a product message image
{' '} {' '}
Limited time offer
SAVE % on your upgrade

Page 1


ჩვენი მეტოქე

ლოკომოტივი თბილისი საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს ფოტო: საბურთალოს სოც. ქსელი 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი. ა/წ აპრილის თვიდან მოყოლებული ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი ლევან კორრალიძე მუშაობს. მისი გუნდი 30 ტურის შემდეგ დაგროვილი 40 ქულით მე- 4 ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 54 მატჩიდან 31- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 10 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 90/35 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ფოტო: საბურთალოს სოც. ქსელი ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6:0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლოს თბილისური დერბი 4 აგვისტოს გაიმართა, დინამომ კი 6:0 იმარჯვე, ამაზე ოდნავ ზევით წაიკითხავდით.

ლოკომოტივი თბილისი


ფრე წვიმიან ბათუმში ბათუმში ანგისას ბაზაზე ეროვნული პირველობის 30- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე ძლიერი წვიმა წამოვიდა, რომელიც შეიძლება ითქვას თამაშის ბოლომდე არ შეწყვეტილა, რასაც პირველ ტაიმში ძლიერი ქარი დაემატა. ამ ყველაფერმა სათამაშო მოედნის მდგომარეობაზე გავლენა იქონია და ფეხბურთელებს ურთულეს პირობებში უხდებოდათ გადაადგილება და ბურთის დამუშავება. შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გასაგები მიზეზების გამო არ ყოფილა, ტერიტორიული უპირატესობა კი მასპინძლების მხარეს იყო. ბათუმელებმა ანგარიში 56- ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. ზუსტად ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა პენალტი. საპასუხო გოლი კი 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან მჭედლიძემ გაიტანა, მან დასწრებაზე ოლექსანდრ კაპლიენკოს გადაცემა შეირგო და ზუსტად გაისროლა. ეს გოლი ლევან მჭედლიძესთვის დინამოს ფორმით სადებიუტო გამოდგა, მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

პუმა დინამოს ტექნიკურ პარტნიორად

დინამო არენას მედია დარბაზში ჩვენი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს დინამოს ახალი ტექნიკური პარტნიორი გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - პუმა წარუდგინა. პრესკონფერენციას პუმას მხრიდან სპორტული ხაზის ობერ შეფი - ალექსანდერ ლოები და რეგიონული მენეჯერი - ფლორის ფროიდენტალი ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს ახალი ფორმის ხაზი ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამაც წარუდგინეს. ახალი ტექნიკური პარტნიორი მომავალი სეზონიდან სამი წლის მანძილზე შემოსავს დინამოს და აკადემიაში არსებულ ასაკობრივ გუნდებს. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება დინამოს ოფიციალურ საკლუბო მაღაზიებში. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისთვის სასარგებლო და ხელსაყრელია.

ესპანეთის დროებითი რწმუნებულის ვიზიტი დინამოს საწვრთნელ ბაზაზე

დღეს დინამოს სამწვრთნელ ბაზას ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული ჩვენს ქვეყანაში - ხორხე ლუსინი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა. დიპლომატებმა ფელის ვისენტე, ჩისკო მუნიოსი და ფეხბურთელები მოინახულეს, გუნდი მოახლოებული თამაშების წინ გაამხნევეს და საჩემპიონო მარათონში წარმატება უსურვეს. ჩისკომ ხორხე ლუსინის სამახსოვროდ მისთვის დამზადებული დინამო თბილისის ფორმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ჩვენს გუნდს ესპანეთის სამეფოს ელჩი თურქეთსა და საქართველოში - ხუან გონსალეს ბარბაც სტუმრობდა.

დინამო ატეიტის თასის მფლობელია დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. თბილისელებმა ფინალურ შეხვედრაში ვილნიუსის ჟალგირისი 1:0 დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლები გოლგაუშვებლად მოიპოვეს. ფინალური შეხვედრის ბედი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა, საბა ხარებაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გადაწყდა. ზურა ელიავას გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა. დინამომ ნახევარფინალში დორტმუნდის ბორუსიას 1:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში ანტალიასფორს 5:0 მოუგეს. ჯგუფში თბილისელებმა ლიეტუვური ტფა-ბლუ 4:0 დაამარცხეს, მინსკის დინამოს 2:0 მოუგეს, სანკტ-პეტერბურგის ენჯელბოლს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და იმავე ანგარიშით 1. დინამო ბთ 30 26 უჟგოროდის ჩაიკა დაჯაბნეს. დინამოელებმა ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოთი 2. დინამო თბ 30 34 უპრეცედენტოდ თბილისელთა ორივე მეკარე დაჯილდოვდა. პრიზები გიორგი ბაშარულმა და ირაკლი ერიაშვილმა მიიღეს. გათამაშების 3. საბურთალო 30 23 საუკეთესო ნახევარმცველი კი ანდრია ბართიშვილი გახდა. ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: 4. ლოკომოტივი 30 -6 ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე 5. ტორპედო 30 3 შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა 6. დილა 30 -4 ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა 7. ჩიხურა 30 1 შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა 8. რუსთავი 30 -13 კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, 9. სიონი 30 -37 შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე 10. ვიტ ჯორჯია 30 -27 და ცოტნე ხარებავა.

ეროვნული ლიგა

ლოკომოტივი თბილისი

62 62 57 40 40 37 35 34 31 18


ფელის ვისენტე

ლევან კორღალიძე

1. ხოსე პერალესი 12. სერგეი ლიტოვჩენკო 2. გუჯა რუხაია 3. ვიქტორ მონხილი 5. დავით კობოური 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუხიანიძე 9. კვამე კარიკარი 10. ლევან მჭედლიძე 11. აკაკი შულაია 14. არფან დაფე 15. გიორგი პაპავა 19. ლევან კუტალია 24. ნოდარ იაშვილი 29. ოლექსანდრ კაპლიენკო 32. ნიკა ნინუა 35. მიხაილო შიშკა 36. მათე კვირკვია

1. ლუკა შეროზია 13. დემეტრე ბულისკერია 3. ალექსანდრე გურეშიძე 4. ნიკა ჭანტურია 6. დავით სამურკასოვი 7. თეიმურაზ შონია 8. ლაშა გვალია 10. ლუკა კიკაბიძე 11. დათო კირკიტაძე 14. დავით ჯიქია 15. ირაკლი კომახიძე 17. რევაზ ინჯგია 19. შოთა შეყილაძე 20. ირაკლი სიხარულიძე 21. თორნიკე ძებნიაური 22. თორნიკე კირკიტაძე 30. ბიძინა მახარობლიძე 40. დავით უბილავა

Profile for FC Dinamo Tbilisi

დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა  

დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა  

Advertisement