Page 8

3. 4-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III, IV და V სიაში, რომლებიც მოცემულია ამ კანონის N1 დანართში: ა) I სია − ნარკოტიკული საშუალებები: I.1 - I.2 – ნუსხა, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, ნარკოტიკული საშუალებები, მათი წამლის ფორმები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია; I.3 - ნუსხა, ნარკოტიკული საშუალების პრეპარატები ზღვრული დოზებით, რომელთა მიღმაც ისინი უპირობოდ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებას; I.4 - ნუსხა, უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ასევე შეტანილია I.1 სიაშიც, მათი ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული და აკრძალულია სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის; ბ) II სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები: II.1 - ნუსხა, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ფსიქოტროპული ნივთიერებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული ნივთიერებები, მათი წამლის ფორმები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია; II.2-II.3 - ნუსხა, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ფსიქოტროპული ნივთიერებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი წამლის ფორმები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია; II.4 - ნუსხა, საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი წამლის ფორმები; გ) III სია − პრეკურსორები: 1 ან 2 ცხრილში შეტანილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების დამზადებისას; დ) IV სია − ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონროლს, მაგრამ იდენტიფიცირებულია და ყოველწლიურად ქვეყნდება ევროპის ნარკომანიისა და ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრის და ევროპოლის მიერ, ევროკავშირის საბჭოს 2005/387/JHA გადაწყვეტილებით, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია; ე) V სია - ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგები, ნივთიერება, რომელიც შესაძლოა გახდეს იგივე ავადმოხმარების საგანი ან გამოიწვიოს ანალოგიური მავნე შედეგები, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ ან ფსიქოტროპულმა ნივთიერებამ და შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა ან ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ანალოგების V სიაში; 8

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement