Page 1

CCMMYYKK

(55) №1 №7 (39)

20იანვარი, ნოემბერი,

2011 2012 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ.

დუშეთის ერეკლე ტრიპოლსკი, დუშეთის მაჟორიტარი საკრებულოში მ ე წ ა რ მ ე ო ბ იილია ს აII, სრულიად მერიკულ დეპუტატი საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: ხელმძღვანელობა ინ სტი ტუტ ში (AEI) გამართულ პარლამენტში

სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი პატრიარქი იმედოვნებს

„დარწმუნებული ვარ,

კონ ფე რენ ცი აზე სიტყვით რომ საქართველოში, საგა მო ვი და

დაც მთავრობის ცვლი-

გვ. 3 ლება მოხდა,  ძველი და ახალი ხელისუფლება

შეიცვალა

1 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების გვ. შედეგად დუშეთში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ გაიმარჯვა. მან ხმების 61,88% (10005 ხმა) მიიღო, “ქართულმა ოცნებამ” კი ხმების 63,9% (10 325 ხმა). “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნინო ხუციშვილმა ხმების 31,31% (5 063 ხმა) მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 30,31% (4898 ხმა).

2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გვ. 2 საკრებულოსა და გამგეობაში

გუბერნატორმა ცეზარ ამოუდგება. არ იქნება ჩოჩელმაშურისძიება რეგიონში და მტრობა, არამედ ძველი და ახალი სოფლის მეურნეობის ხელისუფლების წარმოგანვითარების მადგენლები იქნებიან საკრებულოს აუცილებლობაზე ისაუბრა ძმები, ერთი სამწყსო ერთმანეთს მხარში

 გვ. 2 ვიზიტი და უფალი იესო ქრისტე გვ. თავმჯდომარის 2  საარჩევნო ქრთველი ერის მწყემსი. ქ. ბაქოში ჩვენთან არს ღმერთი!” გარემოს  გვ. 2 28.10.2012

რა იგეგმება კულტურის სფეროში?

გასაუმჯობესებლად

დუშეთს ახალი გერბი დ უ შდა ე თდროშა ი ს 2 აქვს 011 წლის

ბიუჯეტი დამტკიცებულია  იურიდიულ თემაზე

მუნიციპალიტეტის საკრებულომ დუშეთის გერბი და დროშა დაამტკიცა. სიმბოლიკის ავტორია იაგო კარიაული.

გვ. 5

ნინოობა

ხელისუფლება გვ. 7

ხსენება წმიდა

ამხანაგური განმანათლებლისა შეხვედრა და მოციქულთა სწორისა კრივში

გვ

იგნი წ ტრაგიკულად და ა ბ დაღუპული ე ო რ დ

3

ნინო ქართველთ

.

გაიხსენეს

სპორტი

გვ. 2

სულიერება

სახელმწიფო დუშეთის

გვ. 4

შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია  გვ. 8

გვ. 2

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

გვ. 5

გუდაურმა ხევსურულ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია მთავარანგელოზობა საღამოს უმასპინძლა ქუმსიაშვილი დუშეთის ბიბლიოთეკაში თეონა

გვ. 6

 გვ.გვ.6 6


2

დუშეთის მაცნე

20 ნოემბერი, 2012 წ.

ქრონიკა

ერეკლე ტრიპოლსკი, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

1 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დუშეთში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ გაიმარჯვა. მან ხმების 61,88% (10005 ხმა) მიიღო, “ქართულმა ოცნებამ” კი ხმების 63,9% (10 325 ხმა). “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნინო ხუციშვილმა ხმების 31,31% (5 063 ხმა) მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 30,31% (4898 ხმა). გაზეთი “დუშეთის მაცნე” ულოცავს ბატონ ერეკლეს საზოგადოების მაღალი ნდობის გამოცხადებას და გთავაზობთ ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის ბიოგრაფიას, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში მისი გვერდიდან მოვიძიეთ.

