Page 13

„მუხლი 9. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და 1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში კვოტებში ცვლილებების შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.“

10. 11-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების, დამზადების, წარმოების, მოხმარების ანდა გასაღების ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის, გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.“

11. 12-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია.“

12. 14-ე მუხლი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 1. ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო). 2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. 13

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement