ავსტრია?
{ {
Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories AUSTRIA?
© GeoAIR, 2014
პროექტი „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” შექმნილი და რეალიზებულია გეოეარის მიერ. პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს. მიგრანტთა საოჯახო საქმეებსა და კულინარიულ ისტორიებს სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქცევთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნება საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობთ მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი, ასევე, შეეხება საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება. თანხმლები პუბლიკაციები შექმნილია სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით და მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნა მოგროვებული. პროექტი ხორციელდება ნინი ფალავანდიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით. ტექსტი: მარიამ კაპანაძე, ანა რამაზაშვილი დიზაინი: მაკო კაპანაძე ფოტო მასალა: მაკო კაპანაძე, თემო სამსონაძე განსაკუთრებული მადლობა კატარინა შტადლერს ისტორიების გაზიარებისა და მონაწილეობისათვის. ‑---------------Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories project is created and implemented by GeoAIR. The project is sponsored by the Prince Claus Fund. Project addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here from aboard within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each other’s cultures is very limited, hence, some stereotypes might prevail. We take migrants’ households and foodways as theme for socially engaged artistic works. Their personal stories and private space are transformed by interventions in public spaces. During these events food of different cultures are prepared and tasted, while various aspects of migration are discussed. Overall, the project also addresses the topic of public space as transformed to the arena where open alternative activities can take place, while addressing important socio-cultural issues that surround us. Accompanying publications are created in collaboration with young professionals from social sciences and art, and consist of stories and visual material obtained during the fieldwork with migrants living in Tbilisi. Project is realized by Nini Palavandishvili and Data Chigholashvili in collaboration with Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation). Text: Mariam Kapanadze, Ana Ramazashvili Design: Mako Kapanadze Photos: Mako Kapanadze, Temo Samsonadze Special thanks to Katharina Stadler for sharing stories and for her involvement.
სახლი - HOME მიგრაცია მსოფლიოს ერთი ადგილიდან მეორეში მოძრაობას ნიშნავს. მუდმივი ან დროებითი ახალი საცხოვრებელი გარემოს შეძენას მრავალი მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად. თბილისში მცხოვრები უცხოელები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან, თუმცა, ხშირად მათ როგორც „დასავლეთიდან“ და დანარჩენი ადგილებიდან ჩამოსულ ადამიანებად განასხვავებენ. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპები და მოლოდინებიც არსებობს. ამჯერად, საკვებს ვამზადებთ კატარინა შტადლერთან ერთად. ის თბილისში მოღვაწე ხელოვანი და კურატორია. კატარინა თავს სახლში გრძნობს თბილისში, განსაკუთრებით კი მის ბინაში. საკვების მომზადებასთან ერთად განვიხილავთ თბილისში თავის ცხოვრების გამოცდილებას, ასევე, სახლისა და ეროვნული საკვების ცნებებს. საკვებს, რომელსაც ვამზადებთ, კატარინა ქალაქ ვენის დღევანდელობასა და მის კომპლექსურ, მრავალფეროვან ისტორიას უკავშირებს. Migration is movement from one place of the world to another, for various reasons and often with the purpose of taking up permanent or temporary residence. Foreigners who currently live in Tbilisi have come from different parts of the world. However, usually they are categorized as those from the ‘West,’ or as those who come from elsewhere. Hence many specific stereotypes and expectations dominate.
This time we are cooking with Katharin Stadler, Tbilisi a -based artist an d curator who currently feels at home in Tbilisi and sp ecifically at her apartmen t. Parallel to cooking with her, we are discussing her experience of living in Tb ilisi, as well as the notions of home and national food.
The foods we are making are those which Katharina associates with present day Vienna and its complex and diverse history.
კატარინა ავსტრიიდან მიახლოებით 15 წლის წინ წამოვიდა და მას შემდეგ ცხოვრობდა კანადაში, ისლანდიასა და გერმანიაში. საქართველოში დაახლოებით 5 წელია ცხოვრობს და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ბინა აქვს - „ჩემი სახლი ჩემი პირადი კუნძულივითაა. ვიცი რომ თბილისშია, მაგრამ ჩემთვის ის არსად არის. მიყვარს ეს სახლი, რადგან ასეთი ძველია... სარემონტო სამუშაოების გაკეთება მინდა, კედლები შპალერისგან უნდა გავათავისუფლო, რათა ძველი კედლების შეხება შესაძლებელი იყოს. იატაკიც ასე იყო, ლამინატით იყო დაფარული, სინამდვილეში კი ძველი ხის იატაკია, 100 წელზე მეტი ხნისაა... ალბათ, ამიტომ მომწონს აქ მუშაობა, აქ სიმშვიდეა, შემიძლია დავისვენო, ვიმუშაო, კონცენტრაცია მოვახდინო. როდესაც არქიტექტურას უყურებ, თბილისისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი ოღრო-ჩოღროა.“
Katharina left Austria about 15 years ago and has lived in various places including Canada, Iceland, and Germany. She has been living in Georgia for almost 5 years and now she has her own apartment in one of the old parts of Tbilisi - “My house is like my island for me. I know it is in Tbilisi, but for me it is nowhere. I love this house because it is so old… I still want to do the renovation, get all the wallpaper off and be able to touch the old walls. Like with the old floor, there was laminate everywhere but it is an old wooden floor, it’s over 100 years old… I think that’s why I like to work here, it’s very peaceful, I can get energy, relax, work, concentrate and when you look at the architecture, it is such typical Tbilisi architecture, everything is crooked.” „ალბათ, ეს ჭიქე ბი ჩემს ისტორია ს ყველაზე კარ წარმოაჩენს, ის გად ინი ადამიანებს ან ადგილებს უკ სამზარეულოში ავ შირდება“ - კატა ნახავთ ჭიქებს მს რინას ოფლიოს სხვად როგორებიცაა ასხვა ადგილებ სამხრეთ აფრიკ იდან, ა, ისლანდია, კა ნავთლუღის ძვ ნადა, ირანი და ელმანების ბაზა რი თბილისში. “These cups espe cially, maybe th ey show my histo or places”– the ry. They connec cups in Katharin t to people a’s kitchen are fro world, such as: m various parts South Africa, Icel of the and, Canada, Ira market in Tbilisi. n, and “Navtlu ghi” flea როდესაც კატარინასთან სახლის თემაზე ვსაუბრობდით, მან აღნიშნა, რომ რთულია განსაზღვრო რას ნიშნავს იყო ავსტრიელი, ან იყო რომელიმე სხვა ქვეყნიდან. მისი აზრით, ჩვენ შეიძლება კონკრეტული ქვეყნის პასპორტი გვქონდეს, მაგრამ ადამიანებზე საუბრისას ნაციონალურ საზღვრებს უნდა გავცდეთ. “საკვების მომზადებით მსურს ვაჩვენო, რომ საჭმელი რაც ტიპური „ვენურია,“ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან მოდის. მაგალითად, გულაში. ჩვენ მას ვენურ გულაშს ვუწოდებთ, მაგრამ ის უნგრულია, ვენური გულაში უნგრულისგან განსხვავებულია“ - აგვისხნა კატარინამ. Talking about home with Katharina, she says it’s hard to define what it means to be Austrian or of any nationality. As she mentioned, we might have passports from certain countries, but we need to go beyond national boundaries when relating to people. “I want to show with this cooking that most food which is typical ‘Viennese’ has come from different parts of the world. For example Goulash, we call it Viennese Goulash, but Goulash is from Hungary and Viennese Goulash is different than Hungarian one” – explained to us Katharina.
გულაში ვენურ სტილში ინგრედიენტები: • 500 გრ. ძროხის ხორცი ძვლების გარეშე, მაგრამ ქონით • 500 გრ. თეთრი ხახვი • რამდენიმე კბილი ნიორი • 1 ს.კ. პომიდვრის საწებელი • 1-2 ს.კ. ტკბილი წითელი წიწაკა • ცოტა ვაშლის ძმარი • ცოტა მაიორანი და ძირა • შავი პილპილი • კარაქი • ზეთი • მარილი • წყალი ავიღოთ ხახვი და დავჭრათ ძალიან წვრილად. შემდეგ ავიღოთ ხორცი და დავჭრათ კუბებად. ქვაბი გავაცხელოთ და დავფაროთ ძირი ზეთითა და ცოტაოდენი კარაქით. ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და დაველოდოთ მოთუშვას. დავამატოთ სუნელები - წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მაიორანი და ძირა. დავუმატოთ პომიდვრის საწებელი და ჩავაჭყლიტოთ ნიორი. მოვურიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამატოთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი. ბოლოს ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი ხორცი და ხახვის წვენში მოვთუშოთ, დავუმატოთ წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ ხორცი მომზადდება. მარილი დავუმატოთ გემოვნებით.
:
შენიშვნა
ლი ტარიანუ ოთ ვეგე ით დ ა ლ ზ ი მ ა ფ ო ო კარტ რომ მ თ თ ე ა დ ლ ნ ვ ი ც გ ა თუ ი ჩაან ეგედური ც ი, ხორც თი. ეს ს ვარიანტ ო ლი ტ ს ო ბ კომ ია, რომე და მჟავე გრეთში) გულაშ სა და ა ვ ა ლ ს უნ ტი (ქალაქი ლია ვენაში, ბრა რუ პოპულა . ი შ ჩეხეთ
WIENER SAFTGULASCH (VIENNESE STYLE GOULASH)
Ingredients: • 500 gm beef without bones, but with fat • 500 gm white onions • Some fresh garlic • 1 tbsp tomato paste NOTE: • 1-2 tbsp sweet paprika powder If you wan t to prepa • A bit of apple vinegar re a vege version, y tarian ou can ex • A bit of marjoram & caraway change th with potato e meat e s a nd sauerk • Ground black pepper cabbage). raut (sour T h is v e rsion • Butter Szegedin (city in Hu derives from ngary) Go popular in • Sunflower oil ulash, Vienna, B ratislava a Czech Re • Salt nd the public. • Water
We chop white onions in very thin rings and cut the meat in cubes. We heat oil and butter in a pot, add the onions and cook until soft. Then we add the spices – sweet paprika, marjoram, caraway and black pepper – as well as tomato paste and minced garlic, stir them with the onions and quickly add some apple vinegar. Afterwards we add the meat, let it cook with the onions in its own juice and only then cover with water and cook until the meat is tender and the onions have dissolved. We add salt by taste.
მიუხედავად იმისა, რომ კატარინას აქ ცხოვრება რიგი მიზეზების გამო მოსწონს, არსებობს მრავალი სირთულე, რასაც როგორც უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანი სხვადასხვა დონეზე აწყდება. ერთ-ერთი სამწუხარო გამოცდილება ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლში ჰქონდა. თავისი ორგანიზაციის „კონცეპტი და თეორია - თბილისი“ დარეგისტრირებისას, თანამშრომელმა, რომელსაც საბუთები უნდა მიეღო, უთხრა რომ ამას ვერ გააკეთებდა, თუ კატარინა ვერ დაამტკიცებდა ქართული ენის ცოდნას. მან მოსთხოვა, რომ ქართული საბუთები ხმამაღლა წაეკითხა და მოეყოლა შინაარსი. კატარინამ ქართული ენა კარგად იცის, თუმცა თვლის რომ მსგავსი მოპყრობა ქედმაღლური, შემაწუხებელი და დისკრიმინაციულია. ასევე, კატარინას პრობლემატურად მიაჩნია საქართველოში ნაციონალიზმისა და სტერეოტიპების საკითხი. ის თვლის, რომ თბილისში 5 წლის ცხოვრების შემდეგ მას მაინც უცხოელად აღიქვამენ და მისგან შესაბამისი მოლოდინები აქვთ. ზოგჯერ მას „დასავლეთიდან ჩამოსულ კარგ უცხოელსაც“ უწოდებენ. მისი სამუშაოსთვის ეს ძალიან საინტერესოა, რამდენადაც ის იკვლევს ევროცენტრიზმის, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ახალ ფორმებს. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსი მიდგომა მისთვის გამაღიზიანებელია - „მომწონს ეს გამოწვევა, ამიტომაც ვარ ისევ აქ“ - ამბობს კატარინა. ის თვლის, რომ ადგილობრივი ხალხი ამაყობს წარსულის აბსტრაქტული მოგონებებით და მიაჩნია, რომ მათ სინამდვილეში უნდა იამაყონ იმით, თუ როგორ ახერხებენ მოცემულ გარემოში ცხოვრებას, ოჯახებისა და მეგობრების მხარდაჭერას. Although she has been enjoying living here for various reasons, there are many issues that she, as a person coming from another country, has to deal with on many levels. One of the unfortunate examples happened recently at the Justice House / Public Service Hall in Tbilisi, where Katharina was registering her organization ‘Concept and Theory – Tbilisi’. The staff member responsible for approving the documents said she could not proceed unless Katharina proved she knew Georgian and asked her to read out loud and explain what was said in the legal documents. Katharina, who speaks Georgian, found this approach very patronizing, disturbing and discriminatory. Moreover, in Katharina’s opinion nationalism and stereotypes in Georgia are problematic. She feels that even after 5 years of living in Tbilisi she is always considered as a foreigner and people always expect something imaginary accordingly from her. Sometimes she is also referred to as a ‘good foreigner from the West.’ Katharina finds this interesting for her work, as she is dealing with questions of Eurocentrism and new forms of colonialism and imperialism, however, for her everyday life considers these preconceptions as an annoyance - “I like the challenge, that’s why I am still here” – says Katharina. Additionally, she thinks that the pride local people take in abstract things from the past, should instead be exchanged with being proud of how one manages to live and support one’s family and friends in given circumstances.
ევროპაში შობა განსაკუთრებული დღესასწაულია და ბევრ ადამიანს მასთან დაკავშირებული საკუთარი ტრადიციები აქვს. თუმცა, არსებობს გარკვეული ელემენტები, რაც მსგავსია ბევრი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი მათგანი არის საშობაო ბაზრებზე არსებული გლინტვაინი. Christmas is a very special celebration across Europe and many people have their own traditions associated with it. However, there are also some elements, which are considered typical in many countries. One of them is drinking Glühwein (mulled wine) on Christmas markets.
გლინტვაინი
GLÜHWEIN
• • • • •
• • • • •
წითელი ღვინო შაქარი დარიჩინი მიხაკი ფორთოხალი / ლიმონი
ავიღოთ ფორთოხალი, გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ქვაბში ვაცხელებთ ღვინოს, ვუმატებთ შაქარს, დარიჩინს და მიხაკს, ბოლოს დაჭრილ ფორთოხალს და ფორთოხლის კანს. მივიყვანოთ დუღილამდე დაბალ ცეცლხზე (არ ავადუღოთ), მიახლოებით ნახევარი საათი ვხარშოთ და შემდეგ მივირთვათ თბილ მდგომარეობაში.
(MULLED WINE)
Red wine Sugar Cinnamon sticks Cloves Oranges / lemons
We take oranges, wash them and take the skin off, set the peel aside and cut the pulp in small pieces. In a pot we heat wine, sugar, cinnamon sticks, cloves and add both the cut oranges and the orange peel. Let it simmer on low heat for about half an hour and enjoy when it’s warm.
კატარინა იხსენებს ერთ საოჯახო ტრადიციას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა - „მე და მამა ვრთავდით ხოლმე ნაძვის ხეს, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდი იყო, შესაბამისად, მთელი დღე სჭირდებოდა. ამ დღეს ჩვენ ყოველთვის საინტერესო დიალოგი გვქონდა ხოლმე.’’ Katharina remembers one family tradition, which she enjoyed the most during Christmas – “Me and my father were decorating the Christmas tree, which was always huge, so it took the whole day. During that day my dad and I always had very good talks.”
TIROLER NUSSKUCHEN ტიროლური ნიგვზის ნამცხვარი (TYROLEAN NUT CAKE ) ინგრედიენტები: • 200 გრ. კარაქი • 200 გრ. შაქარი • 200 გრ. გატარებული ნიგოზი • 200 გრ. გახეხილი შავი შოკოლადი • 120 გრ. ფქვილი • 6-7 ცალი კვერცხი • ერთი ლიმონის კანი • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი • 1 ჩ.კ. ვანილი • 2 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი • 2 ჩ.კ. დაფქული ილი • 2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი • 3 ჩ.კ. წვრილად დაფქული ჯავზი მინანქარისთვის: • 1 ცალი ლიმონი • 200 გრ. შაქრის პუდრი
Ingredients: • 200 gm butter • 200 gm sugar • 200 gm ground nuts • 200 gm chopped dark chocolate (Block chocolate) • 120 gm flour • 6-7 eggs • Peel of one lemon • 1 tsp baking powder • 1 tsp ground vanilla • 2 tsp ground ginger • 2 tsp ground cardamom • 2 tsp ground cinnamon • 3 tsp ground macis or nutmeg For the icing: • 1 lemon • 200 gm powdered sugar
ავიღოთ ჯამი, ავურიოთ ერთმანეთში კარაქი, შაქარი და კვერცხის გული. შემდეგ სხვა ჯამში ავურიოთ კვერცხის ცილა და ცოტა მარილი. დამატებით ჯამში ავურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დარიჩინი, ილი, ჯავზი, ლიმონის კანი და ჯანჯაფილი. ფქვილის შერეული მასა, გატარებული ნიგოზი, თხლად დაჭრილი შავი შოკოლადის ფილა და ათქვეფილი ცილა ნელა დავუმატოთ კვერცხის გულს.
ავიღოთ მრგვალი ფორმა, ძირზე და გვერდებზე წავუსვათ კარაქი. შემდეგ მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და მასში მოვათავსოთ გამზადებული მასა. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 45-50 წუთის განმავლობაში, ან მანამ სანამ ის არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. მინანქრისთვის საჭიროა გავწუროთ ლიმონი და წვენი შევურიოთ შაქრის პუდრს. როდესაც ნამცხვარი გამზადდება და გაგრილდება, ზედაპირი დავფაროთ მინანქრით. We take a bowl, cream the butter with sugar and egg yolks. In a separate bowl we beat egg whites with a bit of salt. In another bowl we combine flour, baking powder, vanilla, cardamom, cinnamon, nutmeg, ginger and lemon peel. Then we carefully add the flour mixture, chopped nuts, dark chocolate cut in chunks and the beaten egg whites to the egg yolk mixture. We take a round baking form and cover with butter from the inside. Afterwards we sprinkle it with flour and put the mixture in. We heat the oven to 180° and bake the cake for 45-50 minutes, or until it gets golden brown. For making the icing, we need to mix the juice of 1 lemon with powdered sugar, then we cover the cake with it once it’s cold. “ეს ტ რ ზამთა ადიციული რ ნ როდ ში ვაკეთე ამცხვარი ესაც ბ თ . დედ ა, რომელ ბავ ძირით საც ადად შვები ვიყა ა ყოველ დედა ვით დ თვის გ ა მ დ ჩე ა ნ ყოველ მი არასდ არი შოკო ა ძალიან მზადებდა გ , რ ლ ვ ო თ იყვარ ა ს ვ დის ის უმ ამზად და, ებს. მ მხოლოდ ატებდა სუ გამო. ეტ სუნელ ნე ნი ები დ ი „გემოსთ გვზითა დ ლებს, ის ა ა ლი ვ მონის ის,“ მე რ შოკოლა ეც დი მინან “This is a traditiona ქარი. ეპტში დავ თ l winter cake my “ ამატე mother used to make when we were children, back then we loved it only because of the melte d chocolate. My mother never adds spices; she always makes it just with nu ts and chocolate. Later to give it more ‘taste’ I modified the recipe with additional spice s and lemon icing.”
საშობაო კარაქი ინგრედიენტები: • 200-250 გრ. კარაქი • 1–2 ჩ.კ. საშობაო სანელებლები* • 2 ჩ.კ. თაფლი • მარილი ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და მივირთვათ პურთან ერთად.
CHRISTMAS BUTTER Ingredients: • 200-250 gm butter • 1-2 tsp gingerbread spice* • 2 tsp honey • Salt We mix everything together and enjoy it with bread.
* საქართველოში შეიძლება ვერ შეიძინოთ გამზადებული საშობაო სუნელები. ეს არის დარიჩინის, ჯავზის, ქინძის, მიხაკის, კამის, ჯანჯაფილის, ანისულის, წიწაკისა და ილის ნაზავი * It might be difficult to get prepared Gingerbread Spice in Georgia, but basically it’s a mixture of cinnamon, nutmeg, coriander, cloves, allspice, fennel, ginger, aniseed, staranise, pepper & cardamom.
კატა რ ერთ ინამ ეს და ა ერთ ჟუ რეცეპტი რ მ ამზა ას საშო ნალში ადრე, დებს აღმო ბაოდ ხოლ აჩინ ა მ ე. Kath a r i n am a fo a u and gazine nd this m s reci om a k Chr istm es it sp e time pe in a as. ecifi cally go for
კატარინა ვერ ხედავს აზრს იმაში, რომ განცალკევებით რომელიმე ქვეყანა გიყვარდეს ან არ გიყვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში ცხოვრების ბევრი ასპექტი მოსწონს, მათ შორის ქორფა ინგრედიენტების არჩევანი, მისთვის ადგილი მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებისა და თავისთან დაკავშირებული გარემოებების გამო. For Katharina it does not make sense to like or dislike the country as such. Though she enjoys many aspects of living in Georgia, such as the availability of fresh ingredients, for her a place becomes important because of people and specific aspects she connects with.
საკვებზე საუბრისას მან დაამატა - „როდესაც კერძს „ტრადიციულს“ ვუწოდებთ, ეს ნიშნავს, რომ ის კონკრეტული ქვეყნისაა. მე უფრო მეტად მჯერა ჩვენი პირადი საკვების, ანუ რისი ჭამა გვიყვარს.“ კატარინასთვის ერთ-ერთი ასეთი საკვები გახდა ჯიაოძი (ჩინური ცომის გუფთა). ვენაში ბოლო ვიზიტის დროს, მან აღმოაჩინა, რომ ჯიაოძი იქ უკვე საკმაოდ პოპულარულია. მან რეცეპტი ჩამოიტანა და დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო მეგობრების სადილი კატარინასთან ჯიაოძის გარეშე, იმ კერძის, რომელსაც ჩინურს ეძახიან, ამჟამად პოპულარულია ვენაში და თბილისში კატარინას მეგობრებიც ხშირად ამზადებენ.
When talking about food, she added – “As soon as you call a dish ‘traditional’ one means that it comes from a specific country. But I believe more in our personal food. Personal as in what we like to eat.” One of Katharina’s personal foods has become Jiaozi (Chinese dumplings). During her recent visit to Vienna, Katharina discovered that Jiaozi have become very popular there. She brought the recipe with her to Tbilisi and dinners with friends at her house are hard to imagine without Jiaozi – Chinese style dumplings, which are currently popular in Vienna and cooked a lot among Katharina’s friends in Tbilisi.
ჯიაოძი (ჩინური ცომის გუფთები -
ნახევრადშემწვარი და ორთქლზე მოხარშული) ინგრედიენტები: • 300 გრ. ღორის ფარში • 300 გრ. კომბოსტო • 1 ცალი კვერცხი • ქორფა ჯანჯაფილი • მწვანე ხახვი • ქინძი • 1-2 ჩ.კ. დაჭყლეტილი ნიორი • შავი პილპილი • 1-2 ს.კ. სოიოს სოუსი • 1 ს.კ. შირბახტის (სეზამი) ან მზესუმზირის ზეთი • 1 ს.კ. ბრინჯის ან ვაშლის ძმარი • წითელი წიწაკა • 1 ჩ.კ. შაქარი • 1 ლიმონის წვენი • 500 გრ. ფქვილი • წყალი ავიღოთ ფქვილი და წყალი, ავურიოთ ერთმანეთში სანამ არ მივიღებთ ერთიან მკვრივ, მაგრამ რბილ ცომს გასაბრტყელებლად. დავასვენოთ ცომი ნახევარი საათის განმავლობაში. მოვამზადოთ შიგთავსი: ავიღოთ კომბოსტო, დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ ფარში, დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, ასევე, დაჭრილი ქინძი, წითელი წიწაკა, ზეთი, გახეხილი ჯანჯაფილი, ძმარი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი, შავი პილპილი და კვერცხი. კარგად ავურიოთ. ცომის გუფთების მოსამზადებლად ავიღოთ ცომის პატარა ბურთები და გავაბრტყელოთ წრეზე. მრგვალი ფორმების შუაში მოვათავსოთ შიგთავსი და მოვუკრათ პირი. მოვათავსოთ ტაფა დაბალ ცეცხლზე. დავფაროთ ტაფის ძირი ზეთით და დავალაგოთ გამზადებული ცომის გუფთები, ძირი შევწვათ 1 წუთის განმავლობაში. ეტაპობრივად დავამატოთ ძალიან ცოტა წყალი ისე, რომ გუფთები არ დასველდეს და დავახუროთ თავსახური. დაახლოებით 2-3 წუთში კერძი მზად არის.
JIAOZI (Chinese dumplings – semi fried and steamed)
Ingredients: • 300 gm minced pork • 300 gm cabbage • 1 egg • Fresh ginger • Green onions • Fresh coriander • 1-2 tsp crushed garlic • Black pepper • 1-2 tbsp soy sauce • 1 tbsp sesame oil or sunflower oil • 1 tbsp rice vinegar or apple vinegar • Chili flakes • 1 tsp sugar • Juice of 1/2 lemon • 500 gm flour • Water First we take the flour and mix it with water to make a strong but smooth dough, so that it can roll out later. Let it rest for half an hour. While the dough is resting, we prepare the filling by mixing chopped cabbage, minced pork, chopped green onions and fresh coriander, crushed garlic, chili flakes, oil, grated fresh ginger, vinegar, soy sauce, lemon juice, black pepper and an egg.
To make the dumplings, we take a small piece of dough and roll it out into a thin circle. We put the filling in the center and wrap it by pressing with our fingers. We heat a pan on low fire and add a little bit of oil. We place the dumplings into the pan and let the bottom fry for about a minute. Afterwards we add some cold water to the pan, without making the dumplings wet, cover the pan and steam for 2-3 minutes, until they are ready to serve.
ლი ტარიანუ ე გ ე ვ თ ო რჩევა: მოამზად ცი თ რომ ვ ეთ ხორ ა ბ ღ ე ი ნ ო გ მ ა თუ დ ო უბრალ ჯიაოძი, დან. რეცეპტი xclude n, just e o ti p o n TIP: etaria fer a veg If you pre the mixture. t in the mea
სოუსი ჯიაოძისთვის • • • •
150 მლ. სოიოს სოუსი 100 მლ. ვაშლის ძმარი 1-2 ჩ.კ. შაქარი 2-3 ჩ.კ. დაჭყლეტილი ნიორი
ყველაფერი კარგად ავურიოთ სოიოს სოუსში და მივირთვათ გუფთებთან ერთად.
SAUCE FOR JIAOZI • • • •
150 ml soy sauce 100 ml apple vinegar 1-2 tsp sugar 2-3 tsp crushed garlic
We mix all the ingredients together and use it as a dip for the dumplings.
თანამედროვე ავსტრიელ პოეტს, ფრიდერიკე მაიროექერს აქვს ლექსი, რომელიც კატარინას იმდენად მოსწონს, რომ ინგლისურად გადათარგმნა და ავტორს გაუგზავნა. მან წერილით უპასუხა, რომ თარგმანი ძალიან მოეწონა. კატარინამ სახლი ბევრ ადგილას აღმოაჩინა, მათ შორის თბილისში. There is a poem by contemporary Austrian poet Friederike Mayröcker. Katharina loves and relates to this poem so much that she translated it into English and sent it to the author, who responded back with a letter saying that she liked the translation very much. Katharina has found home in many places, including Tbilisi.
what do you need what do you need? a tree a house to measure how vast how small life as human how vast how small when you look up to the crown loose yourself in beauty of rank green how vast how small you think how short your life you compare to the life of trees you need a tree you need a house none for you alone only a corner a roof to sit to think to sleep to dream to write to be silent to behold the friend the celestial bodies the grass the flower the sky Friederike Mayröcker’s poem ‘was brauchst du’ [translation: Katharina Stadler]
პროექტი „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” შექმნილი და რეალიზებულია გეოეარის მიერ. პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს. მიგრანტთა საოჯახო საქმეებსა და კულინარიულ ისტორიებს სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქცევთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნება საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობთ მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი, ასევე, შეეხება საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება. თანხმლები პუბლიკაციები შექმნილია სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით და მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნა მოგროვებული. პროექტი ხორციელდება ნინი ფალავანდიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით. ტექსტი: მარიამ კაპანაძე, ანა რამაზაშვილი დიზაინი: მაკო კაპანაძე ფოტო მასალა: მაკო კაპანაძე, თემო სამსონაძე განსაკუთრებული მადლობა კატარინა შტადლერს ისტორიების გაზიარებისა და მონაწილეობისათვის. ‑---------------Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories project is created and implemented by GeoAIR. The project is sponsored by the Prince Claus Fund. Project addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here from aboard within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each other’s cultures is very limited, hence, some stereotypes might prevail. We take migrants’ households and foodways as theme for socially engaged artistic works. Their personal stories and private space are transformed by interventions in public spaces. During these events food of different cultures are prepared and tasted, while various aspects of migration are discussed. Overall, the project also addresses the topic of public space as transformed to the arena where open alternative activities can take place, while addressing important socio-cultural issues that surround us. Accompanying publications are created in collaboration with young professionals from social sciences and art, and consist of stories and visual material obtained during the fieldwork with migrants living in Tbilisi. Project is realized by Nini Palavandishvili and Data Chigholashvili in collaboration with Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation). Text: Mariam Kapanadze, Ana Ramazashvili Design: Mako Kapanadze Photos: Mako Kapanadze, Temo Samsonadze Special thanks to Katharina Stadler for sharing stories and for her involvement.
ავსტრია?
{ {
Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories AUSTRIA?
© GeoAIR, 2014