Page 17

დადგენილი წესით, აგრეთვე ფიზიკურ პირს, თუ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი ექიმის დანიშნულების საფუძველზეა შეძენილი. 2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების საბაჟო საწყობში შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით.“

20. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაგზავნა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გადაგზავნა.“

21. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 27. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაზიდვა (გადატანა) 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაზიდვის (გადატანის) უფლება აქვს ამ ნივთიერებების ბრუნვაზე უფლებამოსილ იურიდიულ პირს მათი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. 2. იურიდიული პირის მიერ I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით. 3. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი გადაიტანოს მისი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”

22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთერებათა ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი) 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი საქმიანობისა და ნებართვის მქონე იურიდიულ პირს. 2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

17

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement