Page 1


რუსთავი საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ლიგა 2 პირველ ადილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. მშობლიურ ქალაქში სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩაატარებს. ეროვნული ლიგა2-ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუსი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმერ გაზაევი დაინიშნა. კლუბში არაერთი ახალი ფეხბურთელიც მივიდა. რუსთავმა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქულ სიდეში გაიარა და ამხანაგური შეხვედრებიც ჩაატარა. ჩვენი მომავალი მეტოქე ერთნაირი ანგარიშით 0:2 დამარცხდა ბულგარულ ცარსკო სელოსთან და უნგრულ შიოფოკთან. ფრე 1:1 უზბეკურ ალმალიკთან. გამარჯვება 6:2 საფეხბურთო კლუბ სენეგალთან. 3:2 უკრაინულ კოლოსთან, 2:0 შვეიცარიულ ნატერსთან და 3:0 ყირგიზულ ალაისთან. დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში შეხვდნენ. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

რუსთავი


თურქული შეკრება და ახალწვეულები დინამო თბილისმა ახალი სეზონისთვის მზადება შუა იანვრიდან დაიწყო და 22 რიცხვში შეკრებაზე თურქულ სიდეში გაემგზავრა. იქ კახი კაჭარავას შეგირდებმა 4 ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს - დამარცხდნენ უკრაინულ ზორიასთან 0:3, იმარჯვეს პოლონური ექსტრაკლასას სანდეციასთან 2:1, უკრაინულ პოლტავის ვორსკლასთან 1:4 წააგეს და რუსეთის პრემიერლიგის არსენალი ტულას 1:0 მოუგეს. თბილისელები რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მეორე შეკრებაზე თურქულ ბელეკში გაემგზავრნენ. დინამომ ბელეკშიც 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა 1:0 მოუგო რუსულ ნეფტეხიმიკს, ფრედ 1:1 ითამაშა დინამომ სოლიგორსკის შახტიორთან (ბელარუსი) და გატანილი გოლების გარეშე დავცილდით ყარაგანდის შახტიორს (ყაზახეთი). ყაზახურ ორდაბასისთან პაექრობა დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. შეკრებაზე ახალგაზრდა დინამოელების გარდა კახი კაჭარავამ არაერთი ფეხბურთელი გამოცადა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ორ მათგანზე შეჩერდა. დინამოსთან კონტრაქტს ხელი 30 წლის მარჯვენა მცველმა - გუჯა რუხაიამ და 24 წლის უკრაინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა - დმიტრო ივანისენიამ მოაწერეს. შეკრებამდე დინამოს 23 წლის ფორვარდი - ბუდუ ზივზივაძე დაუბრუნდა, გუნდს ასევე შეუერთდნენ 28 წლის შემტევი ნახევარმცველი - გიორგი ივანიშვილი და 20 წლის გოლკიპერი - ოთო გოშაძე.

ვიტალი დარასელიას თასი 2018 24- დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში აზ ალკმაარსა და დინამო კიევს შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისისა და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ- ს აკადემია, ესპანიოლი (ესპანეთი), ჯენოა (იტალია), ვიტესი (ჰოლანდია), მოსკოვის სპარტაკი (რუსეთი) და დინამო მინსკი (ბელარუსი) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს.

FC RUSTAVI


ვლადიმერ გაზაევი

1. ოთო გოშაძე 13. დემეტრე ბულისკერია 2. გუჯა რუხაია 3. ლაშა თოთაძე 5. დავით კობოური 19. ლევან ხარაბაძე 16. გიორგი თევზაძე 6. ბაქარ ქარდავა 8. გიორგი კუცია 10. ოთარ კიტეიშვილი 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე 18. დმიტრო ივანისენია 21. გიორგი ივანიშვილი 22. ბექა დარცმელია 32. ნიკა ნინუა 9. ბუდუ ზივზივაძე 17. მიხეილ ერგემლიძე

ნუკრი რევიშვილი კოკა სეფიაშვილი ლევან გეგეჭკორი დავით კვირკველია მამუკა კობახიძე ტარას ცარიკაევი დათა სიჭინავა გიორგი პაპავა მათე კვირკვია ირაკლი კლიმიაშვილი თემურ ჩოგაძე პაპუნა ფონიავა გეორგი გაბულოვი გიორგი კილასონია ბექა მიქელთაძე ზაზა ციცქიშვილი ოთარ მარცვალაძე რევაზ ბარაბაძე

დინამო - რუსთავი: მატჩის პროგრამა  
დინამო - რუსთავი: მატჩის პროგრამა  
Advertisement