Page 24

რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“

30. კანონს დაემატოს 371-ე მუხლი, შემდეგი რედაქციით: მუხლი 37 1 . ზიანის შემცირება 1. ზიანის შემცირების საქმიანობას ან პროგრამებს ახორციელებს, სახელმწიფო, ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი ანდა არარეგისტრირებული კავშირი; 2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შემცირება მოიცავს და შეზღუდული არ არის: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების და მათ ახლობლების ინფორმირებულობის გაზრდას და განათლებას; ბ) სტერილური საინექციო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო საშუალებების ან/და მოწყობილებების გავრცელებას მიზნობრივ ჯგუფებში და ხელმისაწვდომობის გაზრდას; გ) სისხლით გადამდებ დაავადებებზე ნებაყოფლობით ტესტირებასა და კონსულტირებას დ) დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების და სხვა სამედიცინო უარყოფითი შედეგების პრევენციისა და შემცირებისათვის მიზნობრივ ჯგუფებში შესაბამისი ფარმაცევტული პრეპარატის (არა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული) გავრცელებას და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას; ე) სამედიცინო კონსულტაციებს; 3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება მოიცავს და შეზღუდული არ არის: ა) სოციალური გარიყვის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებისაკენ მიმართულ საქმიანობას; ბ) სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანის უფლებათა, განსაკუთრებით ჯანმრთელობის უფლების აღიარებისა და დაცვისაკენ მიმართულ საქმიანობას; გ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის და დანაშაულის შემცირებისაკენ მიმართულ საქმიანობას; 4. პირისათვის ზიანის შემცირების გაწეული მომსახურება კონფიდენციალური ან ანონიმურია.

31. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამავე კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

24

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement