Page 1

CCMMYYKK

(59) №1 №3 (39)

25იანვარი, აპრილი,

2011 2013 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ. სა ქარ თვე ლოს გვ. პრე 2 ზი დენ ტი

დუშეთის

ბიძინა ივანიშვილი: „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ

საკრებულოში მ ე წ ა რ მ ე ო ბ ი სსაქართველოს ა მ ე რ ი კ უ ლ დასავლური ორიენტაცია – ევროკავშირსა ხელმძღვანელობა ინ სტი ტუტ ში (AEI) გამართულ და ნატოში ინტეგრაცია - არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანისიტყვით და ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს არჩევანი არ ეკუთშეიცვალა კონ ფე რენ ცი აზე 2 ვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს,  გვ. ეს გა მო ვი და გვ. 3  არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა”.

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ინიციატივა

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში დეპუტატის 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის პრემიერ–მინისტრის განვითარების სოფელს საჯარო სამართლის განცხადება ადგილობრივი  გვ. 2 აუცილებლობაზე იურიდიული ისაუბრა თვითმმართველობის პირის სტატუსი ექნება ორგანოებში განვითარებულ გვ. 2  გვ. 2 საარჩევნო

ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტიდან.

მოვლენებთან დაკავშირებით

გვ. 2 რა იგეგმება გარემოს მოსწავლეები  გვ. 2 სახელმძღვანელოებს კულტურის სფეროში? გასაუმჯობესებლად „საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის. ადგილობრივ დონეებზე დაფიქსირებული შემთხვევები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მხრიდან მართული. მთავრობას დღემდე ამოძრავებს სურვილი, არ ჩაერიოს თვითმმართველობების საქმიანობაში და რაიმე ფორმით არ შელახოს მათი დამოუკიდებლობა”.

უფასოდ მიიღებენ

გვ. 2

დ უ შ ე თ ი ს 2 0 1 1 სამინისტრო წ ლ ი ს შ ო ბ ა დ„დუშეთის ობის მატების ტენდენცია ბიუჯეტი დამტკიცებულია მაცნის” შენარჩუნებულია მიერ დაყენებულ იურიდიულ თემაზე მინისტრმა ფასანაურის საჯარო სკოლას კომპისახელმწიფო უტერები გადასცა გვ. 3 ხელისუფლება

გვ. 7

ტრაგიკულად დაღუპული თეონა

სააღდგომოქუმსიაშვილი სამზადისი 8 გვ. 6

გვ. 4

 გვ. 8 საკითხს გამოეხმაურა

ჩვენ გვწერენ სულიერება

გვ. 4

ბრავო, “ქალილო”...

ნინოობა

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

ხსენება წმიდა

გაიხსენეს

3

“უფალო, ნუ

ნინო ქართველთ განმანათლებლისა

გულისწყრომითა

და მოციქულთა სწორისა

გვ. 5 შენითა

გუდაურმა ხევსურულ მამხილებ მე...” საღამოს უმასპინძლაგვ. 6 

გვ. 6


2

დუშეთის მაცნე

25 აპრილი, 2013 წ.

ქრონიკა საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემას მოჰყვა გარკვეული პროცესების გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. საქართველოს უახლეს ისტორიაში დამკვიდრებულმა მმართველობის სტილმა და ფორმებმა საზოგადოების თვალში სრულიად წაშალა ზღვარი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. საზოგადოება წლების განმავლობაში იყო მომსწრე იმისა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებდა ხელისუფლების ყველა დონეზე და დღემდე უჭირს ახალი რეალობის აღქმა, როდესაც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის გადაწყვეტილების მიმღები. სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის ცვლილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია პოლიტიკური ძალების შეცვლა. ამასთან, საქართველოში დამკვიდრდა სამწუხარო ტრადიცია იმისა, რომ ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკურ კუთვნილებას იცვლიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა.  სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა. საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის.  ადგილობრივ დონეებზე დაფიქსირებული შემთხვევები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მხრიდან მართული. მთავრობას დღემდე ამოძრავებს სურვილი, არ ჩაერიოს თვითმმართველობების საქმიანობაში და რაიმე ფორმით არ შელახოს მათი დამოუკიდებლობა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც რეალური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების რეალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.  ამავე დროს, ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, მოვალეობაა არ დავუშვათ ქაოსი და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ კანონდარღვევის ფაქტებზე. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. ახალი კადრების მოძიება კი უნდა მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, სათანადო წესით ჩატარებული კონკურსების მეშვეობით. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება.

ბიძინა ივანიშვილი თბილისი, 15. 04. 2013.

დეპუტატის ინიციატივა

სოფელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება

კანონპროექტი „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ” პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის - ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ყველა სოფელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსი მიენიჭება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სოფელი ყალიბდება, როგორც ტერიტორიულ საფუძველზე შექმნილი, ადმინისტრაციული საზღვრების იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება უფლება, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, ფლობდეს ქონებას, დადოს გარიგებები, მიიღოს შემოსავლები, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მართვა, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის და ბიუჯეტის შედგენაში, თავად გადაწყვიტოს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად არასამეწარმეო და კერძო სამართლის იურიდიული პირები დააფუძნოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებად საერთო კრება, საერთო კრების წარმომადგენელთა საბჭო და საერთო კრების თავმჯდომარე განისაზღვრება. მას დამოუკიდებელი შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა ექნება და 2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე უვადო და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და წყალი. ამას გარდა, მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლებამოსილება საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ხელშეკრულებით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის მის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა. კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ენიჭება უფლება, გაერთიანდეს მის მუნიციპალიტეტში შემავალ სხვა საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულთან ან გაიყოს ორ ან მეტ საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულად, ერთობლივი საქმიანობის გახორციელების მიზნით ხელშეკრულება დადოს სხვა საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულთან.

მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2013–2014 სასწავლო წლისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს. თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100– 160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი – 200–320 ლარს. სამინისტროს ახალი ინიციატივით, 2013–2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდება.


25 აპრილი, 2013 წ.

3

დუშეთის მაცნე

ქრონიკა

სამინისტრო „დუშეთის მაცნის” მიერ დაყენებულ საკითხს გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციაში წერილი მოვიდა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ შეკითხვას ეხმაურება, რომელიც ჩვენ საქართველოს პრემიერ–მინისტრს დავუსვით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას. წერილში ნათქვამია: საქართველოს პრემიერ–მინისტრს 2013 წლის 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გაზეთ „დუშეთის მაცნის” ჟურნალისტმა შეკითხვები პედაგოგთა ხელფასებსა და მცირეკონტინგენტიან სკოლებთან დაკავშირებით დაუსვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხობს ამ შეკითხვებს და გაცნობებთ, რომ 2013 წელს მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%–60%–ით, ანუ 60–205 ლარით გაიზარდა. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, 50 მლნ ლარით გაიზარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში: • სრულ განაკვეთზე მასწავლებ-

• •

• •

• •

ლის საბაზო ხელფასი 245 ლარიდან 305 ლარამდე გაიზარდა; ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს; სრულ განაკვეთზე (18 საათი) პედაგოგის ხელფასი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, შეიძლება 449 ლარს შეადგენდეს; კლასკომპლექტით სწავლების დანამატი 24,5–დან 30,5 ლარამდე გაიზარდა; იმ მასწავლებლის დანამატი, ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის 24,5–დან 30,5 ლარამდე გაიზარდა; კლასის დამრიგებლობის დანამატი 62,48–დან 76,25 ლარამდე გაიზარდა; 19–დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე კვირაში ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარის ოდენობის დანამატი ეძლევა (ანუ კვირაში 19 საათის ჩატარებისას დანამატის ოდენობაა 20 ლარი, 25 საათის ჩატარებისას კი – 140 ლარი); ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგთა ხელფასი (დანამატების გარეშე) 26–

60%–ით გაიზარდა, რაც თანხობრივად 60–205 ლარს შეადგენს და რიგ შემთხვევებში 554 ლარით განისაზღვრება, ხოლო თუ პედაგოგი, ამავდროულად, კლასის დამრიგებელია მისი ანაზღაურება 626 ლარს შეადგენს და ა. შ. სერტიფიცირების შემთხვევაში, აღნიშნულ ხელფასს სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი 75 ან 125 ლარი ემატება. გაზრდილ ხელფასს იღებს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, სამინისტროს პოლიტიკაა მთიან რეგიონებში მათი მაქსიმალურად შენარჩუნება. გასულ

მინისტრმა ფასანაურის საჯარო სკოლას კომპიუტერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლა მოინახულა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. მინისტრი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა და მათ მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე, დაინტერესდა სკოლის მდგომარეობით და არსებული პრობლემებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე ათეული კომპიუტერი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასცა. აღნიშნული კომპიუტერები, ფასანაურის საჯარო სკოლის მსგავსად, რეგიონების  იმ საჯარო სკოლებს დაურიგდებათ, სადაც ამის  ყველაზე მეტი საჭიროებაა.  ფასანაურის საჯარო სკოლაში 174 მოსწავლეა,

აქედან 71 მოსწავლე მეზობელი სოფლებიდან დადის სკოლაში და მათ 2013 წლის მარტიდან სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, აქამდე ამ მოზარდებს დღეში 18-28 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებოდათ. სამინისტრომ გასულ წლებში სკოლაში ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები განახორციელა, აღჭურვა ახალი ინვენტარით. სკოლის რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ზაფხულშიც გაგრძელდება. ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ორიენტირებულია ხარისხიან სწავლაზე, გასულ წელს 17 კურსდამთავრებულიდან 14 სტუდენტი გახდა 70%-50%-იანი დაფინანსებით. სკოლის კურდამთავრებულთა შორის ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.

წლებში ოპტიმიზირებულ სკოლებთან დაკავშირებით კი გაცნობებთ, რომ ახალხან დასრულდა ინფორმაციის მოკვლევა გატარებული ოპტიმიზაციის საჭიროებების შეფასების, ამ სკოლების მიმართ გატარებული ღონისძიებებისა და შედეგების შესახებ. სამინისტროში შექმნილია დეოპტიმიზაციის საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ყოველ სკოლას ინდივიდუალურ რეჟიმში, კომპლექსურ ჭრილში განიხილავს და ისე გადაწყვეტს დეოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პატივისცემით, ლევან ქებურია ადმინისტრაციის უფროსი

ტრადიციული რეწვის პოპულარიზაციისათვის 12–14 აპრილს ქ. თბილისში, „ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში გაიმართა ტურიზმის მე–15 საერთაშორისო და კავკასიის ბიზნეს–ტურიზმის მე–2 გამოფენა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონაწილეებთან ერთად, გამოფენაში მცხეთა–მთიანეთის რეგიონიც იყო წარმოდგენილი. დუშეთიდან მონაწილეობას იღებდა გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახური და გამგეობასთან არსებული დუშეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. გამოფენას ჩვენი რაიონი ტურისტული რუკებითა და გზამკვლევებით, აგრეთვე სუვენირებითა და სხვადასხვა ხელნაკეთობის ნიმუშებით სტუმრობდა. ტრადიციული რეწვის ნიმუშებმა (ავტორები: სოფო მეზვრიშვილი, ნინო მეზვრიშვილი, ია ლაგაზაშვილი, ნინო კახურაშვილი) გამორჩეული მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო ხევსურული ლუდის დაგემოვნება. ტურიზმის სამსახურს მონაწილის სერთიფიკატი გადაეცა.


4

დუშეთის მაცნე

25 აპრილი, 2013 წ.

ქრონიკა

ბრავო, “ქალილო”...

ჩვენ გვწერენ

ბრძენი კონსტანტინე ბრძანებდა – „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს და თუ ყველაფერი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, ისე არაფერი გამოგივა ხელიდანო”. ლამაზად ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მის სიმართლეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 18 აპრილს დუშეთის კულტურის სახლში გამართულ ანსამბლ „ქალილოს” ალბომის – „პირიმზეს” პრეზენტაციაზე. მასწავლებლობაც ხომ ხელოვნებადაა აღიარებული და, ალბათ, რამდენი „გულის სისხლის” გაღება მართებდა ამ ანსამბლის ხელმძღვანელს – ბატონ დავით ქავთარაძეს, იმისათვის, რომ „ქალილო” ასე წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე.

მინდა ყველა გულით დუშელს მივულოცო ჩვენს ქალაქში ასეთი ანსამბლის არსებობა და როგორც ერთმა რიგითმა დუშელმა მადლობა გადავუხადო მის დამფუძნებლებს, მესვეურებს, მეგზურებს, სულის ჩამდგმელებს, შემსრულებლებს, ყველას, ვინც იცის ხელოვნების ფასი, ვინც ზრუნავს სიცოცხლის სიხარულის, აღმაფრენის წუთები განაცდევინოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, ვისაც სწამს, რომ მუსიკა, სიმღერა უშრეტი წყაროა ყოვლისშემძლე სიცოცხლისა. სცენაზე იდგნენ სხვადასხვა ასაკის მშვენიერი ქალბატონები, რომელთაც თავიანთი სიმღერით ადვილად შეძლეს დაეპყროთ ჩვენი გულები, ესთეტი-

კური სიამოვნება მიენიჭებინათ დამსწრე საზოგადოებისათვის და ეგრძნობინებინათ მუსიკის მრავალფეროვანი მშვენიერება. ყოველი სიმღერის დასრულებისას დარბაზში არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ისმოდა – „ბრავო”. პირადად მე ამ დღეს მთელი გულით შემიყვარდა ანსამბლის უკლებლივ ყველა წევრი, მინდოდა მოვხვეოდი თითოეულს, რადგან მწამს, რომ საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ წმინდა და სასარგებლოა. ანსამბლის ხელმძღვანელი კი ნამდვილი მაგალითია მუსიკის და ადამიანის ჰარმონიული ერთიანობისა. მისთვის ხომ, ვაჟკაცურ შემართებასთან ერთად, მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის უნარი მიუნიჭებია დედა–ბუნებას. ბატონმა დავითმა და „ქალილოს” ყველა წევრმა ამ საღამოს, მრავალთა და მრავალთა გასახარად, თვით სული გასცეს, არაჩვეულებრივად ფაქიზი სული, რომლის ნათელი ნამდვილად იფრქვეოდა სცენიდან. საქმე, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში, ბატონო დავით, და საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ძვირფასო ქალბატონებო, მერწმუნეთ, დიდი და მშვენიერია და, ვინძლო, არ უღალატოთ, არაფრის გამო არ მიატოვოთ, პირიქით, იმრავლეთ და აგუგუნეთ მუსიკის ზარები, წმინდა საქმის მოზიარენო. ბრავო, „ქალილო”.

მარიკა ოთარაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი

„ვნახოთ, როგორ დაგვეხმარებიან...” 14 მარტს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის საშუალებებთან შეხვედრა გამართა. იქ მთელ რიგ კითხვებს იმედის მომცემი პასუხი გაეცა. სურვილი მქონდა, რომ ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორც არის დუშეთის რაიონში გაზიფიკაციის აღდგენის საკითხი, ივანიშვილს კომენტარი გაეკეთებინა. არადა, კარგად გვახსოვს, რაიონი გაზიფიცირებული იყო. ამ რამდენიმე წლის წინ მთელ მოსახლეობას დაულუქეს და ჩაუჭრეს მილგაყვანილობები. დღეს რომ ვუყურებ, რა მდგომარეობაშია თითოეული ოჯახი, აღდგენისათვის 400–500 ლარია საჭირო, გაჭირვებულ მოსახლეობას ამხელა თანხის გადახდა უჭირს. მაგალითისთვის: დავასახელოთ საავადმყოფოდან ხევის მიმართულებით შ. არაგვისპირელის ქუჩა. ხევის გაღმა ვაკე მიწის ფართობი იყო, რომელიც ქალაქის გაფართოების ფონდით გახლდათ ცნობილი (ხატის მიწები), ეს ტერიტორია ქუჩებით დაყოფილია გზებად, მოსახლეობას დარიგებული აქვთ სასახლკარე ნაკვეთებად (600 კვ. მეტრი). აღნიშნული შ. არაგვისპირელის ქუჩა უერ-

თდება ქუჩით ინტერნატს. ხევის გადაკვეთის ადგილას ხიდის მშენებლობის პროექტი იყო. პროექტი შეიმუშავა მაშინდელმა ქალაქის საბჭომ (საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა კარიაული დეინი). ეს ადგილი გამოყენებულია ხალხის საკეთილდღეოდ. ამ გზით დადიან ბავშვები სკოლაში, ავადმყოფები საავადმყოფოში, აფთიაქებში, საბავშო ბაღში, მაღაზიებში და სხვა. სამასზე მეტმა ოჯახმა მიმართა დუშეთის ყოფილ გამგებლებს. შეგვპირდნენ, რომ უნდა გაკეთებულიყო ხევის წყლის კალაპოტი და მაშინ აშენდებოდა ხიდიც. შარშან, გარემონტებული საავადმყოფოს გახსნასთან დაკაშვირებით ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას ამის შესახებ ველაპარაკე მე თვითონ და შეგვპირდა, რომ შეისწავლიდა და დაგვეხმარებოდა. დღეს ახალი მთავრობაა, ვნახოთ, როგორ დაგვეხმარებიან. ჩვენ მთელი იმედით ვართ. ვლადიმერ თინიკაშვილი ქ. დუშეთის მცხოვრები, პენსიონერი

ტურიზმის სამსახურის ინფორმაციით

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ 2012 წელს შესრულებული სამუშაოები ასე გამოიყურება: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურმა მოიძია საერთაშორისო პოლონური პარტნიორი ორგანიზაცია PTTK, რომელთან ერთადაც გაკეთდა „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი ტურიზმის სფეროში”, რომელიც დაფინანსებულ იქნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტი განხორციელდა ფშავ-ხევსურეთში, რომლის ფარგლებშიც: • დაიბეჭდა 3500 ცალი ფშავ-ხევსურეთის ტურისტული რუკა პოლონურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. • დაიბეჭდა 3000 ცალი ფშავ-ხევსურეთის ტურისტული გზამკვლევი პოლონურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. • დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო დაფები ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე. • გაკეთდა ფშავ-ხევსურეთში 300კმ. სიგრძის ტურისტული ბილიკების მარკირება. • ტურისტულ ბილიკებზე დამონტაჟდა 100 ცალი ტურისტული მანიშნებელი. • გაიხსნა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. • ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივ მოსახლეობასთან თემაზე, თუ როგორ მართონ საოჯახო სასტუმროები. • შეიქმნა ტურისტული ვებ-გვერდი ფშავ-ხევსურეთის შესახებ. • შეირჩა 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში ჩატარებულ ტრენინგებში მთაში ტურიზმის განვითარების შესახებ. • დუშეთის ტურიზმის სამსახურის მიერ გაკეთდა პროექტი და შემუშავდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია ფშავ-ხევსურეთში, რომელიც დაფინანსდება USAID-ის მიერ 2013 წელს.

2013 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები სამსახური მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს შემდეგი ღონისძიებების განხორცილებას: • დუშეთის რაიონის ტურისტული რუკის დასრულება და მასზე ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული ინფორმაციების დატანა. • ახალ პროექტებზე მუშაობა და შეთავაზება დონორი ორგანიზაციებისათვის. • ტურისტულ ფირმებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა. საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურიზმის სამსახურებთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა. • ტურისტების მიმოსვლის შესახებ სტატისტიკის შექმნა. • ჟურნალისტებთან ერთად info tour-ის მოწყობა დუშეთის მუნიციპალიტეტში. • საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა: სოციალურად დაუცველი ბავშვების ექსკურსიებზე წაყვანა ღირსშესანიშნავ თარიღებზე. • საინფორმაციო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება.


25 აპრილი, 2013 წ.

5

დუშეთის მაცნე

ნორმატიული აქტი ვებგვერდი 05/04/2013 სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016116

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10 28 მარტი, 2013 წელი. ქ. დუშეთი ,,დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე– 20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1. ,,დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ.21/12/2012. ს/კ210020020.35.152.016101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: დადგენილების მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრით თვეში.” დადგენილების მე–3 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი’’. მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი

„დუშეთის მაცნე” ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი

მკითხველს საშუალება ეძლევა, გაზე-

თის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.dusheti.org.ge


6

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

25 აპრილი, 2013 წ.

