Page 21

ინტერესების დაცვის მიზნით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ან უკანონო მომხმარებელთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვა ცალკეულ პროფესიებსა და საქმიანობებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს და ნარკოლოგიური შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი საქმიანობების განმახორციელებელთათვის და პროფესიების წარმომადგენელთათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე სავალდებულოა პერიოდული შემოწმება. აღნიშნული პროფესიების მუშაკებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს სამკურნალო მიზნით, შესაბამისი უფლების მქონე ექიმის დანიშნულებით მოიხმარს და არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია.“ 25. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნარკოლოგიური მომსახურება

26. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ნარკოლოგიური მომსახურების ზოგადი პრინციპები 1. ნარკომანიით დაავადებული პირის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან. 2. ნარკომანიით დაავადებულ პირს, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებელს ნარკოლოგიური მომსახურება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, განცხადებულად, კონფიდენციალურად ან ანონიმურად, ნებაყოფლობით. არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური მომსახურება გაეწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ნარკომანიით დაავადებული პირის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია, გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა, სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა, აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა.

21

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement