Page 1


მივესალმები ჩვენს სტუმრებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეოთხე წელია ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ვატარებთ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ასეთი სახელოვანი, ტრადიციული და წარმატებული ევროპული კლუბების მასპინძლობა. როდესაც გათამაშება პირველად ჩავატარეთ მაშინვე აღინიშნა, რომ ის ტრადიციული და კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდებოდა, რასაც ძალისხმევას არ ვაკლებთ. ჩემი პირადი მიზანი, მოტივაცია და სურვილია, რომ საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამ ასაკში ძლიერ და წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მიღებული გამოცდილება ფეხბურთელებს, დინამოს და დარწმუნებული ვარ ეროვნულ ნაკრებს მომავალ მნიშვნელოვან ბატალიებში გამოადგებათ. ყოველწლიურად ვცდილობთ სტუმართა გეოგრაფიის გაშლას. წელს პირველად გვესტუმრებიან ინგლისიდან, პორტუგალიიდან და შვეიცარიიდან. ნიდერლანდებიდან უკვე მესამე კლუბი გვეწვევა, იტალიიდან კი მეორე, რაც ასევე აღსანიშნავია. მიჯრით მესამე ტურნირია ჩვენთანაა კიევის დინამო და მეორედ იასპარეზებს ჩვენი პარტნიორი სფფ- ს აკადემის გუნდიც. დარწმუნებული ვარ ამ დღეების მანძილზე ჩვენი აკადემიის მოედანზე არაერთ მომავალ ვარსკვლავს ვიხილავთ და ვიმედოვნებ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ თბილისში გატარებული დღეებით. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია


Profile for FC Dinamo Tbilisi

Daraselia Cup 2019  

International Tournament in Dinamo Academy Tbilisi

Daraselia Cup 2019  

International Tournament in Dinamo Academy Tbilisi

Advertisement