Page 1

განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში რიგ ცვლილებათა პროექტის შემუშავებამ.

ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსი“ შესაბამისობაში მოვიდეს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტთან. გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის (1972 წლის ოქმის თანახმად ნარკოტილული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციაში შეტანილი ცვლილებებით), გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ 1971 წლის კონვენციისა და გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენციის იმპლემენტაცია.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს 45-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, გაეროს შესაბამის კონვეციათა მიხედვით და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად განსაზღვრული ტერმინების შესაბამისობაში, იგი აგრეთვე ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების ტენდენციებს. კანონპროექტი აგრეთვე დაარეგულირებს კონტროლირებად ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტის დასადგენად გამოკვლევისათვის თავის არიდების შემთხვევებს. ლეგალურ ფაზაში გადაიყვანს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების ერთერთი სერვისის „შპრიცებისა და ნემსების გაცვლის“ პროგრამებს. გათვალისწინებულია მუხლი 1001 კოდექსიდან ამოღება (ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა), ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის კულტივირება და აქედან გამომდინარე ასეთი ნათესების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება ქვეყანას არ გააჩნია. 1


ამოღებულია 117-ე მუხლი (ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა დაზუსტდა და სრულად აისახა 116-ე მუხლში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: არ საჭიროებს ხარჯებს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებას

მიხედვით

სახელმწიფო

არ

იღებს

რაიმე

ახალ

ფინანსურ

ბ.ე. ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიხედვით პირს, რომელიც თავს აარიდებს ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად გამოკვლევას დაეკისრება 45-ე მუხლის, 2 ნაწილით გათვალისწინებული სახდელი. ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება გადასახადისს, მოსაკრებელის ან სხვა სახის რაიმე გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან :

მიმართება

საერთაშორისო

სამართლებრივ

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან : კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ)

კანონპროექტის

მიმართება

ორგანიზაციებში

საქართველოს

საქართველოს

ორმხრივ

და 2


მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან : კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის კონსულტაციები:

მომზადების

პროცესში

მიღებული

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია / დაწესებულებების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი : კანონპროექტის ავტორია: საკოორდინაციო საბჭო“

„ნარკომანიასთან

ბრძოლის

უწყებათაშორისი

ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა

3


პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, N12, მუხლი 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 16-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურესა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაგზავნის, გადაზიდვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარების ან მოხმარების ფაქტის დასადგენად გამოკვლევისათვის თავის არიდებაზე დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“ 2. 32-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“ 3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4


„მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა , ან ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება 1. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, ან ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება, – გამოიწვევს გაფრთხილებას . 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად გამოკვლევისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას ---------- ლარის ოდენობით. (სახდელის ოდენობა იყოს, გამოკვლევაზე წარდგენისა და გამოკვლევის საშუალო ხარჯის ორმაგი ოდენობა - შსს-ს წარმოადგენილი ოფიციალური კალკულაციის მიხედვით) შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელისაგან თავისუფლდება: ა) ის ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ან მის ანალოგს, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან მის ანალოგს, ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ანდა სახდელის დადების სანაცვლოდ სამი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად; ბ) გამოყენებული შპრიცების შეგროვებისას, გაცვლისას ან ჩაბარებისას შპრიცში (შპრიცებში) არსებული ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სისხლთან შეტივტივებული მცირე ოდენობის ნახევარი თითოეულ შპრიცზე. გ) 45-ე და 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა 2.4 სიაში შეტანილი პრეპარატის ან წამლის ფორმის მოხმარება ან ბრუნვა. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება ან ნივთიერება უკანონოდ მოიხმარა. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საშუალების ან ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4. იგივე საშუალების ან ნივთიერების განმეორებით მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელის დადება შესაძლებელია მხოლოდ წინა ფაქტის დადგენიდან 15 დღის შემდეგ.“

4. 1001-ე მუხლი ამოღებული იქნეს 5. 1002-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5


„მუხლი 100 2 . ოპიუმის ყაყაჩოს, კოკას ბუჩქის ან მცენარე კანაფის უკანონო

კულტივირება მცირე ოდენობით 1. ოპიუმის ყაყაჩოს, კოკას ბუჩქის ან მცენარე კანაფის უკანონო კულტივირება მცირე ოდენობით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელისაგან თავისუფლდება ის ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს კულტივირებულ მცირე ოდენობით ოპიუმის ყაყაჩოს, კოკას ბუჩქს ან მცენარე კანაფს.

6. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სიმთვრალის ფაქტის დასადგენად გამოკვლევისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით . 11. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. 2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით . 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით . 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების გადამცემ პირს არა აქვს მართვის უფლება – დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .

6


41. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. 5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ან სიმთვრალის ფაქტის დასადგენად გამოკვლევისათვის თავის არიდება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა , რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით ) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით . 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით . 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა , რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით ) დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით . 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით . 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი

7


ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4. ამ მუხლის მე-3, მე-4, 41, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ. 41. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი. 6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით. 7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. 8. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7. 117-ე მუხლი ამოღებული იქნეს 8. 15910-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 159 10 . ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან პრეკურსორის პოპულარიზაცია , რეკლამა , მათი დამზადების , წარმოების, მოხმარების ანდა გასაღებ ის ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება

8


1. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან პრეკურსორის პოპულარიზაცია, რეკლამა, მათი დამზადების, წარმოების, მოხმარების ანდა გასაღების ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

9. 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, ან ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენა (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება), – გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. “

10. 208-ე მუხლიდან ამოღებული იქნეს რიცხვები „45-ე,“ 11. 246-ე მუხლის „ ა) “ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, ან ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

12. 250-ე მუხლის 1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ანდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სიმთვრალის დადგენა და საქმის განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

9


13. 262-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებული იქნეს რიცხვები „45-ე“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

10

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტ