Issuu on Google+

CCMMYYKK

(57) №1 (39)

5 იანვარიიანვარი, – 5 თებერვალი,

2011 2013 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ.

დუშეთის დენ ტი პრემიერ- სა ქარ თვე ლოს გვ. პრე 2 ზი პატრიარქის საკრებულოში მინისტრმა მ ე წ ა რ მ ე ო ბ ი ს ა მ ე რ ი კ უ ლ ნაბიჯი ბიძინა ხელმძღვანელობა ინ სტი ტუტ ში (AEI) გამართულ საქართველოს გვ. 2 პატრიარქმა ბრძანა: ივანიშვილმა კონ ფე რენ ცი აზე სიტყვით “მინდა გადმოგცეთ დიდიშეიცვალა მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერმთავრობის  გვ. 2 მინისტრისგან. ის გააკეთებს გა მო ვი და გვ. 3  ყველაფერ აუცილებელს და 100 დღის შესაძლებელს, რათა დაალაგოს სამუშაო შეხვედრა მუშაობა ურთიერთობები ყველასთან”. გუბერნატორმა ცეზარ გვ.დუშეთის 3 შეაჯამა მუნიციპალიტეტის ჩოჩელმა რეგიონში საკრებულოსა და გამგეობაში დეპუტატის მიმართვა 2 საკრებულოს სოფლის მეურნეობის სხდომაზე

სიცოცხლის

განვითარების 3 ვაუჩერი საგაზაფხულო აუცილებლობაზე ისაუბრა გვ. 4

სამუშაოებისათვის

გვ. 2

გვ. 2

გადასარჩენად

საარჩევნო

მუნიციპალიტეტის რადუშეთის იგეგმება ამოქმედდება სოფლის მეურნეობის გარემოს  გვ. 2 საკრებულოს დადგენილება N3 სამინისტროს კულტურის გასაუმჯობესებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის სფეროში? ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ გვ. 5

დუშეთის 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 

გვ. 4

დუშეთის  გვ. 2 მუნიციპალიტეტის შ ო ბ ა დ ო ბ საინფორმაციო– ის მატების ტენდენცია საკონსულტაციო შენარჩუნებულია გვ.გვ.5 8სამსახური 

იურიდიულ თემაზე

ისევ ელექტრონული პირადობის 5 სულიერება ჩემისახელმწიფო ცხოვრების " მოწმობებთან დაფანტული ხელისუფლება დაკავშირებული ნინოობა ხსენება წმიდა პრობლემების გვ. 7 ფურცლები...”  შესახებ ნინო ქართველთ ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ცნობილი გაიხსენეს მსახიობის – იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს ეხება და რომტრაგიკულად ლის პრეზენტაციაც 13 იანვარს მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში გადაღუპული იმართა.

გვ. 4 თეონა

რჩევები

გვ. 6

8 ქუმსიაშვილი მეურნეებს

✠განმანათლებლისა სულიერება

და მოციქულთა სწორისა

ნიჭისა და ტალანტის  გვ. 5

გუდაურმა ხევსურულ სარგებლიანობაზე საღამოს უმასპინძლაგვ. 6 

გვ. 6


2

დუშეთის მაცნე

5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

ქრონიკა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის 100 დღის მუშაობა შეაჯამა იყო უპრეცენდენტო, ქართველი ხალხი კი მას არ ეგუებოდა”. პრემიერმა მთავრობის მიღწევების შესახებ სხვა კუთხითაც გაამახვილა ყურადღება: “ტრაბახით არ მინდა გამომივიდეს, რადგან არ მიყვარს, მაგრამ რამდენიმე მონაცემს გეტყვით — საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექტროენერგიის გადასახადი შემცირდა 21-27 %-ით, საწვავის ფასები შემცირდა საშუალოდ 10 %-ით, გაზის ფასი 10 %-ით შემცირდება თებერვლიდან და განვაგრძობთ მუშაობას. შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის ფასების 30-დან 50 %-მდე შემცირებაც”, — აღნიშნა ივანიშვილმა. მან კონკრეტული მაჩვენებლებიც დაასახელა:

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის 3-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში მედიას “შერატონ მეტეხი პალასში” 5 თებერვლის შეხვედრაზე ჩააბარა. მისი თქმით: “სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და კარგად ვითარდება. მთავარია, ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა. ძველი მთავრობის სისტემის შედეგად დაზარალებულებიდან 190 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, 3 ათასზე მეტი კი — შეწყალებული. პოლიტპატიმართა ამხელა რიცხვი განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ძალადობა

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევად

მიმდინარე წლის იანვარში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო პირობები გამოქვეყნდა გაზეთ “24 საათში” და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე. www.dusheti.org.ge

სა და ჩვენს პროექტს შორის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი მივიღეთ. ზოგიერთ ციფრს დაგისახელებთ. 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი პირველად საქართველოს ისტორიაში გაორმაგდა, 1-ელი თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით იქნება ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი, 1-ელი ივლისიდან კი ყველა მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს. საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2013 წლის ბიუჯეტში მილიარდ 654 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რომელიც 20 %-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, 1-ელი აპრილიდან ყველა პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გახდება 125 ლარი, 1-ელი სექტემბრიდან კი ბიძინა ივანიშვილი: “1-ელი თებერვლიდან მი- ყველა პენსიონერისა და პირველი ნიმალური სადაზღვევო პაკეტით იქნება ყველა მოქა- ჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრლაქე უზრუნველყოფილი, 1-ელი ივლისიდან კი ყველა დება და გაუტოლდება საარსებო მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს. საპენსიო უზ- მინიმუმს და გახდება 150 ლარი. ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის რუნველყოფისთვის 2013 წლის ბიუჯეტში მილიარდ ადამიანის პენსია გაიზრდება 100 654 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რომელიც 20 ლარამდე. ასევე, 1-ელი ივლისიდან %-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შესაბამი57 ათას ქულამდე მქონე სოციალუსად 1-ელი აპრილიდან ყველა პენსიონერის და პირველი რად დაუცველი მოსახლეობის დახჯგუფის ინვალიდის პენსია გახდება 125 ლარი, 1-ელი მარება გაორმაგდება. 2013 წლის სექტემბრიდან კი ყველა პენსიონერისა და პირველი ბიუჯეტში სიახლე იქნება საშემოჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრდება და გაუტოლ- სავლო გადასახადთან დაკავშირედება საარსებო მინიმუმს და გახდება 150 ლარი. ყველა ბითაც. 6 ათას ლარამდე შემოსავსხვა დანარჩენი კატეგორიის ადამიანის პენსია გაიზრ- ლის მქონე პირები 150 ლარამდე დება 100 ლარამდე.”. საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრებიან. 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში “კოლოსალური სხვაობაა წინა ხელისუფლე- შეტანილი ცვლილებებით შემცირდა ჯარიმების მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტ- ბიც”, — განაცხადა პრემიერმა.

საკრებულოს სხდომაზე 23 იანვარს, ოთხშაბათს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სესიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი. წარმოდგენილი იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება–მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდა���ებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ. 5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და კონკურსის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ. 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსე-

ბული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ. 7. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ავიაკომპანია შ. პ. ს. “თუშეთისაგან” გამარტივებული შესყიდვით, შატილის მიმართულებით, განსახორციელებელი ავიარეისის შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 8. ა. ი. პ. “დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის” დირექტორისათვის, სატენდერო პირობების დადგომამდე, გამარტივებული შესყიდვით კვების პროდუქტების შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 9. ა. ი. პ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი”–ს გენერალური დირექტორისათვის სატენდერო პირობების დადგომამდე, ცენტრის ფილიალებისათვის საკვები პროდუქტების გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის” ბენეფიციართა სიის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 ივლისის №42 განკარგულებით დამტკიცებულ №1 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე. სესიაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.


5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

3

დუშეთის მაცნე

ქრონიკა

პატრიარქი მოსკოვს ეწვია

ვაუჩერი საგაზაფხულო სამუშაოებისათვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, 600 000ზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ვაუჩერს მიიღებს. „საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დასრულებულია. უკვე შეძენილია ტექნიკა, თუმცა მარტის თვეში მისი დამატება მოხდება. ამ პროცესში ძირითადი პრობლემა აღრიცხვიანობა იყო, რომელიც ჩატარდა და, შესაბამისად, სულ აღწერილია 800 000 ნაკვეთი. ამასთან, 600 000-ზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მინიმუმ 300 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. ვაუჩერების თანხა განსაზღვრული ჰექტარის მიხედვით იქნება და ვაუჩერების ღირებულება იმის მიხედვით მოიმატებს. ამ სამუშაოებისთვის სულ 600-700 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, ხოლო ვაუჩერების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება”, — განაცხადა მინისტრმა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ხათუნა ოჩიაური დაინიშნა მოსკოვში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილიც. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პატრიარქს პირადად მიულოცა საიუბილეო თარიღები, ასევე — რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდო, რომელიც ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გადასცეს, “განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ იმისათვის, რომ დღეილია მეორე: “ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომევანდელ რთულ პირობებში (რთულში ლიც არსებობს ჩვენს შორის, მოიხსნება და ჩვენ ისევ ვიქვგულისხმობ რუსეთსა და საქართნებით ძმები”. ველოს შორის არცთუ ადვილ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს), აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა ეს სიტყვები”, — განუცხადა პუტინმა ილია მეორეს, “ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა მოსკოვში”. საქართველოს პატრიარქმა ბრძანა: “მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან”. “ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ჩვენს შორის, მოიხსნება და ჩვენ ისევ ვიქნებით ძმები”, — იმედოვნებს საქართველოს პატრიარქი.

„დუშეთის მაცნე” ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი მკითხველს საშუალება ეძლევა, გაზეთის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე:

www.dusheti.org.ge

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ხათუნა ოჩიაური დაინიშნა. “გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე და, მეტიც, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ დანიშვნას. რაც შეეხება ხათუნა ოჩიაურს, მას ბევრი იცნობთ, ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მადლობა გულისხმიერებისათვის

გაზეთ „დუშეთის მაცნის” საშუალებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ბარამბოს” და ლუდსახარშებს – „ზედაზენსა” და „ნატახტარს”, რომლებმაც არც გასულ წელს უღალატეს ტრადიციას და საახალწლოდ ტკბილეული და ლიმონათი გადასცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის (პირმისაანთკარში) ბენეფიციარებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური


4

დუშეთის მაცნე

5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

ქრონიკა

“ჩემი ცხოვრების დაფანტული ფურცლები...” ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ცნობილი მსახიობის – იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს ეხება და რომლის პრეზენტაციაც 13 იანვარს მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართა. წიგნი 270–ზე მეტ ფურცელს მოიცავს და, მსახიობის მოგონებების გარდა, არაერთ საინტერესო წერილსა და ეპიზოდს აერთიანებს. აქვეა გამოჩენილი მსახიობების, რეჟისორებისა და საზოგადო მოღვაწეების გახსენებები, სადაც საკმაოდ მეტყველი და ცოცხალი შტრიხებითაა იაკობ ტრიპოლსკის პიროვნება წარმოჩენილი. რედაქტორია გიორგი გორგოძე. მითითებულია, რომ გამოცე-

დეპუტატის მიმართვა

მაში გამოყენებულია მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში, აგრეთვე – თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მასალები. საპრეზენტაციო საღამოს უამრავი სტუმარი დაესწრო. მათ მსახიობის შვილი, საქართველოს პარლამენტში დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი მასპინძლობდა. სტუმრებს შორის იყვნენ დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც. ახალი წიგნი პრეზენტაციაზე მისულ ყველა მსურველს საჩუქრად გადაეცა.

სიცოცხლის გადასარჩენად

მეგობრებო! 29 წლის დუშელ ეკა ხოსიაშვილს უმძიმესი დაავადება აქვს. მას ღვიძლი ეშლება. მისმა ძმამ, გიორგი ხოსიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მისცეს თავისი ჯანმრთელი ღვიძლის ნახევარი საკუთარ დას. ოპერაცია ძალიან სარისკოა. მოიძებნა თურქეთში კლინიკა, სადაც ეს ოპერაცია კეთდება და რომელიც 80.000 დოლარი ღირს. ვიმეორებ, ოპერაცია ძალზედ სარისკოა, მაგრამ მას მყარად აქვს გადაწყვეტილი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინოს დის სიცოცხლე. ოჯახი ყიდის სახლ–კარს, ყველაფერ���, რაც გააჩნიათ, მაგრამ არც მყიდველი ჩანს და არც მათი ქონება შეადგენს იმ ღირებულებას, რაც ოპერაციას სჭირდება. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს. სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგრამ ამხელა თანხის გადახდას ვერავინ ახერხებს. მე,

როგორც მაჟორიტარმა და, უბრალოდ, ადამიანმა, გადავწყვიტე მოგმართოთ თქვენ, ჩვენო მეგობრებო, დავიწყოთ ერთად ამ თანხის შეგროვება, მე ჩემი ერთი თვის ხელფასს (2840 ლარი) ვრიცხავ მის ანგარიშზე. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, მიიტანოთ გულთან ეს არაორდინალური შემთხვევა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ თავგანწირულ ძმას დის გადასარჩენად. ერთი ლარიც კი შვებაა... პატივისცემით, ირაკლი ტრიპოლსკი BANK OF Georgia KHOSHIASHVILI EKATERINE SWIFT BAGAGE22 GE62BG0000000881477300

კრივი

საპრიზო ადგილები დაიკავეს გასული წლის დეკემბრის მიწურულს ქ. ყვარელში ჩატარდა ახალგაზრდა მოკრივეთა ტურნირი, რომელშიც საქართველოს ათი ქა­ ლაქისა და რ ა­ი ო ნ ი ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კვლავ ისახელეს თავი ჩვენი რაიონის მოკრივეებმა, რომლებსაც შოთა პაპოშვილი წვრთნის. 46 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სერგო კახურაშვილმა, ხოლო სანდრო ჩოხელი მეორე იყო 60 კგ. წონის მოკრივეთა შორის.

ანგარიშის დეტალები: ანგარიშის მლფობელი: ეკატერინე ხოსიაშვილი ანგარიშის ნომერი: GE19LBO711144416731000 ანგარიშის ვალუტა: GEL/USD/EUR–მულტისავალუტო ანგარიში მფო: 220101480 მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი: ს. ს. “ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი, 0162, საქართველო მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22 P.S. 1 თებერვალს ეკატერინეს დასახმარებლად ქ. დუშეთის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. მასში ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ. შეგროვდა თანხაც, რომელიც მცირე, მაგრამ საჭიროა და ძალზედ აუცილებელია დღეს.

უანგარო დონაცია დუშეთის სამედიცინო ცენტრში

25 იანვარს დუშეთის სამედიცინო ცენტრში ამავე ცენტრის თანამშრომელთა და დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მონაწილეობით მოეწყო აქცია – სისხლის უანგარო დონაცია. აღსანიშნავია, რომ მსგავს აქციებში აქტიურადაა ჩართული როგორც “მედინვესტ ჯორჯია

– საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი”, ასევე – დუშეთის სამედიცინო ცენტრი. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მედიკო პატაშურის ინფორმაციით: “უანგარო დონაციაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა რიგითმა დუშელმაც გამოთქვა. აქციაში მონაწილეობდა “ჯეო ჰოსპიტალსის” სათაო ოფისის წარმომადგენელი ნატალი წიკლაურიც. სასიამოვნოა, რომ ჩვენი საზოგადოება გაგებით ეკიდება უანგაროდ სისხლის გაღებას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ”.


5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

5

დუშეთის მაცნე

ნორმატიული აქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N3 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და “ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: ჩნ = Iმგ × Iტლ × ჩ × K, სადაც: ა) ჩნ არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) Iმგ არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისთვის უდრის 0,35; გ) Iტლ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგდენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ; დ) ჩ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს; მუხლი 2. 1. ქალაქ დუშეთის ზონირება არ განხორციელ-

დეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (Iტლ=1,0); 2. ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს ოთხმოცით (K=80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს; 3. დაბა ჟინვალში და დაბა ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4,70 (ოთხი მთელი სამოცდაათი მეასედი) ლარს; 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს. 5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულმეტრზე შეადგენს 1,68 (ერთი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარს; 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის

ისევ ელექტრონული პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული კვლევის მიზანია ელექტრონული პირადობის მოწმობებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა. სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდით ჩატარდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ისინი, ვისაც ID ბარათი ჯერ არ აუღიათ, ბარ���თის აღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ან უკვე ფლობენ ელექტრონულ პირადობის მოწმობას. საკითხის შესწავლის შემდეგ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტრო პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის განხილვა დუშეთში

31 იანვარს დუშეთში მოეწყო განხილვა საპარლამენტო უმცირესობის ახალი ინიციატივისა, რომლის მიხედვითაც ძალოვან სტრუქტურათა ვეტერანების პენსიებისა და კომპენსაციების გაორმაგება, ხელფასის ზედა ზღვარის გაუქმება და სხვა საშეღავათო პირობები სათანადოდ უნდა აისახოს კანონში. პარლამენტარმა გიგი წერეთელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, ინიციატივის ძირითადი საკითხების შესახებ ისაუბრა და ვეტერანთა შეკითხვებს უპასუხა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები იმედოვნებენ, რომ ცვლილებებს პარლამნეტი გაითვალისწინებს და დაამტკიცებს.

23 იანვარი, 2013 წელი. ქ. დუშეთი

დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასები; 7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, “საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ოთხმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 26,88 (ოცდაექვსი მთელი ოთხმოცდარვა მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები; მუხლი 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №11 დადგენილება. მუხლი 4. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი

ამოქმედდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური

უახლოეს მომავალში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტე­ტ­შ ი (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) საინფორმაციო სა­ კონსულტაციო სამ­ სახურები ჩამოყალიბდება. სამსახურების ძირითადი ფუნქცია იქნება მუნიციპალურ დონეზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აგრარული პოლიტიკის ეფექტურად გატარება და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების კვალიფიცირებული კადრებით დაკომპლექტების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განაცხადების მიღება აწარმოა. კონკურსი გასაუბრების ეტაპსაც ითვალისწინებდა.


6

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

მიტროპოლიტი ზოსიმე

ნიჭისა და ტალანტის სარგებლიანობაზე ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმა- მოუტანდა შვებას მისი შეწევნა, რამდენ ძალ- ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ საქმეთა კეთი-

ნო! ღვთის შეწევნით, დღეს ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ასარგებლოს ადამიანმა ნიჭი, ღვთისგან მონიჭებული. წმიდა სახარებაში მოთხრობილია იგავი, რომლის მიხედვითაც ერთმა მდიდარმა კაცმა, რომელიც შორეულ ქვეყნებში აპირებდა გამგზავრებას, უხმო თავის მონებს, ჩააბარა მათ საკუთარი ქონება, რათა ეპატრონათ და სარგებელიც მოეტანათ მისთვის. ერთს მისცა ხუთი ტალანტი, მეორეს – ორი და მესამეს – ერთი. ყველას თავის ღირსებისა და უნარის მიხედვით და გაემგზავრა. გავიდა დრო და დაბრუნდა კაცი თავის სამკვიდრებელში, მოუხმო მონებს, რათა ჩაებარებინათ მისთვის ანგარიში. მონამ, რომელსაც ჰქონდა მიღებული ხუთი ტალანტი, მოართვა კიდევ სხვა შეძენილი ხუთი ტალანტი, რითაც დიდად ასიამოვნა პატრონი. რომელსაც ორი ტალანტი ჰქონდა მიბარებული და გაახარა ბატონი. ხოლო მან, რომელსაც ჰქონდა მიცემული ერთი ტალანტი, მიწაში დამარხა იგი, რომ არ დაეკარგა და ასე, ყოვლად უსარგებლოდ დაუბრუნა პატრონს იგი. პირველი ორი მონის ერთგული სამსახურით გახარებულმა ბატონმა სიყვარულით შეიპატიჟა ისინი ლხინში. მესამე მონა კი, როგორც უსარგებლო და ბოროტი, არ ასარგებლა რა მიცემული ტალანტი იმ მოსაზრებით, რომ მრისხანე და ულმობელი იყო მისი პატრონი, რომელსაც შეეძლო ნიჭის დაკარგვისათვის მკაცრად დაესაჯა იგი, ჩააგდებინა სატანჯველში, სადაც დიდხანს იყო მწუხარება – ტანჯვაში. საყვარელნო ძმანო! ვინ არის ეს უცნაური ბატონი, რომელიც თავის ერთგულ მონებს ეპატიჟება ლხინში? – ეს არის უფალი ჩვენი, იესო მაცხოვარი. ვინ არიან მონანი იგავში მოხსენიებულნი, რომელთაც მიეცათ პატრონის მონაგები, რომ ესარგებლებინათ იგი? – ეს ჩვენ ვართ, ადამიანები. კეთილი მონანი ისინია, რომელნიც არ იშურებენ კეთილი საქმისათვის საკუთარ ნიჭსა და უნარს, რომელნიც დღემუდამ კეთილსინდისიერ შრომასა და გარჯაში ატარებენ თავიანთ ცხოვრებას და მით ადიდებენ შემოქმედ უფალს. ბოროტი მონა ვიღაა? – ეს ის ადამიანია, ვინც ვერ ასარგებლებს ღვთისაგან მოცემულ ნიჭსა და უნარს და უნაყოფოდ ატარებს თავის ქვეყნიურ ცხოვრებას. ბატონის სახლში დაბრუნება და მსახურთაგან ანგარიშის მოთხოვნა როგორ უნდა აიხსნას? – ეს, ძმანო, ქვეყნის განსასჯელად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა, როცა მოხდა გასამართლება ადამის შემდგომ ყოველი დაბადებულისა: მართალთ უფლის მიერ მიეცემათ ადგილი საუკუნო სიხარულისა, ხოლო ცოდვილთ – საუკუნო გლოვისა და მწუხარებისა. ჩვენ, ძმანო, თითქმის ავსხენით იგავი სახარებისა. ახლა გვინდა დავსვათ კითხვა: რითიმე ჩვენც ხომ არ ვემსგავსებით სახარებაში მოხსენიებულ უსარგებლო მონას? იქნებ ჩვენც ვმარხავთ მიწაში ღვთისაგან მოცემულ ტალანტს? იქნებ ჩვენც უნაყოფოდ ვატარებთ ქვეყნიურ ცხოვრებას? დავუშვათ, კაცი ფლობს დიდ ფიზიკურ ძალას. რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია მას, რამდენ საწყალსა და გაჭირვებულს

ზედ მძიმე საქმეს დროზე მოაბამდა თავს. მაგრამ ხშირად ასეთი ფიზიკური ძალით დაჯილდოებული კაცი გაურბის შრომასა და გარჯას, გაურბის მისთვის საოცრად იოლსა და ბუნებრივ დატვირთვას და ვერ ასარგებლებს თავს. ანდა, კაცი განათლებული და ცოდნით აღჭურვილი. რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია მას ქვეყნად, თუ კეთილად გამოიყენებს იმ ტალანტს, რაც აქვს მიცემული ღვთისაგან: ახალგაზრდის ჯანსაღი აღზრდა, გზააბნეულის გზაზე დაყენება, გამოუცდელისათვის რწმენისა და იმედის ჩანერგვა, დაცემულის აღდგენა, და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ რა-

„დრო – ეს უძვირფასესი ნიჭია, ღვთისაგან რომ გვაქვს მოცემული. ყველაფრის მობრუნება შეიძლება უკან, შეუძლებელია უკან დაბრუნება დროისა. იგი მიდის და მიდის... და უერთდება მარადისობას”.

მეში შეუძლია სიკეთის მოტანა. მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ბევრი ასეთი განსწავლული და ფრიად განათლებული პიროვნება საოცრად გულგრილია სხვებისადმი, დიდად არ იწუხებს თავს სხვების საქმეთა მოსაგვარებლად. აბა, მითხარით, ძმანო, რა სარგებელი მოაქვს ასეთ ცოდნას მისთვის? განა უმჯობესი არ იქნებოდა საერთოდ არაფერი სცოდნოდა, ვიდრე ჰქონოდა ცოდნა და კეთილდა ვერ ესარგებლა? ჩვენს ირგვლივ, ძმანო, მრავალად არიან ისეთები, რომელნიც უხვად არიან დაჯილდოებულნი ღვთისაგან ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო სიკეთით: საზოგადოებრივი მდგომარეობით, თანამდებობით, მატერიალური სიმდიდრით, ათასგვარი შესაძლებლობებით. წარმოიდგინეთ, რამდენი სიკეთის გაკეთება შეუძლია თითოეულ მათგანს როგორც საერთო საქმისათვის, ისე – ცალკეულ პირთათვის. რამდენ გაჭირვებულ ადამიანს გამოადგებოდა მათი შეწევნა, რამდენ სასოწარკვეთილებამდე მისულს იხსნიდა დაღუპვისაგან მათი დახმარება; რამდენ ქვრივ–ობოლსა და ღატაკს მოევლინებოდა მხსნელად და პატრონად. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ზოგჯერ

ლად წარსამართებლად. აქ ისინი არ იშურებენ არაფერს, ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისათვის. თუმცა არიან ისეთებიც, რომელნიც არც თავიანთი თავისათვის ცდილობენ ასარგებლონ საკუთარი ნიჭი და უნარი და მცონარეობასა და უსაქმურებას არიან მიცემულნი. ახლა, ძმანო, სხვამხრივ მივუდგეთ დასახელებულ საკითხს. როგორ ვეკიდებით ჩვენ, ადამიანები სული წმიდის მადლს, რომელიც წმიდა ნათლობითა და მირონცხებით გვეძლევა? ნაცვლად იმისა, გავფრთხილებოდით და მისთვის უფრო მეტი შეგვეძინა, ჩვენი სულის რომელიღაც კუნჭულში მიგვიჩქმალავს და ვერ გვისარგებელია, რადგან დაკავებულნი უმეტესდ ქვეყნიური საქმეებითა ვართ. ჩვენ, ძმანო, მრავალი ქვეყნიური, თუ სულიერი ნიჭის გამოუყენებლობა აღვნიშნეთ ზევით, მაგრამ არ გვიხსენებია ყველაფერს გადამეტებული, ფასდაუდებელი საგანძური – დრო. დიახ, დრო – ეს უძვირფასესი ნიჭია ღვთისაგან რომ გვაქვს მოცემული. ყველაფრის მობრუნება შეიძლება უკან, შეუძლებელია უკან დაბრუნება დროისა. იგი მიდის და მიდის... და უერთდება მარადისობას. როგორ იყენებს დროს ადამიანი? იგი ხომ იმისათვის ეძლევა მას, რომ კეთილმოღვაწეობით მოამზადოს თავი მარადიული ცხოვრებისათვის. დროის ყოველი მონაკვეთი აახლოებს კაცს ქვეყნიურ სიკვდილს, როგორ ემზადება იგი საწუთროდან გასვლისათვის? იყენებს კაცი დროს სინანულისა და ცოდვათაგან განწმენდისათვის? – ადამიანმა არ იცის დროის, როგორც ძვირფასი საგანძურის ფასი. დროს კაცი კარგავს ფუჭ უაზროებებსა და გასართოებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ დროც, როგორც სხვა ნიჭი, – უსარგებლოდაა დამარხული. როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან დავინახეთ, ძმანო, ჩვენ ყველას გვაქვს მოცემული სხვადასხვა სახის ნიჭი და უნარი, რომელთაც ხშირად ვერ ვიყენებთ საჭიროების მიხედვით. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ სასტიკად მოეპყრა უსარგებლო მონას უფალი, – იგი ჩაგდებულ იქნა სატანჯველში. ერთი შეხედვით, მონას არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული დიდი; მან თითქოს უკლებლივ დააბრუნა პატრონთან მიბარებული ტალანტი, მაგრამ როგორც უკვე ვიცით, ამისათვის დაიმსახურა საშინელი რისხვა პატრონისაგან; ამიტომ, ძმაო, თუ ფიქრობ, რომ არაფერს აშავებ და ამიტომ არ დაისჯები – არ არის სწორი. დანაშაულზე მეტია გამოუყენებლობა ღვთისაგან მოცემული ნიჭისა და უნარის. ამისათვის გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო მამანო და ძმანო! კეთილად ვასარგებლოთ ღვთისაგან მოცემული ნიჭი და უნარი. ვეცადოთ განვავითაროთ იგი, რომ არ გავიზიაროთ ხვედრი ბოროტი მონის, რათა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი წყალობა და სიხარული და დავიმკვიდროთ ზეცას ადგილი მართალთათვის განმზადებული უფლის მიერ, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

მოთხრობა სევდით... რევაზ ინანიშვილი მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: “მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”. წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, – ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ, სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: – ოო, ისევ შენ იწვალე!..– მამამ კეთილად გაუღიმა, – ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცა უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა – თბილად ჩაიცვით, – და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს. თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი. იჰ, შენც ერთი! – თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას. – კი, მაგრამ შენ რაღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო? – ჩამოვალ, რა გინდა? გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე წაჰყვა. მაშინ გიამ სარდაფის გასაღები მოძებნა და ბერიკაცს დაბლა ჩაუძღვა. არ უვაჭრიათ. შეშის დახერხვის მაზანდა ერთმაც იცოდა, მეორემაც. – თხუთმეტი მანეთი უნდა მოგართვათო, – თქვა გიამ. მოხუცმა ფარაჯა გაიხადა. შიგნით უფრო ახლობლური რამ ეცვა, – შავი ბამბაზიის ხალათი, ქამარშემოჭერილი, წვრილი ღილებით საღძირამდე შეკრული. აიღო შეშა, დადო ჯოჯგინებზე; რბილად გადაუსვა ხერხი. წადი, შვილო, შენ ნუღარ მოსცდები, მე დავხერხავ და დავალაგებ წყობისადო. გია გახარებული ამოვიდა მაღლა, – რა მოლაღურივით პაპა შემხვდა, მიაწყ–მოაწყო წიგნები და ქაღალდები, ჩასალაგებელი ჩაილაგა, თინას დაუბარა, – ადრე აჭამე სადილი, ეგენი, ხო იცი, პირველ–ორ საათზე სადილობენო და სამსა-

დანაკლისი

7

დუშეთის მაცნე

ლამაზ

ხურში წავიდა. თინამ კარგი ხარჩო გააკეთა, წვრილი თვის ბოლოკი დაარჩია, ყველი დაჭრა, ერთი ბოთლი შინაური ღვინოც დადგა და მოხუცს ისე გაუმასპინძლდა. ბერიკაცი ამჯერადაც ჩუმად იყო, ჩუმად ჭამდა, ღვინის დალევას სულაც არ აპირებდა, მაგრამ თინაც მიუჯდა მაგიდას, თამუნიაც გვერდზე მოისვა, თვითონაც დალია, მოხუცსაც დაალევინა. სუფრაზე დახრილი, მათლაფაში რიდით კოვზჩაყოფილი პაპა კიდევ უფრო მოსწონდა, – თეთრი ეკლებივით მსხვილი თმით შემოსილი პატარა თა���ი ჰქონდა, თმის ყოველი ღერი ცალ–ცალკე უბრწყინავდა. თინამ კიდევ გაიგო მისი, – უმცროსი ბიჭი ავარიაში დაღუპოდა. ჭიქა წაუქციეს, ბერიკაცს აღარაფერი უთქვამს მეტი, აღარც თინა ჩასძიებია, ჭამას მორჩა, ქუდი აიღო და ისევ სარდაფში ჩავიდა. ოთხის ნახევრისთვის გიამ მოირბინა, – მე მივდივარ და, აბა, თქვენი იმედი მაქვს, პაპა. – წადი, შვილო, წადი, კეთილად გატაროსო. გიამ ზეზეულად წაიხემსა, შეშის დასახერხი ფული დატოვა, ცოლ–შვილი დაკოცნა წასვლის წინ, რუსულ ყაიდაზე ცოტა ხანს დასხდნენ, თამუნიამ უკვე იცოდა, მამა რომ მოსკოვში მიდიოდა და ლამაზ–ლამაზი რამეები უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მაინც ატირდა. თინამ ძლივს დააწყნარა. ბერიკაცმა საღამომდე ხერხა, საღამოს ამოვიდა, – ცოტა დამრჩა, შვილო, მაგას ხვალ გავხერხავო. მაშინ თინამ ფული გამოუტანა, ბერიკაცი შეყოყმანდა, თინამ ხელში ჩაუდო, – წაიღეთო, წაიღეთო! ბერიკაცმა მადლობა გადაუხადა, – დილამდე, შვილო, დილაზე ჩამოვალ და ყველაფერს მოვრჩებიო, წავიდა. წავიდა და წავიდა. არც მეორე დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო კვირას. დაბრუნდა გია მივლინებიდან. გაიგო ეს ამბავი, – აი, ესე ქნა იმ შენმა მოლაღურივით ბერი-

ი ცრე მლები

კაცმაო. დაჯდა გამტკნარებული. როგორღაც გაუგებრად იღიმებოდა. მერე თქვა, – მაინც რამდენი იქნება დახერხილიო. – ნახევარზე ცოტა მეტიო, – მიუგო თინამ. – მაშინ, იცი რა, ჩემო მაგარო გოგოვ, შვიდი მანეთის გულისთვის ნუ გავიმეტებთ კაცს, იქნებ რა მოუხდა, იქნებ რა შეემთხვა! – კარგიო! – გაეღიმა თინასაც. გავიდა კიდევ ერთი კვირა, კვირაზე მეტიც. ერთ დღეს ერთი დაბალი, ხერხიანი ბიჭი მოვიდა ეზოში, ახალგაზრდა ცოლ–ქმარს კითხულობდა, პატარა გოგო რომ ჰყავთ, შეშა რომ ჰქონდა სარდაფშიო. მეზობლები მაშინვე მიხვდნენ, ვინც უნდოდა, წაუძღვნენ, მოიყვანეს, ზარიც დაურეკეს. თინამ გამოიხედა. ბიჭი მორცხვად ალაპარაკდა, – პაპაჩემს თქვენი შეშა დარჩა დასახერხი, მე მოვედი, მე უნდა დავხერხოო. თუ დახერილი გაქვთ, რაც გეკუთვნით, ფული უკან უნდა აიღოთო. თინას სახე შეუფიქრიანდა, – პაპა? პაპას რა დაემართაო – პაპა მოკვდა, ხუთი დღეა, რაც დავმარხეთო. თინამ კარგს ლოყა მიადო და ასე გაშტერებული დარჩა. გამოიხედა გიამ, იმანაც გაიგო რა ამბავიც იყო, აჰო, არაო, როგორ გეკადრებათო! მაგრამ ბიჭმა არ დათმო, – ანდერძად ეგ დამიტოვა და უნდა შევუსრულო. მეტი რაღა გზა იყო. ჩაუძღვა სარდაფში. ბიჭმა გაჩქარებული ხერხვა დაიწყო. გია მაღლა ამობრუნდა. თინა შუა ოთახში დახვდა. გიამ ხელები კეფაზე შემოიწყო, – აი, ხომ ხედავ, რა კაია, კარგები რომ ვართო! თინამ გაუღიმა. თვალებში ლამაზი ცრემლები ედგა...

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

ლელა ჯარიაშვილის გახსენება

5 იანვარს შესრულდა 40 დღე შენი გარდაცვალებიდან... გონებას არ სცილდება შენზე ფიქრი და უსაზღვრო სევდა, ჩვენო ლელა... ტკივილი არ ყუჩდება, ძნელია უშენობა. წარმოუდგენელი და გაუსაძლისია შენი არყოფნა შენი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ჩვენთვის, თანამშრომლებისათვის. ის დრო გვენატრება, როცა შენი მხიარული ხმა ისმოდა, როცა შენი სიცოცხლით სუნთქავდა ბიბლიოთეკის კედლები და სიცოცხლე ზეიმობდა... შენი ერთგულება, გულისხმიერება, ყურადღება ყველას და ყველაფერს დააკლდა. ერთმანეთის ნახვა თანამშრომლებს ტკივილს გვაყენებს, რადგან უშენოდ ერთიანი, მთლიანნი ვეღარ ვართ. ყველასთვის სიკეთის მსურველი და ხელის შემშველებელი იყავი. სიკეთის ქმნა, მართლაც, მადლიანი იცოდი – ჩუმად, უხმაუროდ, სიამოვნებით. მაშინ დაგენგრა ოცნებებით სავსე ცხოვრება, როცა ყველაზე ძალიან გწყუროდა სიცოცხლე. ამ სიცოცხლეს შენი ოჯახის, საყვარელი შვილის მომავალზე ზრუნვა და ფიქრი ერქვა. ხანმოკლე იყო შენი სიცოცხლე, მაგრამ მაინც შესძელი მთავარი – დიდი სიყვარულის დამსახურება. ყველას უყვარდი, ყველასთვის საყვარელი ლელა იყავი – მეგობრის ერთგული, გაჭირვებულის დამხმარე, ყველას სიხარული გახარებდა, ტკივილი გტკიოდა, არავისთვის გენანებოდა სითბო და სიკეთე. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ... უფალმა ნათელში გამყოფოს. დაუვიწყარი იქნები საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებისათვის. დაე, მარადიული ნათელი ადგეს შენს მუდმივ ადგილსამყოფელს, ისეთი ნათელი, როგორიც თვითონ იყავი შინაგანად, ხასიათით, ზნეობით, საქციელით.

საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები

­თითქმის ექვსი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­ მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­რე­ბის სი­ ახ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­ სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და ნა­ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­ თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­ მა­უ­რე­­ბას. რედაქცია


CMYK

8

5 იანვარი – 5 თებერვალი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

რჩევები მეურნეებს მალე გაზაფხული მოგვადგება კარს. სოფლად საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება. იმედია, ჩვენი წინამდებარე რუბრიკით გამოქვეყნებული მასალები დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მეურნეებს.

ნიორი ნივრის თესვამდე ყურადღება უნდა მიექცეს მის წინამორბედ კულტურებს. დაუშვებელია მისი დარგვა ხახვისა და ნივრის ადგილზე. ოთხი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ნაკვეთზე ნივრის დარგვა დაუშვებელია. თვითონ ნიორი საუკეთესო წინამორბედი კულტურაა სხვა ბოსტნეულისათვის. ნივირის წინამორბედი კულტურებია ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები, საშემოდგომო ხორბალი, საადრეო კარტოფილი, პარკოსნები. ბოსტნეულიდან – კიტრი, საადრეო თავიანი და ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი. დარგვა. დარგვისათვის არჩევენ ჯანმრთელ, მსხვილ და საშუალო ზომის ნივრის კბილებს. დარგვა ხდება მაშინ, როცა ნიადაგის ტემპერატურა 5 სმ-ის სიღრმეზე 12-14 გრადუსია. დარგვის ოპტიმალური სიღრმე 7-8 სმ. დარგვის ნორმები დამოკიდებულია კბილების მასაზე და ზომებზე და შეადგენს 1-დან 2,5 ტ/ჰა-ზე. წვეთოვანი სისტემით მოყვანისას ნიორს რგავენ ორზოლიანი 60 + 20 X 5 ან ოთხზოლიანი სქემით 60 + 20 X 20 X 20 X 5. რიგებს შორის მანძილი 20 სმ-ია ხოლო ზოლებს შორის მანძილი 60 სმ. ასეთი სქემით დარგვისას 410-625 ათასი მცენარეა ჰა-ზე. გამოკვება. ნიორი ძალიან მგრძნობიარეა სასუქების მიმართ. ორგანული და მინერალური სასუქების ოპტიმალურ ნორმებს ადგენენ მას შემდეგ, რაც გამოიკვლევენ ნიადაგის შემადგენლობას, აგრეთვე დაგეგმილი მოსავალის სიდიდის მიხედვით. ნიორის დარგვისას არ შეიძლება ნაკელის შეტანა. ეს იწვევს სოკოვან ინფექციებს, რაც აისახება მოსავლის რაოდენობაზე, მის შენახვაზე. მჟავე ნიადაგებშ��� საჭიროა კირის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასუქების ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება.

იცით თუ არა, რომ... საათის ისტორია პირველი საათი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა, მზის იყო. გენიალურად მარტივი კონსტრუქციით - მიწაში ჩარჭობილი ჯოხითა და მის გარშემო დახატული დროის ასათვლელი ციფერ­ბ­ლატით. მაგრამ მზის საათის ლოგიკური ნაკლი ის იყო, რომ ავდარსა და დახურულ სივრცეში სრულიად გამოუსედეგარი გახლდათ. ამის გამო, პუნქტუალობის მოყვარულმა ადამიანებმა, მრავალი საუკუნის წინ, წყლის საათი, ანუ კლეპსიდრი გამოიგონეს. პირველი მაღვიძარაც სწორედ წყლის საათს უკავშირდება და მის გამომგონებლად პლატონი ითვლება. შემდეგ, დაახლოებით ათასი წლის წინ, ქვიშის საათი შექმნეს. მცდელობების მიუხედავად, ეს მოწყობილობა დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთის მაქსიმუმ ნახევარი საათის გაზომვას ახერხებდა. ქვიშის საათს, ძირითადად, ექიმები და მეზღვაურები იყენებდნენ. ევროპაში პირველი მექანიკური საათი მონასტრის კოშკურებზე XI საუკუნეში გამოჩნდა, მხოლოდ ერთი ისრით და მასიური გირებით, რომლებიც ზარს რეკდნენ. XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ საათების მასიურ წარმოებას შეუწყო ხელი. ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მაჯის საათები თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ძვირფასი ქვებით მორთულმა მაჯის საათებმა დროის განმსაზღვრელი აპარატის დანიშ­ნულება თითქმის დაკარგა და სამკაულად გადაიქცა.ისტორია გვამცნობს, რომ არც ერთი თავმოყვარე მამაკაცი საათს ხელზე არ იკეთებდა, ჯაჭვზე დაბმული საათი ჟილეტის ჯიბიდან თავმომწონედ წიკწიკებდა, ანუ გაჩნდა ჯიბის საათი - იმ ეპოქაში მამაკაცის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი.

ხახვი საუკეთესო წინამორბედებად მიჩნეულია ის კულტურები, რის ქვეშაც შეაქვთ ორგანული სასუქები და ადრეულად ათავისუფლებენ დაკავებულ მინდორს (რაც საშუალებას აძლევს კარგად გასუფთავდეს სარეველებისაგან) საადრეო კარტოფილი, საადრეო კომბოსტო, მარცვლეული, კიტრი, პომიდირი, პარკოსნები. ხახვი იმავე ადგილს უნდა დაუბრუნდეს მსუბუქ ნიადაგზე სამი წლის შემდეგ, მძიმე ნიადაგზე ხუთი წლის შემდეგ. ნიადაგის მომზადება. საწყის ეტაპზე ხახვის ნათესი ნელა ვითარდება, მისი ფესვთა სისტემა სუსტად განვითარებულია და ნიადაგის ზედა ფენებშია განლაგებული, სარეველებმა ამ მომენტში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამცირონ მოსავლიანობა, ამიტომ ნიადაგის დამუშავება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინამორბედის გათავისუფლებისთანავე. ხახვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შემოდგომით ნიადაგის ძირითად დამუშავებას და ხვნისას მინერალური სასუქების შეტანას. ძირითადი ხვნა უნდა წარმოებდეს 25-30 სმ — სიღრმეზე.

თესვა. სასურსათე ხახვის მიღება შეიძლება როგორც ხახვიდან, ასევე ხახვის თესლიდან. ბოლო დროს თავი ხახვის მიღება ხდება თესლის ხახვის თესვით. დათესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე. ითესება 4-5 კგ/ჰა-ზე. სიღრმე 1.5-3 სმ. თესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე. თესვისას რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 25-30 სმ, მცენარეთა შორის მანძილი 3–4 სმ, ან 8-12 სმ, ეს მანძილები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პროდუქცია უნდა მივიღოთ, ასეთი რეჟიმით თესვისას მცენარეთა დგომა ჰა-ზე 0,8-1,2 მილიონია. თუ ხახვის ნათესში დაგეგმილი გვაქვს წვეთოვანი სისტემით მორწყვა, მაშინ თესვა უნდა მოხდეს 6-8 რიგიანი, სადაც ერთ მეტროში უნა იყოს 25 მცენარე, ხოლო რიგებს შორის მანძილი 27 სმ. თანაბრად ნათეს ფართობზე მცენარეთა განვითარება ხდება ნორმალურად, ასე უფრო ადვილია ნათესის მოვლა და მოსავალის აღება. CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო


dushetis macne