დინამო - კოლხეთი: მატჩის პროგრამა

Page 2

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდიკოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ქობულეთში ჩელე არენაზე მიიღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. დინამო -კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 37 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 125/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება- ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 24 აპრილს ფოთში პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ოთხი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 3:1 აჯობეს და პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს ეროვნული ჩემპიონის მეთექვსმეტე ტიტული. გოლები გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ გაიტანეს.

დინამო თბილისი კოლხეთი ფოთი


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.