ერეკლე ტრიპოლსკი დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს ქ.თბილისში. მამა – იაკობ ტრიპოლსკი, საქართველოს სახალხო არტისტი, დედა – ნაზი მაისურაძე, დიასახლისი.ერეკლე ტრიპოლსკის ჰყავს მეუღლე – ქეთევან ნადირაძე და შვილი – სალომე ტრიპოლსკი. 1958-1969 წლებში ერეკლე ტრიპოლსკი სწავლობდა თბილისის 55–ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მისაღები გამოცდები ჩააბარა ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს დაასრულა. 1974–1975 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1975–1981 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო–ტელე ლაბორატორიის რეჟისორად. 1977–1981 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინო– სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1981–1995 წლებში იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” რეჟისორი. 1994–2002 წლებში ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი. 2000–2004 წლებში ტელეკომპანია”მზის” ახალი პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი. 2004–2007 წლებში – მედიისა და მარკეტინგის კვლევითჯგუფ “დიას” მენეჯერი. 2008 წლის თებერვლიდან 2008 წლის ივნისამდე არჩეულ იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008 წლიდან 2009 წლის მარტამდე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი ტელეკომპანია “ერთსულოვნებაზე”.

2006 წლის მარტიდან – დღემდე არის სტუდია “მარაოს” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ერეკლე ტრიპოლსკის ფილმოგრაფია: 1978 წელი – დოკუმენტური ფილმი “ქორეთი”, რეჟისორი; 1980 წელი – მხატვრული ფილმი “გამცი­ლებელი”, რეჟისორი; 1982 წელი – დოკუმენტური ფილმი “ ოთხნი მილიონიდან”, რეჟისორი; 1983–1985 წლები – დოკუმენტური ფილმი “ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რეჟისორი; 1985 წელი – დოკუმენტური ფილმი “სწავლის მძებნელი”, რეჟისორი; 1986 წელი – დოკუმენტური ფილმი “ხე მრუდე და ხე მართალი”, რეჟისორი; 1987 წელი – დოკუმენტური ფილმი “გარე სჯისა უდაბნო”, რეჟისორი; 1988 წელი – დოკუმენტური ფილმი “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”, რეჟისორი; 1990 წელი – დოკუმენტური ფილმი “ნაძარცვის კვალდაკვალ”, რეჟისორი; 1991 წელი – დოკუმენტური ფილმი “გრიგოლ ფერაძე”, რეჟისორი; 2000 წელი – დოკუმენტური ფილმი “ოთხი საუკუნის შემდეგ”, რეჟისორი; 2007–2008 წლები – ქართულ–პოლონური დოკუმენტური ფილმი “ქართული მხედრობა პოლონეთში”, რეჟისორი; 2008–2009 წლები – მულტფილმი “ყოჩაღები”, პროდიუსერი; 2009–2010 წლები – მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი “გალობის რაინდები”, პროდიუსერი; 2011 წელი – მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი “ნეტა არის იქ თეატრი?”, პროდიუსერი.

საკრებულოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. ბაქოში ძღვანელმა კატერინა ლამპემაც. მან ტრენინგის მონაწილეებს რჩევები და სასარგებლო მითითებები მისცა. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიც, სადაც ბაქოში მიწვეულ სტუმრებს ქალაქის ისტორიული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

2–6 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი ქ. ბაქოში იმყოფებოდა. იგი მიწვეული იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GLZ)-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ტრენინგი, რომლის სახელწოდებაა “ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში”, მიზნად ისახავდა მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მიღწევებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც

სადღეისოდ არსებობს სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. საკრებულოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ქართული თვითმმართველობის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა. აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პროგრამის ხელმ-


20 ნოემბერი, 2012 წ.

3

დუშეთის მაცნე

წიგნი და დროე ბა

მნიშვნელოვანი პრეზენტაცია დუშეთის ბიბლიოთეკაში

26 ოქტომბერს ქ. დუშეთის ბიბლიოთეკაში მოეწყო საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების – “საქართველოს ბიბლიოთეკების ელექტრონული განვითარების სინდიკატი”–სა და “წარსულთან შეხვედრის” პრეზენტაცია. ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ: გიორგი კეკელიძე – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მირიან ხოსიტაშვილი – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ემზარ ჯგერენაია – კულტურის დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ასათიანი – ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” განყოფილების უფროსი, ასევე, – ეროვნული ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები, რიგითი მკითხველები. გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ბიბლიოთეკების ერთიანი ელექტრონული ქსელი, რომელიც იქნება მკითხველის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული და საქართველოს ბიბლიოთეკებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, დამუშავების და ელექტრონული კატალოგიზაციის და ციფრული ბიბლიოთეკის ერთიანი საშუალება. ემზარ ჯგერენაიამ ყურადღება გაამახვილა რეგიონულ ბიბლიოთეკებზე, სადაც დაცულია ბეჭდური დოკუმენტების საკმაოდ მდიდარი მასალა. არადა, ასეთი მასალა, უმრავლეს შემთხვევაში, მისი შენახვის ფორმის გამო, მიუწვდომელია მკითხველთა ფართო წრისათვის. კულტურული მემკვიდრე-

ობა კი გაცილებით “ცოცხალია” და მას მოაქვს სარგებლობა საზოგადოებისათვის, როცა ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის: მკვლევრებისათვის, სტუდენტებისათვის და ა.შ. რუსუდან ასათიანმა აუდიტორიას გააცნო პროექტი “წარსულთან შეხვედრა”. პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს ოჯახებში დაცული აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები. ქ. დუშეთში, მოზდოკელებისა და ბიჭიაშვილების ოჯახებში დაცულმა უნიკალურმა ფოტოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე, ჟურნალისტებზე, მნახველებზე, ეს ფოტოები მალე ახალ “სიცოცხლეს” შეიძენენ და განთავსდებიან ელექტრონულ არქივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ირმა წამალაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საინტერესო პროექტებისა და თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი დარგი, თუ არ განიცდის მუდმივ პროგრესს, განწირულია. მისი თქმით, საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში ყოველთვის იყო და

მომავალშიც იქნება ეპოქის მოთხოვნათა დონეზე. თითოეული ბიბლიოთეკარის მოვალეობაა არა მარტო მიიღოს სიახლე, არამედ დანერგოს პრაქტიკაში და ინოვაციური პროცესების სიკეთე მიიტანოს თითოეულ მკითხველამდე. დრო იცვლება, სწრაფად მკვიდრდება საბაზრო–ეკონომიკური პროცესები, ახალ ტექნოლოგიებს უახლესი ტექნოლოგიები ცვლის. ხშირად ვხვდებით ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებასაც ტექნიკური პროგრესის მიმართ, ხშირად გვესმის კითხვა “წიგნი” თუ “კომპიუტერი”? ესაც გასაგებია... საქართველო ტრადიციული ქვეყანაა, წიგნის კულტურა ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. წიგნის კითხვა, ცოდნის შეძენა, წიგნთსაცავების დაარსება უაღრესად კეთილშობილურ საქმეს წარმოადგენდა. “წიგნის ტრფიალთა” სიმრავლე მოწმობდა ქართველთა განათლების მაღალ დონეზე. წიგნთსაცავები იყო ეკლესია–მონასტრებში, მეფე–დიდებულების სასახლეებში, ხოლო მეცხრამეტე საუკუნიდან კი გაიხსნა უამრავი ბიბლიოთეკა, მოწესრიგებული და მდიდარი წიგნადი ფონდებით. მაგრამ, სამწუხაროდ, რეგიონულ ბიბლიოთეკების ფონდებში შეუძლებელია ყველა წიგნის არსებობა. ამგვარად, პროექტის მიზანია, მკითხველთა ფართო წრეს, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, მიეცეს შესაძლებლობა, მარტივად მოიძიოს მისთვის საჭირო მასალა ერთიანი, სტანდარტიზებული ელექტრონული კატალოგების მეშვეობით დუშეთის ბიბლიოთეკიდან, რაც მისაღებიცაა და აუცილებელიც. ამ სერვისით ბიბლიოთეკა გახდება მკითხველისათვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო ადგილი. დასასრულ, გაფორმდა პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ერთიანი ელექტრონული, ბიბლიოთეკათშორისო, ინტერნეტული ქსელის შექმნის შესახებ.

ძვირფასო მკითხველო, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” შექმნაში. მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები, ციფრული ასლების ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსების შემდეგ ორიგინალები იმავე დღეს უვნებლად დაუბრუნდება მფლობელს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე – ქ. დუშეთი, ერეკლე მეორის ქ. № 17, ქ. დუშეთის ბიბლიოთეკა. ტ. 22–18–68.


4

დუშეთის მაცნე

20 ნოემბერი, 2012 წ.

ჩვენი მილოცვა

ასოციაციის “საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის” თავმჯდომარეს ქალბატონო მაია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გილოცავთ ასოციაციის 20 წლის იუბილეს, გისურვებთ გაძლიერებას, წინსვლას. არ მოგაკლოთ ღმერთმა კეთილი საქმეების კეთების სურვილი და შესაძლებლობა, რაც ასე მრავლად გაქვთ განხორციელებული. ასოციაციას “საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის” დავუკავშირდით 2010 წელს. მათი პირველი საქველმოქმედო აქცია პირმისაანთკარის მაშინდელი სკოლა–ინტერნატის მიმართ გაწეული დახმარებაა. მას მერე ჩვენი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. თქვენი ხელმძღვანელობით არაერთი კეთილი საქმე გაკეთებულა დუშეთის მუნიციპალიტეტში. 2011 წლის 15 ოქტომბერს ჟინვალის თემში იმყოფებოდა ექიმთა ბრიგადა, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფილის 16 ექიმით, გარდა ამისა, ჩართული იყო ბერძნული სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს” სპეციალისტთა ჯგუფი, თავისი დიაგნოსტიკური აპარატურით. დაბა ჟინვალის საავადმყოფოში, სადაც პაციენტებს იღებდნენ, უამრავი ხალხი მოვიდა, არა მხოლოდ ჟინვალელები, არამედ – მიმდებარე სოფლებიდანაც. ბუნებრივია, გაძვირებული სამედიცინო მომსახურებისა და წამლების ფონზე, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის უფასო გამოკვლევა, უფასო კონსულტაცია და მედიკამენტები შეჭირვებული ადამიანებისათვის ძალზე ხელსაყრელია. გარდ ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიზიტი, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმებთან, რომლებიც აქციას ატარებდნენ, ნამდვილად არ იყო ხელიდან გასაშვები, იმ დღეს – 450 პაციენტს გაეწია მომსახურება. 2011 წლის 19 ნოემბერს მორიგი საქველმოქმედო აქცია ასოციაციამ ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან – ჯუდი და დევიდ რისებთან ერთად ჩაატარა, ამჯერად ქ. დუშეთსა და სხვადასხვა სოფლებში. ინვალიდის 27 ეტლი გადაეცა ინვალიდებს, მათ ვისაც ეს ნორმალური ცხოვრებისთ-

მოსახლეობის საყურადღებოდ! 2012 წლის 24 ნოემბერს, 10 საათიდან, მჭადიჯვრის ამბულატორიის შენობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” და ბერძნული სამედიცინო ფონდი “ჰიპოკრატე” ერთობლივი პროექტის ფარგლებში ატარებს უფასო აქციას. მოსახლეობას მოემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები:

ვის ჰაერივით სჭირდებოდათ. 2011 წლის 17 დეკემბერს ქ. დუშეთში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია “დუშეთის ინვალიდთა ასოციაცია” – ვალერი პირმისაშვილის ხელმძღვანელობით. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყავით თქვენ და რუსუდან ხაბურზანია, ამ დღეს ასოციაციის 18 ბენეფიციარს საჩუქრები გადაეცით, გულთბილად მიულოცეთ ორგანიზაციის დაფუძნება და მომავალ თანამშრომლობას და მხარში დგომას შეპირდით. თქვენი ასოციაციის დუშეთთან ურთიერთობა და კეთილი საქმეების კეთების სურვილი არ წყდება. ამჯერად, 2012 წლის 21 იანვარს, დიდთოვლობის მიუხედავად, ასოციაციის წევრები საქველმოქმედო აქციით ჭოპორტის თემს ესტუმრნენ. ჭოპორტის საჯარო სკოლის შენობამ, სადაც პაციენტებს იღებდნენ, უამრავ პაციენტს უმასპინძლა ჭოპორტიდან, ბულაჩაურიდან, ლაფანაანთკარიდან, წითელსოფლიდან. მთელი დღის განმავლობაში ექიმთა ბრიგადის მაღალი კვალიფიკაციის ექიმები თავდაუზოგავად, თბილად და გულისყურით ემსახურებოდნენ ჭოპორტის თემის 542 მოქალაქეს. სამომავლოდაც არაერთი აქციაა დაგეგმილი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ვიმედოვნებთ, აუცილებლად გაგრძელდება ის თბილი ურთიერთობა, რაც წლების წინ არის დაწყებული. აქვე მადლიერი პაციენტებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სახელით გილოცავთ იუბილეს. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თქვენი საერთაშორისო ასოციაციის მთელ კოლექტივს, პირადად თქვენ, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი კეთილი საქმეებისათვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. პატივისცემით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ შაღაშვილი კარდიოლოგი; პედიატრი; თვალის ექიმი; ენდოკრინოლოგი; თერაპევტი; ნევროპათოლოგი; გინეკოლოგი; ექოსკოპია; ექიმი ლაბორანტი; ადგილზე გაიცემა მედიკამენტები.

მოსახლეობის გასინჯვისა და გამოკვლევების პერიოდში ქალბატონებს ჩაუტარდებათ საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა (PAP ტესტი). საკონტაქტო ტელეფონი: 5 95 15 64 80. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

­ხუთი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩვენ ერ­ თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­ სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­ სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და ნა­ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­ სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­­ბას. რედაქცია

ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი 6–9 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ ლიტვის ახალგაზრდობისა და ბავშვთა ცენტრი და ლიტვის სოციალური ფონდის წარმომადგენლები. მათი და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი: “შეიტყვე – გაიგე – იმოქმედე”, რომლის მიზანია საქართველო–ლიტვის (დუშეთის მუნიციპალიტეტის) ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების შემდგომი გამყარება. 6–7 ნოემბერს მოეწყო ფორუმი “ახალგაზრდობა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები დუშეთში”. ფორუმს დაესწრო ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი, ღონისძიების ორგანიზატორები ლიტვიდან: ვიტაუტას კუპლიაუსკასი – ლიტვის სოციალური პროგრამების ცენტრის დირექტორი, ვალდას იანკაუსკასი – ლიტვის ახალგაზრდობისა და ბავშვთა ცენტრის დირექტორი, იოლანტა მარკიავიჩენე – პროექტის “შეიტყვე–გაიგე–იმოქმედე” – ორგანიზატორი, თომას იონუშასი – კონსულტანტი. ალმა კერნიტე – მოდერატორი, დალია ნავიკენე – წამყვანი; დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე ნუნუ მღებრიშვილი და გუბერნიის მთავარი სპეციალისტი ადგილობრივ თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დარგში – დავით ტაბატაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ივერი ჯიქურაული, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ბესიკ შაღაშვილი, გამგებლის მოადგილეები ნინო ხუციშვილი და ბესიკ ვარდიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი – თინა ბანცური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ბიზნესმენები, ახალგაზრდობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სიმღერის ანსამბლი “ქართველო”. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი მაია ქავთარაძე, გამგეობის მთავარი სპეციალისტები: მანანა დოლიშვილი, დაჩი სიანაიძე და ირმა ჯანგირაშვილი. გაიმართა საინტერესო დისკუსიები და მუშაობა ჯგუფებში. პროექტის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდა კონკურსი თემაზე: “ჩემი კარიერა დუშეთში”. მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოეწყო კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. გამარჯვებულებს ლიტვის მხარემ გადასცა დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები. პროექტი დააფინანსა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


20 ნოემბერი, 2012 წ.

5

დუშეთის მაცნე

გამოცდები

საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში შემუშავდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის. ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს. ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას. მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მო-

სამზადებლად. ამასთან, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. ცატ-ის მოდელით ჩატარდება. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩააბარებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას კონცეფციის შუმუშავებისათვის, რომლითაც განისაზღვრება საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელი კომპლექსური ცვლილებები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის საბოლოო მოდიფიცირება, ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.

სპორტი

ამხანაგური შეხვედრა კრივში

შაბათს, 10 ნოემბერს, სოფელ არაგვისპირის კრივის დარბაზში “300 არაგველი” ჩატარდა პირველი ამხანაგური შეხვედრა ახალციხელ და დუშელ მოკრივეებს შორის. მწვრთნელებმა – არტურ ამბარიანმა და შოთა პაპოშვილმა რინგზე ათ–ათი წონითი კატეგორიის მოკრივე გამოიყვანეს. უშეღავათო ბრძოლები გაიმართა მაღალ წონებში. მონაწილეებმა ქულები თანაბრად გაიყვეს, ერთიმეორეს მეგობრულად დაემშვიდობნენ და სტუმრებმა მასპინძლები საპასუხო შეხვედრისთვის ახალციხეში მიიწვიეს. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ შეხვედრები ტრადიციული გახდეს და შეჯიბრებებში თანდათანობით სხვა ქალაქებისა და რაიონების მონაწილეებიც ჩართონ, რაც ხელს შეუწყობს მათს დაოსტატებას მომავალი საჩემპიონო ბრძოლებისთვის.

