Page 1


სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდიკოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ქობულეთში ჩელე არენაზე მიიღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. დინამო -კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 37 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 125/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება- ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 24 აპრილს ფოთში პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ოთხი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 3:1 აჯობეს და პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს ეროვნული ჩემპიონის მეთექვსმეტე ტიტული. გოლები გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ გაიტანეს.

დინამო თბილისი კოლხეთი ფოთი


4 მარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი, ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში კახი კაჭარავა უხელმძღვანელებს, რომლისთვისაც ფოთის კოლხეთთან დაპირისპირება პირველი ოფიციალური მატჩი იქნება დინამოში დაბრუნების შემდეგ. მეორე თურქული შეკრების მიმდინარეობისას, მთავარი მწვრთნელის პოსტი უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ პირადი მიზეზების გამო დატოვა. დინამოს ხელმძღვანელობამ კაჭარავას დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩვენი გუნდის ღირსება, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში დაუცავს. ის 2006, 2009-11 წლებში ხელმძღვანელობდა დედაქალაქურ კლუბს, აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში კი დინამოს მაიური 97 ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა. კახი კაჭარავა: ჩემთვის მისაღებია ის გეზი, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა აიღო, მინდა ვიმუშაო ნიჭიერ ახალგაზრდებთან, რომლებიც მრავლად არიან ჩვენს გუნდში. ჩემი თაობის ბიჭებისთვის დინამო თბილისში მოხვედრა ოცნება იყო, შესაბამისად ჩემი კიდევ ერთხელ აქ დაბრუნება გასაკვირი სულაც არ არის. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს თუ რას ნიშნავს დინამოს მაისურით თამაში. დინამო თბილისმა საკმაოდ ხანგრძლივი, თითქმის ხუთკვირიანი სეზონისწინა საწვრთნელი შეკრება გაიარა თურქეთში, რომლის დროსაც გუნდმა ცხრა ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა, ორი ფრედ, ორში კი დამარცხდა. გაიტანა 15 და გაუშვა 7 ბურთი. აღსანიშნავია უშუალოდ ახალი მთავარი მწვრთნელის კახი კაჭარავას შედეგი, რომლის ხელშიც დინამომ 4 შეხვედრა მშრალი ანგარიშით მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. შეკრების საუკეთესო შედეგი ჩვენი გუნდის მხრიდან ბექა მიქელთაძეს ჰქონდა, რომელმაც 4 გოლი მიითვალა. გთავაზობთ თურქულ შეკრებაზე გამართული შეხვედრების შედეგებსა და გოლების ავტორებს დინამოელთა მხრიდან. დინამო - ჟილინა 1:1 (მიქელთაძე) დინამო - დნიპრო 4:2 (ლობჟანიძე2, არაბული2) დინამო - სილექსი 0:0 დინამო - ჩერნომორეცი 1:2 (გველესიანი) დინამო - ვოლინი 4:0 ( პაპუნაშვილი, კვერნაძე2, მიქელთაძე) დინამო - ოლიმპიკი 1:0 (მიქელთაძე) დინამო - ბატე 2:0 ( მიქელთაძე, არაბული) დინამო - არსენალი ტულა 1:2 (კუცია) დინამო - აბდიშ ათა 2:0 (ჩაკვეტაძე, კუცია)

DINAMO TBILISI KOLKHETI POTI


მთავარი მწვრთნელი

მთავარი მწვრთნელი

კახი კაჭარავა

გელა სანაია

1 21 2 3 4 5 6 7 8 9 10 13 14 16 17 20 22 23 24 27 30 32

49 16 2 4 7 8 9 10 11 12 14 17 21 22 27 28 44 77 88 99

სერგეი ლიტოვჩენკო გიორგი ბეგაშვილი ბოგდან მიშენკო ლაშა თოთაძე ლუკა ლოჩოშვილი გია ჩადუნელი ბაქარ ქარდავა საბა თავაძე ბაჩანა არაბული ბექა მიქელთაძე გიორგი პაპუნაშვილი ოთარ კიტეიშვილი ოთარ კვერნაძე გიორგი თევზაძე ცოტნე მესხი ლაშა სალუქვაძე გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ზარია დავით კობოური გიორგი კუცია გიორგი გველესიანი ნიკა ნინუა

გაბრიელ თებიძე თორნიკე ხოფერია გიორგი კილასონია ომარ გოგონაია შოთა კერძევაძე ლევან კაკულია გურამ ლუკავა ცოტნე ქებურია აბუბაქარ დაფი ერიკ ოტიენო გიორგი ჯანელიძე თამაზ ჟიშკარიანი თამაზ შალიკაშვილი ნიკოლაი კოვტალიუკი ვლადიმირ კორობკა ბაჩანა კოკაია ავთო ენდელაძე დავით ბოლქვაძე ვარლამ კილასონია გიორგი ბუხაიძე

დინამო - კოლხეთი: მატჩის პროგრამა  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you