Page 1


ჩიხურა საჩხერე საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ - 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა პირველი შედეგიანი რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებულმა მესამე საფეხურმა და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. 2016 წლის სეზონი კი გუნდისთვის შიდა არენაზე ყველაზე წარმატებული გამოდგა. ზემოიმერულმა გუნდმა გარდამავალი პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა. პირველ ეტაპზე ჩიხურა ავსტრიულ ალტახს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. 2017 წელს გუნდმა საქართველოს თასი აღმართა, ფინალში დაამარცხა რა ქუთაისის ტორპედო. ურთიერთშეხვედრები დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 21 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უპირატესობაა - 13 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 51/17 თბილისელთა სასარგებლოდ. სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. 7 აგვისტოს ივანწმინდაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გარდამავალ ჩემპიონატში ეს გუნდები 1 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამო არენაზე ჩიხურამ 2:1 იმარჯვა. გოლი ზემოიმერელთა კარში ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. 2017 წლის 5 აპრილს დინამო არენაზე თბილისელებმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ზარიას გოლებით 2:1 მოიგეს. ივანწმინდაში ამ გუნდების მეორე წრის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი საჩხერელთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მესამე წრეში კი დინამომ 5:0 დაჯაბნა მეტოქე. ორი გოლი ჩიხურას კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. თითოჯერ კი თავი ბექა მიქელთაძემ, ბაქარ ქარდავამ და ლაშა ქოჩლაძემ გამოიჩინეს. 28 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გოლები ბაქარ ქარდავამ, ლაშა თოთაძემ და აკაკი შულაიამ გაიტანეს. საიუბილეო 30- ე ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი პაექრობა 5 აპრილს დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები ნიკა ძალამიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს.

ჩიხურა საჩხერე


ბოლო ორი ტური და სანაკრებო პაუზა დინამოელებმა ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზამდე ორი მატჩი გამართეს და ორივე გასვლაზე. 19 მაისს ჩვენი გუნდი ლანჩხუთს ეწვია და სამტრედიას დაუპირისპირდა. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი დმიტრო ივანისენიამ ძლიერი დარტყმით 70- ე წუთზე გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს დინამოელთა კართან სახიფათო სიტუაცია შეიქმნა, არბიტრმა მომენტი კარის აღებად შეაფასა და მატჩიც დასრულდა. 25 მაისს კი დინამო ქუთაისში ჩავიდა, სადაც 69- ე ქართული დერბი შედგა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მეექვსე წუთზე (სადაო სიტუაციაში) გახსნეს. დინამომ მე- 15 წუთზე ლამაზი კომბინაციით და აკაკი შულაიას ზუსტი დარტყმით აღადგინა თანაფარდობა. შეხვედრა ესეც დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს კიდევ არაერთხელ შეეძლო გოლის გატანა. ამრიგად ტორპედოს დინამო საკუთარ მოედანზე თითქმის 7 წელია არ დაუმარცხებია. სანაკრებო პაუზის პერიოდში დინამოელებს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში საერთო ჯამში 15 ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი. ეროვნული ნაკრების ფორმა ოთარ კიტეიშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ და ლევან ხარაბაძემ მოირგეს. ახალგაზრდულ ნაკრებში ოთო გოშაძემ, დავით კობოურმა, ლუკა ლოჩოშვილმა და აკაკი შულაიამ იასპარეზეს. 18 წლამდე ჯვაროსნების ღირსებას კი დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა დარცმელია (კაპიტანი), თაზო ბაბუნაძე, თემურ გაბუნია და ნიკა გაბელაია იცავდნენ.

chikhura sachkhere

1. საბურთალო

13

16

30

2. დინამო თბ

13

12

26

3. დილა

13

11

24

4. ჩიხურა

13

8

22

5. ტორპედო

13

3

18

6. რუსთავი

13

-6

14

7. ლოკომოტივი 13

-9

14

8. კოლხეთი 1913 13

-15

13

9. სამტრედია

13

-7

9

10. სიონი

13

-13

9


სოსო ფრუიძე

1. ოთო გოშაძე 13. დემეტრე ბულისკერია 2. გუჯა რუხაია 3. ლაშა თოთაძე 4. ლუკა ლოჩოშვილი 5. დავით კობოური 19. ლევან ხარაბაძე 30. ლუკა ქაფიანიძე 8. გიორგი კუცია 10. ოთარ კიტეიშვილი 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე 18. დმიტრო ივანისენია 21. გიორგი ივანიშვილი 23. თამაზ ბაბუნაძე 32. ნიკა ნინუა 9. ბუდუ ზივზივაძე 17. მიხეილ ერგემლიძე

13. ზურაბ მწყერაშვილი 30. დინო ჰამზიჩი 2. რევაზ ჩიტეიშვილი 3. ბაქარ მირცხულავა 8. დავით მაისაშვილი 21. ლევან კაკუბავა 24. ლაშა ჩიკვაიძე 25. დავით მეგრელიშვილი 7. თეიმურაზ მარკოზაშვილი 22. ბესიკ ხვედელიძე 23. დემურ ჩიხლაძე 27. დენის დობროვოლსკი 77. პედრო გუგა 9. გიორგი გაბედავა 17. კახა კახაბრიშვილი 22. დავით იონანიძე 28. ბაჩანა ცხადაძე 99. გიორგი ბუხაიძე

დინამო - ჩიხურა: მატჩის პროგრამა  
დინამო - ჩიხურა: მატჩის პროგრამა  
Advertisement