Page 1


ჩვენი მეტოქე

შუქურა ქობულეთი ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8). დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 6 შეხვედრას ითვლის. ხუთი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 13/2. საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. ბოლოს გუნდები ქობულეთში წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ იმავე წლის 6 ნოემბერს და დინამომ ზაზა ჭელიძის გოლით 1:0 იმარჯვა.

შუქურა ქობულეთი


გამარჯვება ქობულეთში / ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი სეზონის სტარტზე არასტაბილური თამაშისა და დაკარგული ექვსი ქულის შემდეგ, დინამო თბილისს წინ სამი ურთულესი მატჩი ელოდა გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებთან. ჩემპიონ სამტრედიასთან სტუმრად გამარჯვებამ გუნდს თავდაჯერება შემატა და საკუთარ მოედანზე ვიცე-ჩემპიონის საჩხერის ჩიხურას დამარცხებაც მოახერხა. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა უკანასკნელ ტურში ქობულეთის ჩელე არენაზე გამართული მატჩი ბათუმისა და თბილისის დინამოებს შორის. მასპინძლებს ჩვენი გუნდის მსგავსად 9 ქულა ჰქონდათ მოგროვებული და შესაბამისად გამარჯვებულს შესანიშნავი შანსი ეძლეოდა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე აღზევებულიყო. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, ერთადერთი გოლი კი 90-ე წუთზე გავიდა, ჩაკვეტაძის წამოწყებული კომბინაცია ლობჟანიძემ გააგრძელა და მიქელთაძეს, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაატანინა. ზედიზედ სამი გამარჯვება ძლიერ გუნდებთან და დინამო მეორე ადგილზეა, ჩამორჩენა ლიდერ ლოკომოტივთან მხოლოდ ერთი ქულაა. მოახლოვდა ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში, რომელიც სტარტს 20 აპრილს აიღებს და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ასპარეზობაში მონაწილეობას საკმაოდ სახელოვანი და ძლიერი კლუბები მიიღებენ. თბილისს ეწვევიან პირველი გათამაშების ჩემპიონი ალკმაარი, მილანის ინტერი, გენტი, გაბალა, ტრაბზონსპორი, ზაგრებისა და კიევის დინამოები, მათ კონკურენციას დინამო თბილისი გაუწევს. შეჯიბრება 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება.

ეროვნული ლიგა ადგ.

კლუბი

1. ლოკომოტივი 6

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში აიღებს სტარტს, ხოლო ნახევარფინალებსა და ფინალს დინამო არენა უმასპინძლებს. მოდი თამაშებზე, ნახე ევროპული ფეხბურთის მომავალი და უგულშემატკივრე დინამოს ახალ თაობას !

SHUKURA KOBULETI

±

+11

13

2. დინამო თბ

6

+3

12

3. ჩიხურა

6

+2

10

4. ტორპედო

6

+2

9

5. დინამო ბთ

6

+1

9

6. საბურთალო

6

-2

9

7. კოლხეთი 1913 6

-2

7

8. სამტრედია

6

-3

7

9. დილა

6

-1

6

10. შუქურა

6

-11

2


გია გურული 1 3 7 8 11 16 17 27 77 98 99 30 2 9 15 18 25 10 5 6 33

აზამატ ჯიოევი გიორგი კალანდაძე ლევან კუტალია ჯეფინიუ ირაკლი კლიმიაშვილი ლევან საბაძე ალექსანდრე გურული ალეკსანდრ კლეცკოვი გიგა მამულაშვილი ჯაბა გოგიტიძე რომან ჩაჩუა ილია სტურუა დავით ცეცხლაძე გიორგი არქანია გიორგი ჭანუყვაძე ერეკლე მალაზონია ჭიაბერ ჭეჭელაშვილი გიორგი ჩელებაძე ბორის მახარაძე შერმადინ ართმელაძე ირაკლი ჭეჟია

დინამო - შუქურა: მატჩის პროგრამა  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you