Page 16

„მუხლი 17. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ.“

16. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე იურიდიულ პირს.“

17. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის აფთიაქში მომზადება 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მაგისტრალური რეცეპტით მომზადების უფლება აქვს შესაბამისი ნებართვის მქონე აფთიაქს. 2. აფთიაქს ეკრძალება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური რეცეპტით მომზადება. 3. შესაბამისი ნებართვის მქონე აფთიაქს უფლება აქვს, ოფიცინალური რეცეპტით მოამზადოს II სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი ის პრეპარატი, რომელიც არ არის შეტანილი სიებში.“

18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 23. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა დამზადება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა დამზადების ან გადამუშავების უფლება აქვთ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ დაწესებულებებს.

19. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვა 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვის უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს საქართველოს კანონმდებლობით 16

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement