღოთ, რათა ბრინჯი არ ჩაიშალოს. დავამატოთ მარილი და ამოვურიოთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ის მზად არის. სანამ უშუალოდ მიიტანდეთ სუფრაზე, მორთეთ პიტნის ფოთლებით. We clean the rice and leave it in water for 30 minutes. Drain the rice and keep aside. We heat a pot and put some oil. Wait until the oil becomes hot and add bay leaves, cumin and star anise. We let the cumin get brown and the oil fragrant from the spices. After that we add rice. Cover all of it with water but not until the top, not more than 2/3 of the pot. Rice should get cooked but not mushy or pasty. We add some salt and mix it. After few minutes rice is ready. Before serving, don’t forget to add Pudina / mint.


სკოლის დამთავრების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება, ოჯახისგან შორს, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, საკმაოდ დიდი გამოწვევაა ყველასთვის. ინდოელი სტუდენტებიც არ არიან გამონაკლისები ამ მხრივ. როგორც მათ გვითხრეს, ინდური საკვების მომზადება დაიწყეს ძირითადად მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდნენ და სამყაროს სხვა ადგილების აღმოჩენა გადაწყვიტეს. როგორც რუთვიკი ამბობს - „საკვები და მისი მომზადება დედაჩემის გამო მიყვარს. ის ძალიან კარგად ამზადებს. ვთვლი, რომ კულინარიული ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭამა. ყველას შეუძლია ჭამოს რესტორანში, მაგრამ ყველას არ შეუძლია კარგად მოამზადოს საკვები. თითქმის 8 წელია, რაც საკვებს ვამზადებ, ასე რომ ახლა შემიძლია სრულყოფილად მოვამზადო.“ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არის მაღაზიები, სადაც შეიძლება ინგრედიენტების ყიდვა ინდური საკვებისთვის, სტუდენტებს თან მოაქვთ და სახლიდანაც უგზავნიან უამრავ საკვებ საშუალებებს, განსაკუთრებით კი სანელებლებს. როგორც რუთვიკმა ხუმრობით აღნიშნა, თბილისში მისი ტანსაცმლის მოსათავსებლად ეყოფა მხოლოდ 5 ყუთი, ხოლო სამზარეულოს ინვენტარისთვის შეიძლება 10 დასჭირდეს. After high school, starting new life away from the family, when you need to do everything on your own is a big challenge for everyone. Students from India that we met are not exception in this case and as they told us, they started cooking Indian food mostly since they came to live in Tbilisi and explore other parts of the world. As Ruthwik says – “I love food and I love cooking, because of my mother. She cooks rreally re ally good. I think art of cooking is more important than eating. eat in the restaurant, but not everyone can cook Everyone can e well. It iis almost 8 years since I am cooking. So now I can ccook perfectly.” Even though there are few shops and places in Tbilisi where ingredients for Indian food can be bought, Student from India bring or receive a lot of food items, mostly spices from home. Additionally, as Ruthwik explained jokingly, if he packs his belongings in Tbilisi, it might be 5 boxes of clothes and things from the kitchen can take up to 10 boxes.


„როდესაც ავტობუსში ხმამაღლა ვლაპარაკობთ, გვეუბნებიან, რომ დავუწიოთ ხმას, მაგრამ როდესაც ადგილობრივები საუბრობენ იმავე ხმაზე, მათ პრობლემა არ აქვთ. ბევრი ადამიანი ამბობს ცუდს ჩვენზე. რადგან ვიცი ქართული, შემიძლია გავიგო მათი ლაპარაკი. მაგალითად „რატომ ჩამოხვედი აქ და ა.შ.“ ისინი ილანძღებიან ხოლმე“ – აგვიხსნა რუთვიკმა.

“When we ta they sa lk in the bus lo y to us udly, but if not anythin they [locals] ta to be so loud , g. A lk, Many p nd you know no one will sa y how lo eople s udly th ay Georgia ey talk. n and I bad words to can us. “why y ou cam understand th I know e em he blah,” they sw re and blah b , like ear” – lah explain to us Ru ed thwik.

As Rhea said – “I have Georgian friends, they speak good English and that is good. We know their mothers and they are so lovely and caring. One of my friends came to Dubai in February, with her mother, her mother was very happy to see us there and we took them out – you take us out here, we take you out there.”

როგორც რიამ გვითხრა – „მე მყავს რო ქართველი მეგობრები და რც როგო , ნ ე ისინი კარგად ლაპარაკობენ ბ ო ბ ამ იან ლექა ლ ა ა ძ დ ინგლისურად და ეს ა ც რი ასა ივი რამ, რ რ ი ბ თ ო კარგია. მე ვიცნობ მათ რ ე ილ კიდევ ვილე, ის ადგ დ რ ა ა ი , ს ნ დედებს და ისინი არიან ე ბის ობის აფასებ მგზავრ ი – „მგზავრო თ ი ძალიან საყვარლები ტ რ თ ი ო თ პო ტრასნ ი მეტრ მეტრო კ ა თ დ და მზრუნველები ჩვენს ი ა ბ ი ბს უთრე ად წერ ან სადგურე რ უ განსაკ ს ი მიმართ. ერთი ჩემი მეგობარი გ ად ინგლ ვია, რ “ ი . წესები ნ ტ ე რ ბ ა ე თებერვალში ჩამოვიდა დუბაიში ობა მ აცხად მგზავრ სურად ი ლ დედამისთან ერთად. დედამისი გ ნ ი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც გვნახა. ჩვენ ისინი სასეირნოდ წავიყვანეთ, როგორც ისინი ჩვენ აქ დაგვატარებენ ხოლმე.“ As Rhea and Lekha explained, one more thing they also appreciate is the easiness with traveling by local transportation, especially by metro – “there are rules written in English and the metro is quite easy and they say stations in English.”


ქათამი ამრიცარულად* AMRITSARI* MURGH MAKHANI ინგრედიენტები: ქათმის მარინადისთვის: – 500 გრ. ქათმის ნაჭრები – 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი – 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი – 1,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა – მარილი – – – – – – – – – –

2 ხახვი 6 პომიდორი 4 კბილი ნიორი

ზეთი

1 ჩ.კ. წითელი წიწაკა 1 ჩ.კ. ჯანაჯაფილის ფხვნილი 1 მწვანე წიწაკა – დაჭრილი 2,5 ჩ.კ. ნაღები 1 ჩ.კ. ქინძის ფოთლები

მარილი

Ingredients: For the marinade: – 500 gm chicken pieces – 1 tsp of lemon juice – 1 tsp of coriander powder – 1,5 tsp of red chili powder – Salt

* ამრიცარი - სიქხების რელიგიური და კულტურული ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში

Amritsar - sacred and cultural centre for Sikhs in northwest of India.

– – – – – – – – – –

2 onions 6 tomatoes 4 garlic cloves Oil 1 tsp of red chili powder 1 tsp of ginger powder 1 green chili - finely chopped 2,5 tsp of fresh cream 1 tsp of coriander leaves Salt


ქათამს გავაცალოთ კანი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ნაჭრები მოვათავსოთ ჯამში და მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი და დავამატოთ ცოტა წითელი წიწაკა და ხმელი ქინძი. გავაჩეროთ 40 წუთის განმავლობაში. ავიღოთ ხახვი, ნიორი და პომიდორი, გავრეცხოთ და დავჭრათ. გავაცხელოთ ქვაბი და დავასხათ ზეთი. ორი წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ერთი წუთის შემდეგ კი პომიდორი. მოვთუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავამატოთ ჯანჯაფილის ფხვნილი, გადმოვდგათ და ყველაფერი ერთად გავთქვიფოთ.

რჩევა | TIP კარგი იქნება, თუ ქათამს გავაჩერებთ ორი საათის განმავლობაში, მაგრამ თუ ამდენი დრო არ გვაქვს, 40 წუთიც საკმარისია. It is good if you leave chicken for two hours, but if you don’t have a lot of time, 40 minutes is fine.

იგივე ქვაბში ჩავასხათ ცოტა ზეთი და 3 წუთში მოვათავსოთ დამარინადებული ქათმის ნაჭრები. დავამატოთ გათქვეფილი პომიდვრის, ნივრისა და ხახვის მასა, მარილი და ავურიოთ. ამის შემდეგ ვიღებთ ნაღებს, ვამატებთ ქათამს და ისევ ვურევთ. დავჭრათ ქინძი და მოვათავსოთ ქვაბში. ვადუღოთ 25 წუთის განმავლობაში და კერძი მზად არის.

რჩევა | TIP იან წესით, ეს კერძი ძალ ტეთ უმა და ცხარეა, ამიტომ წიწაკა გემოვნებით. spicy, This dish might be ver y per pep g din so consider ad as you like.

W take off the skin from the chicken and cut it in We small pieces. Smear the chicken pieces with some salt, pour lemon juice and add some red chili s powder and coriander. Then we leave it for 40 minutes. m We take onions, garlic and tomatoes, clean and cut c them. Heat the oil in a non-stick pot. Wait for 2 minutes and a add already cut garlic and onion, after 1 minute add tomatoes. We fry it form some time. After it add ginger powder and take off the heat. A Then blend all the mixture. T

In the same pot we put some oil again and after 3 minutes put the chicken into the pan. Add the mixture of tomato, garlic and onion, then some salt and mix them. Afterwards, we take fresh cream and add it to chicken and also mix it well. We chop coriander and also add to the pan. Let it simmer for about 25 minutes and it is ready.


ამ ზაფხულს რუთვიკი მოგზაურობდა თურქეთში ქართველ მეგობართან ერთად, რომელიც წარმოშობით სვანეთიდანაა და მათ გადაწყვიტეს მოეწყოთ „შეჯიბრი“ წიწაკის ჭამაში. რუთვიკმა შაურმაში ჩადო 2 წიწაკა, მისმა მეგობარმა კი 10 – „შემდეგ მე ავიღე 15 წიწაკა და შევჭამე შაურმა. ის გაბრაზდა და დაიწყო უფრო მეტის აღება. მე მივაღწიე 20-მდე, მან 30-მდე. ის არის პირველი ქართველი ვინც მინახავს, რომელმაც შეჭამა ამდენი წიწაკა.“

This summer Ruthwik was traveling to Turkey with a Georgian friend from Svaneti and they decided to have a “competition” in eating chilies. Ruthwik put 2 chiliess in Shawarma and his friend took 10 – “Then I took 15 chilies and ate Shawarma. He got angry and he started just taking more. I went for 20, he went for 30 chilies. He is the first Georgian I have ever seen eating so many chilies.”

, ის ხოლმე აჯიკას „მე ვყიდულობ თ მას ა. ჩვენ ვაკეთებ სი ავ გ მს ს ის -ი y ye tn Chu , ხოლო თქვენ ით ვრ ნი ა დ ა ჯანჯაფილით კას იყენებთ.“ მხოლოდ წიწა “I get this Ajika, this is similar to Chutney. y. We make it with ging er and garlic, you just have ch ilies in it.”


2014 წლის სექტემბრიდან, საქართველომ

შეცვალა ლიბერალური ვიზის რეგულაციები და იმიგრაციის კანონი გახდა უფრო მკაცრი, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან საქართველოში და ვინც აქ ცხოვრობს. როგორც ინდოელმა სტუდენტებმა აგვიხსნეს, ეს იწვევს ძალიან ბევრ უხერხულობას. ლეგალური ცვლილებების მიხედვით, საქართველოში უკვე მცხოვრებ უცხოელებს ზოგჯერ უწევთ დაბრუნდნენ შინ ან სხვა ქვეყანაში და მიიღონ ვიზა საქართველოში დასაბრუნებლად. ასევე, ეს არის მრავალი ცვლილების რისკი ქვეყნისათვის და ეკონომიკისათვის, რადგან უცხოელი სტუდენტები მატებენ ადგილობრივ ეკონომიკას აქ სწავლითა და ცხოვრებით, რაც სტუდენტებმაც აღნიშნეს. Starting from September 2014, Georgia changed its liberal visa regulations and the immigration law by making it stricter, affecting many people coming to the country and those already living here. As students from India explained, this just causes further inconveniences; going through legal changes, people already living here sometimes need to go back home, or to another country to obtain visas for returning to Georgia. Also, it has the risk of changing much in the country, including economy as foreign students are also contributing to it while studying and living here, which student expressed as well.

„კარგი იქნებოდა უახლოეს ქვეყანაში შეიძლებოდეს წასვლა და ვიზის აღება, მაგრამ ისინი ითხოვენ იმ ქვეყანაში დაბრუნებას სადაც პასპორტი გვაქვს აღებული, ჩვენ დელიში უნდა ჩავიდეთ ვიზის ასაღებად“ – ასევე, ეს პროცესი დაკავშირებულია ბევრ გადასახადთან და დროსთან, ეს კი სტუდენტებს ხელს უშლის სწავლაში, რომელიც მათ თბილისში დაიწყეს რამდენიმე წლის წინ. “Even it will be good to go to the nearest country and get a visa, but they ask us to go to respective country to our passports, so we must get to Delhi”– moreover, this process is related to many costs and seems to take long time, in case of students it also interrupts studies, which they have started already some years ago in Tbilisi.



ქარი არის ის, რაც ხშირად ასოცირდება ინდურ სამზარეულოსთან მსოფლიოს გარშემო. თუმცა, მისი წარმოშობა და არსებობა ცალსახად ინდოეთს არ მიეკუთვნება და დღესდღეისობით ის გამოიყენება მსოფლიო სამზარეულოში. თუმცა, ქარის, როგორც გამზადებულ სუნელების ნარევს ინდოეთში ვერ იყიდით. სამაგიეროდ, გამოიყენება სხვადასხვა სახის „მასალა” (სიტყვა, რომელიც ნიშნავს სუნელების ნაზავს).

Curry is something that a lot of people around the world associate with India. Although, its origin and existence is not solely linked with India and today it is used in the world cuisine. However, one will most likely not be able to find “curry” as ready spice mix in India, instead various types of masalas (mixed spices) are used.