მიტროპოლიტი ზოსიმე

“უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე...” უ

„ ფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე” – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნში. აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთმგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადაგან ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსაჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი. ჰოი, მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ, შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე. ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი – სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე – ვარცხვინე, ბაგენი ჩემნი, შენ რომ განსწმინდე, უკეთურებით შევაგინე. თვალნი ჩემნი, ღვთიური ნათლით რომ განმინათლე, ცოდვით დავაბნელე. ვიცი, უფალო, და არ უარვყოფ, რომ მომიწევს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა და მხილება. ვიცი, უფალო, რომ მას ვერსად გავექცევი, რადგან სინდისს საკუთარს ვერ დავემალები. ამიტომ, ვიდრე დაჰკრავდეს განკითხვის ჟამი, ვიდრე ზეციური ანგელოზის ხმა აუწყებდეს ქვეყნის მკვიდრთ უზენაესი მსაჯულის ქვეყნად მობრძანებას, მუხლმოდრეკით გევედრებით, უფალო, ნუ გულისწყრომით მამხილებ მე. მოწყალეო უფალო! შენ ჭეშმარიტად უწყი ყოველი ჩემი ცოდვა დაფარული. შენ იცი ბოროტი ზრახვანი ჩემი, უწყი შინაგანი ვნებანი და მდაბალი გრძნობანი ჩემი – სულისა და სხეულის დამაბნელებელნი და წარმწყმედელნი. ნუ მამხილებ და ნუ მარცხვენ, უფალო, ანგელოზთა და კაცთა წინაშე, ნუ გამხდი იმათ საკიცხველსა და საყვედრელს. ნუ, სახიერო, გულისწყრომით ნუ მამხილებ. მე ქვეყანის მკვიდრთა მხილებაც მაშინებს და ყველას დამ-

პატარებისათვის

„ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე, უფალო, კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული”.

ბადებლის რისხვას როგორ მოვერევი? ვიცი, უფალო, რამეთუ ღირსი ვარ ტანჯვისა და გვემის, მაგრამ მაინც გთხოვ, რისხვით ნუ მსწავლი. ვიცი, უფალო, რომ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათვის და სამოთხე მიანიჭე. მეძავი შეგივრდა მთელი გულით და მიტევება მიმადლე. მეზვერე მიხვდა თავის ცოდვებს, შეინანა და ცოდვათაგან განათავისუფლე. მე არა ვარ იმათი მსგავსი, არც ცრემლი მაქვს მხურვალე და არც სინანული გულწრფელი, არც სიგლახაკე და არც მოწყალება და სიყვარული. რა ვქნა, როგორ გავკადნიერდე და ვითხოვო შენგან მოტევება აურაცხელი? რამდენგზის აღგითქვი, უფალო, სინანული და ვერ შევასრულე, რამდენჯერ შეგივრდი შენს წმიდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისაკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ლოცვა ჩემი და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. ბევრჯერ მაპატიე ცოდვები მომაკვდინებელი, მე კი კვლავ განგარისხე მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი. ბევრჯერ მომიწოდე სინანულად და მე არ მოვიქეცი. რამდენჯერ დავეცი

სამასი თავდადებული არაგველი

ორასი წლის წინ ქართლ–კახეთში მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მას მოსთხოვა, იგი მეფეთა მეფედ ეღიარებინა და ხარკიც გადაეხადა. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხო-

ლოდ მცირეოდენი ლაშქრის მოგროვება შეძლო, სპარსელნი კი თითქმის ოცჯერ მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც სამასი ფშავ–ხევსურისა და არაგვისპირელი გლეხისაგან შედგებოდა. ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, „თუ ბედმა გვიღალატა და მტრის ძალა ვერ დავძლიეთ, შერცხვენილი იყოს, ვინც ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო. ჩვენმა რაზმელებმა ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურად შეასრულეს. როცა აუარებელმა სპარსელებმა სძლიეს ქართველთა მცირერიცხოვან ჯარს, არცერთმა ამ რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილს, ყველანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და თავის გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია. ეს ყოველივე კრწანისის ველზე მოხდა.

ცოდვით დამძიმებული, შენ კი, სახიერი და ნუგეშინისმცემელი, მაყენებდი დაცემულს და მეუბნებოდი: აღსდექ, ძეო ჩემო, და მოიქეც ჩემკენ, მომეახლე, რომ ჩემ მიერ დაბადებული აღგამაღლო ბოროტისაგან ძლეული. ამიტომ, სახიერო, რადგან მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარება, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით და ნუ მსწავლი რისხვით, არამედ ისევ და ისევ სულგრძელ მექმენ მე. ნუ გამიყვან ამ წუთისოფლიდან მოუნანიებელს, ნუ მომკვეთ, უფალო, როგორც უნაყოფო ხეს, არამედ მომანიჭე სინანული გულწრფელი და ცრემლი ცოდვათა განმბანელი. ნუ გამიყვან ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელით, ნუ განმაშორებ შესაძლებლობას, კეთილ საქმეთა შესრულების. ისევ სულგრძელება გამოიჩინე ღმერთო ჩემზე და წყალობით შემიწყალე მე მდაბალი და სუსტი, ზევით ახედვასაც რომ ვერა ვბედავ ბოროტებით დამძიმებული. ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი. ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე, უფალო, კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული. ჩემი ძვალნიც კი შერყეულ და გამოფიტულ არიან და ზეაღდგომა მიჭირს. ვეღარც მკურნალის მოძიების თავი მაქვს, მტერსაც ვეღარ ვუმკლავდები. შენ თუ ამიყვან ხელში, მიპატრონებ და მომეფერები. მოიხსენე, უფალო, რომ შენს წინაშე ვერ გამართლდება ძე ხორციელი, თუნდაც ერთი დღე ჰქონდეს ქვეყნად გატარებული. მოიხსენე, უფალო, რომ ანგელოზთა გუნდნიც არარანი არიან შენი სიწმიდის წინაშე. ამისათვის გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, უღირსი მონა და მსახური შენი, რადგან თუ მართალ და წმიდა ადამიანს შეიწყნარებ, არ არის საქმე დიდი, არამედ ჩემისთანა სუსტსა და მდაბალზე აჩვენე სიმრავლე შენი წყალობის. მკურნალი ხომ მაშინ იქება, როცა სასიკვდილოდ განწირულს განკურნებს. მეფე იდიდება, რომელიც სიკდვილის თანამდებს შეუნდობს და სახიერი და ყოვლად კეთილიც იგია, რომელიც შეცოდებულს მიტევებას მიანიჭებს. შენ იცი, უფალო, უძლურება ჩვენი ბუნების, რადგან დამბადებელი ხარ ჩვენი. ამიტომ მაცხოვნე შენი წყალობით. ნუ სძლევს, უფალო, ბოროტება სახიერებას შენსას. მაცხოვნე ისე, როგორც აცხოვნე მრავალი შენ მიერ დაბადებული.

პრეზენტაცია წიგნისა – „ნაწილიანი”

20 მარტს ქ. დუშეთის კულტურის სახლში მოეწყო ნინო ზედელაშვილის წიგნის – „ნაწილიანის” პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება ცნობილი მწერლისა და კინორეჟისორის – გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ავტორი და ბაბუა ალუდაური. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ წიგნი შეეძინათ.


25 აპრილი, 2013 წ.

7

დუშეთის მაცნე

მოგონებები ვაჟაზე...

პოეტური შემოქმედების წუთები

როცა ლუკას წერის განწყობილება მოუვიდოდა, მიატოვებდა სამუშაოს და ბრუნდებოდა შინ. ერთხელ მე და ლუკა ყანასა ვმკიდით სულა– კურდღელაურთ მამულში. იმ ხანებში რომელიღაც პოემაზე მუშაობდა (რომელზე, კარგად არ მახსოვს). ყანა ძალზე გადამწიფებული იყო. ორთავენი სამკალში ვიყავით. შუადღე გადასული იყო. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა – ყანა უნდა მოგვემკო სასწრაფოდ. ლუკას უცბად რაღაც აზრი მოუვიდა, ნამგალსათითეები ძირს დადო და აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა თავქვე, შინისაკენ. მივაძახე: კაცო, სად მიდიხარ? ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო. მაშინვე მივხვდი, რომ საწერად მიდიოდა. დამტოვა მარტოკა ყანაში: მომკალიც, მკონავიც

სპორტი

და ძნის ამგებელიც. სამივე საქმე უნდა შემესრულებინა მარტოკა. მეც ხომ ვერ მივატოვებდი ყანას. ბალღები საქონელთან იყვნენ: ზოგი – ინდაურებში და ზოგიც – ხბორებთან და ცხვრებთან. მარტოკა ვმკე იმ დღეს ყანა. საღამოთი ავკონე, ავაგე წერებად, დაბინდებისას, ხურჯინ–საგზლით, წყლის ჭურჭლით, ჩემი და ვაჟას ნამგალ– სათითებით შინ ჩამოვედი. საქონელი მოერეკათ და შეეყარათ ბაკში, რომელიც ახლოს, ხევს გაღმა, იფნისქვეშ გვქონდა შემოღობილი. ლუკა მაგიდას მისჯდომოდა, რაღაცას წერდა. ჩემსკენ არ მოუხედავს, თითქოს ვერც კი იგრძნო ჩემი მისვლა.

მოსწავლეთა შედეგები ჭადრაკში

27 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. პირველობაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გოგონებს შორის: I ადგილი – ქარაული მარიამ; II ადგილი – ავლახაშვილი მარიამ; III ადგილი – მამნიაშვილი მარიამ. ვაჟებს შორის: I – ადგილი – ბოდაველი ნიკა; II – ადგილი – ავლახაშვილი უჩა; III – ადგილი – ავლახაშვილი ტარიელ. გამარჯვებულებს გამგეობის მიერ გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და წიგნები.

ავიღე ტაგნები ფურების დასაწველად და, როცა გამოვდიოდი, დამიძახა: ქალო, ხინკალი მინდა, ერთი, ხინკალი მოვხარშოთო! დაღლილი ვიყავი ძალიან და დამეზარა, მაგრამ სიტყვა არ შემიბრუნებია, რადგან ლუკას თქმა ჩემთვის კანონი იყო. გავედი ბაკში. ფურები დავწველე. გადმოვიტანე რძე, სარძევეში ჩავწურე და დაღამებულში შევუდექი ხინკლის კეთებას. შეშა არ გვქონდა. მოვიტანე, დავჭერი, ცეცხლი დავანთე, ხორცი დავკეპე და ცომის ზელვას შევუდექი. ძილი თავს მართმევდა, ძლივს ვახვევდი ხინკალს. როგორც იქნა მოვხარშე ხინკალი და შევუტანე ხონჩით. ლუკას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შევატყვე, ესიამოვნა. შემომხედა და მითხრა: ყოჩაღ, დედაკაცოო! ლუკა ცოტას ჭამდა, მხოლოდ მალ–მალე უყვარდა პურის ჭამა. ერთხელ, გუთანი დააყენა კვალში, ხარები არ გამოგვაშვებინა, წავიდა მაშინაც შინ – საწერად. მე და ბალღები ხარებს ვუდექით. შეწუხდნენ ხარები. უღლიდან იზიდებოდნენ. ვუდექით ხარებს და ვტრიალებდით ისევ კვალში. მკაცრი კაცი იყო ლუკა, დაჟინებით ვერაფერს გავუბედავდით. სანამ თვითონ არ გადმოვიდა გუთანთან (მაშინ სახლის ახლოს, გაღმა, ყორულში ვხნავდით), ჩვენ ვერ გავბედეთ დაძახება. ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა, ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ– შვილს რჩენა უნდა–მეთქი. როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ–შვილი მშიერ– ტიტველი გყავს, შინ არაფერი გაქვს, ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯაღბნი– მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო. ვ.რაზიკაშვილი, „მამაჩემი ვაჟა-ფშაველა”.

ღია პირველობა კარატეში 13 აპრილს გაიმართა 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა კარატეში. მონაწილეებმა საინტერესო ორთაბრძოლები უჩვენეს მაყურებელს. გამოირკვა საპრიზო ადგილებიც: დუშეთი–ჟინვალი – მწვრთნელი დავით მამნიაშვილი 5–I, 8–II, 17–III ადგილი. წეროვანი (ახალგორის მუნიციპალიტეტი), მწვრთნელი როსტომ გელაშვილი 7–I, 4–II, 7–III ადგილი. ძეგვი – მწვრთნელი თორნიკე რთველიაშვილი 5–I, 5–II, 4–III ადგილი. ბაზალეთი, ჩრდილელიანი, მჭადიჯვარი – მწვრთნელი გიორგი ბედოშვილი ერთი –I, 2–II, 10–III ადგილი. მცხეთა – მწვრთნელი გიორგი თაბაგარი 2–I, ერთი–II, 2–III ადგილი.


CMYK

8

25 აპრილი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

სააღდგომო სამზადისი წითელი კვერცხი სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღდგა”. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა:

მოთხრობა სევდით რევაზ ინანიშვილი

„ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. საერთოდ, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ... ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით. მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში. მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა. მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა. მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

ექვსი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­ სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ ლე­ბე­ბი და ნა­ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­ მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­ დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­­ბას. რედაქცია CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო

dushetis macne  

dushetis macne

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you