Page 1


ლოკომოტივი საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული - წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი. დინამო VS ლოკომოტივი დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 46- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 26- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 12 მატჩი ყაიმით დასრულდა და 8 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 68/27 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ოთხჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ- 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 14- ჯერ დაფიქსირდა. 12 ნათამაშები ყაიმიდან კი 11 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში. ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2017 წლის 29 ივლისს შედგა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გოლი ლოკომოტივის კარში ბექა მიქელთაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

ლოკომოტივი


სანაკრებო პაუზა ფოთის კოლხეთთან კიდევ ერთი მოუგებელი მატჩის შემდეგ, დინამომ, ისევე როგორც მთლიანად ეროვნულმა ლიგამ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა აიღო. დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მთელს მსოფლიოში. თავისი მატჩების ჩატარება მოუხდა საქართველს ეროვნულ ნაკრებსაც, რომლმაც დასკვნით ორ ტურში ორი მარცხი იწვნია უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად ჩვენმა გუნდმა ტურნირი 5 ფრით, ბევრი წაგებითა და არცერთი მოგებით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. დინამოდან ვლადიმერ ვაისმა, გუნდის კაპიტანს ოთარ კიტეიშვილსა და მეკარე ნუკრი რევიშვილს უხმო, თუმცა არცერთი მათგანი არ ათამაშა. ჩვენთვის კიდევ უფრო წარუმატებელი გამოდგა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. პოლონეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდი პირველი ქულების აღებას დანიაში და ფარერის კუნძულებზე ცდილობდა, თუმცა აქაც ხელმოცარული დარჩა. დანიამ 5:2 დაგვამარცხა, ხოლო ფარერებმა 3:1. დინამოელთაგან ნაკრებში აკაკი შულაიამ და ბექა მიქელთაძემ ითამაშეს. სწორედ შეცვლაზე შესული მიქელთაძის ანგარიშზეა დუბლი დანიის კარში. ჩვენთვის წარუმატებელი სანაკრებო ბატალიებისა და ორკვირიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა ბრუნდება, რომელიც ეტაპობრივად გადამწყვეტ ფაზაში შედის.

LOCOMOTIVE

28

+42

59

28

+21

55

28

+14

52

28

+18

48

28

+11

43

28

-10

40

28

-6

34

28

-21

29

28

-27

20

28

-42

13


გიორგი დევდარიანი რევაზ თევდორაძე ბექა ქურდაძე რევაზ ჩიტეიშვილი გიორგი გაბაძე თეიმურაზ ღონღაძე მამუკა კობახიძე გიორგი რეხვიაშვილი გიორგი ხიდეშელი ნიკა ჭანტურია ლევან ქურდაძე რატი არდაზიშვილი გიორგი გოროზია ნოდარ ქავთარაძე დავით სამურკასოვი დავით უბილავა გიორგი კიკნაძე ლაშა გვალია გიორგი დიასამიძე ლუკა კიკაბიძე ვატო არველაძე მამია გავაშელიშვილი ირაკლი სიხარულიძე

დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა  
Advertisement