პომიდვრის და კარტოფილის ქარი TOMATO - POTATO CURRY

Ingredients: – 4-5 potatoes – 3-4 cloves of garlic – 1-2 green chilies – 1 tsp of cumin (Jeera) seeds –- 4 tomatoes – 1tsp of sugar – 1 tsp of Garam Masala – Oil – Water – Salt

ინგრედიენტები: – 4-5 კარტოფილი – 3-4 კბილი ნიორი – 1-2 მწვანე წიწაკა – 1 ჩ.კ. ძირას თესლი – 4 პომიდორი – 1 ჩ.კ. შაქარი – 1 ჩ.კ. „გარამ მასალა“ – ზეთი – წყალი – მარილი


თავდაპირველად გავრეცხოთ კარტოფილი თა დ შშემდეგ გავფცქვნათ. დავჭრათ კუბიკებად და (სასურველია, ავიღოთ პატარა ზომის (სას სურ კარტოფილი) და მოვათავსოთ ქვაბში მოსახარშად. კარტოფ კარტო ავიღოთ ნიორი და წიწაკა, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ასევე, დავჭრათ პომიდორი ოთხ-ოთხად. გავაცხელოთ ქვაბი და დავფაროთ ქვაბის ძირი ზეთით. ჩავყაროთ ძირას თესლები და დაველოდოთ სანამ ისინი გაყავისფრდებიან. დავუმატოთ უკვე დაჭრილი წიწაკა და ნიორი. 5 წუთის შემდეგ ქვაბში, ასევე, მოვათავსოთ პომიდორი, შაქარი, გარამ მასალა და ავურიოთ ერთმანეთში. ამის შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა წყალი და მარილი გემოვნებით. გავაჩეროთ 7-8 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ცოტა არ დაშრება წყალი. მოხარშული კარტოფილი შეგვიძლია დავამატოთ 3-4 წუთში, მას შემდეგ რაც კარგად ავურევთ მიღებულ მასას და 5 წუთში კერძი მზად არის. მაგიდაზე მიტანამდე მოვრთოთ ის ქინძის ფოთლებით. First we wash and peel potatoes. We cut them like cubes (it is better if we take smaller potatoes) and put them in the pot to boil. We take garlic and chili peppers and cut them in big pieces. Also, we cut tomatoes into 4 pieces. Heat the oil in a pot. Fry cumin seeds till they start to get brown. Add already cut pepper and garlic. After 5 min. add tomatoes, also sugar, Garam Masala and mix all of them. Add 1 cup of water and some salt. Cook for 7-8 minutes or more, on a low heat, till it slightly thickens. You can add potatoes in 3-4 minutes after mixing it and in 5 minutes it will be ready. Take it in a plate for serving and put on the top chopped coriander.



პროექტი „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” შექმნილი და რეალიზებულია გეოეარის მიერ. პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს. მიგრანტთა საოჯახო საქმეებსა და კულინარიულ ისტორიებს სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქცევთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნება საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობთ მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი, ასევე, შეეხება საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება. თანხმლები პუბლიკაციები შექმნილია სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით და მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნა მოგროვებული. პროექტი ხორციელდება ნინი ფალავანდიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით. ტექსტი: მარიამ კაპანაძე, ანა რამაზაშვილი დიზაინი: ნატა ყიფიანი ილუსტრაცია: ანა ჩადუნელი ფოტო მასალა: თამარა ბოკუჩავა, ანა რამაზაშვილი, ნატა ყიფიანი განსაკუთრებული მადლობა რია რაისინჰანის, რუთვიკ რაჯანას, ვიჯაი ფათეილს და ლექა ქართიქს ისტორიების გაზიარებისა და მონაწილეობისათვის. ‑---------------Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories project is created and implemented by GeoAIR. The project is sponsored by the Prince Claus Fund. Project addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here from aboard within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each other’s cultures is very limited, hence, some stereotypes might prevail. We take migrants’ households and foodways as theme for socially engaged artistic works. Their personal stories and private space are transformed by interventions in public spaces. During these events food of different cultures are prepared and tasted, while various aspects of migration are discussed. Overall, the project also addresses the topic of public space as transformed to the arena where open alternative activities can take place, while addressing important socio-cultural issues that surround us. Accompanying publications are created in collaboration with young professionals from social sciences and art, and consist of stories and visual material obtained during the fieldwork with migrants living in Tbilisi. Project is realized by Nini Palavandishvili and Data Chigholashvili in collaboration with Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation). Text: Mariam Kapanadze, Ana Ramazashvili Design: Nata Kipiani Illustrations: Ana Chaduneli Photos: Tamara Bokuchava, Nata Kipiani, Ana Ramazashvili Special thanks to Lekha Karthik, Vijay Patel, Rhea Raisinghani and Ruthwik Rajanna, for sharing stories and for their involvement.


ინდოეთი

{ {

Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories INDIA

© GeoAIR, 2014


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.