Page 1

განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის (1972 წლის ოქმის თანახმად ნარკოტილული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციაში შეტანილი ცვლილებებით), გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ 1971 წლის კონვენციისა და გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენციის დებულებათა სრული იმპლემენტაციით. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიზანია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი“ შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით იცვლება კანონის სათაური და მასში აისახება „ნარკოლოგიური მომსახურება“ ნაცვლად დღეისათვის არარსებული „ნარკოლოგიური დახმარებისა“, რიგი ცვლილებებია ტერმინთა განმარტებებში, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების კონტროლის სფეროში ცვლილებათა შეტანის სფეროში და ისინი სრულად პასუხობს გაეროს შესაბამის კონვენციათა მოთხოვნებს. კანონპროექტი ასახავს ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ტენდენციებს. კანონპროექტი სრულიად ახლებურად აყალიბებს უკანონო ბრუნვაში მოქცეულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, მნიშვნელოვან, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემუშავების წესებს ადგენს ოდენობათა განსაზღვრის კრიტერიუმებს. განმარტავს ზიანის შემცირებისა და სარეაბილიტაციო პროგრამათა საფუძვლებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა)

კანონპროექტის

მიღებასთან

დაკავშირებით

აუცილებელი

ხარჯების

დაფინანსების წყარო: არ საჭიროებს ხარჯებს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

1

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა დ  
Advertisement