საინტერესო ინიციატივა 2012 წლის 24 აგვისტოს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან პეტერ ჰულენისთან. შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოში სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (ODA) მიკროგრანტების დანერგვის შესაძლებლობის განხილვა, რომლის მთავარი მიზანია მოცემულ ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და ქველმოქმედების ხელშეწყობა. ODA-ს თითოეული მიკროგრანტის ბიუჯეტი შეადგენს 5.000 ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 6 თვეზე არის გათვლილი. ODA-ს მიკროგრანტების პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში დაფუძნებულ ნებისმიერ ინსტიტუტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას (მათ შორის, ინდ. მეწარმე, შპს და ა.შ.). მიკროგრანტების აპლიკაციის შევსებისას მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა მხარემ წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მოახდინოს პროექტის მიზანშეწონილობის დასაბუთება. აღნიშნულ საკითხში, სლოვაკური მხარის თქმით, სლოვაკეთის საელჩო ქ. ანკარაში დაინტერესებულ ორგანიზაციებს გაუწევს ყოველგვარ დახმარებას და უზრუნველყოფს შესაბამისი რჩევებით. 24 აგვისტოს შეხვედრაზე პეტერ ჰულენიმ ხაზი გაუსვა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელზეც გაიცემა სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (ODA) მიკროგრანტები: • ტრანსფორმაციის პროცესში სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომლის მიზანს წარმოადგენს რეფორმების ინტენსიფიკაცია (ეკონომიკის, კანონმდებლობის, უსაფრთხოების, განათლების, სოციალური დაცვის, სახელმწიფო სამსახურის, თვითმმართველობის, საზოგადოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროებში); • სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, დიალოგის გააქტიურება მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ანალიტიკური წრეების მხარდაჭერა, ინტერსექტორული თანამშრომლობა, ფირმების მიერ საქველმოქმედო საქმიანობისა და პასუხისმგებელი მეწარმეობის წახალისება, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერება. • ევროკავშირთან თანამშრომლობის მიზნით, შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების შექმნა და განვითარება, გაფართოების პოლიტიკა, ევროკავშირის ნორმების და სტანდარტების დაახლოება ერთობლივი სექტორული პოლიტიკის ფარგლებში; • ჯანსაღი ბიზნეს–გარემოს ჩამოყალიბება, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ODA-ს მიკროგრანტების მისაღებად დაკმაყოფილდა 12 წარმოდგენელი პროექტი, მათ შორის, ერთი პროექტი წარმოდგენილია საქართველოს შპს “პეონი”–ს მიერ. დამატებითი ინფორმაციის მიღება აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.


6

20 ნოემბერი, 2012 წ.

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

მთავარანგელოზობა

მიტროპოლიტი ზოსიმე

წმიდა მოციქული პავლე ებრაელთა მათ აქვთ რაიმე სამყოფელი, მაშინ, მსახურება, ვიდრე მსახურება წმიდა ადამის შემდგომი წყევა და საკუთარი

მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “ანუ არა ყოველნი არიან მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?” (ებრ. 1,14). ასე რომ, ძმანო, ჩვენ მარტონი არა ვართ; ჩვენ გვყავს ჩვენი მფარველი ანგელოსნი. რა სასიამოვნო და დამამშვიდებელი აზრია, რომ ამ ცოდვილ დედამიწაზე, რომელსაც თითქოს წილად ხვდა მკვიდრობა ღვთის მცნებებს გადასული ადამიანებისა, არსებობენ წმიდა ანგელოსნიც. ადამიანის დაცემით მთლიანად როდი გაწყდა კავშირი ზეცასა და მიწას შორის, ხილულსა და უხილავ სამყაროს შორის, ადამიანებსა და ანგელოსებს შორის. ღვთის წყალობით, როგორც დასაბამიდან მზეს არ შეუწყვეტია დედამიწის ნათება, ისე ანგელოსებს – ადამიანებთან კავშირი. ახლაც, ზეცა არაა დახშული მიწისათვის, დღესაც, როგორც ყოველთვის, ანგელოსნი ღვთის განგებით ცხოვრობენ ადამიანებთან, როგორც სულიერ მეგობრებთან, სულის გადარჩენაში რომ ეხმარებიან მათ. ცნობილია, ძმანო, თუ როგორ ახარებს ადამიანს ქვეყნის მეორე, უცხო მხარეში თავისიანის ნახვა. ასევეა ანგელოსის ხილვისას ადამიანის მიერ. მათთან შეხვედრას, მათთან საუბარს, ჩვენ გადავყავართ სამყაროს მეორე მხარეში, უხილავ ზეციურ ნაწილში. ჩვენ ხომ ერთი გვაქვს სამშობლო ზეცა. ჩვენ სულიერად ხომ ვართ თანამემამულენი და აკი გვახარებს კიდეც ერთმანეთის ნახვა. მათთან შეხვედრისას ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას ზეციურს, ვაზროვნებთ, ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენს მშობლიურ ზეცაში. რა დიდი იმედია, ძმანო, რომ ჩვენთან არიან ზეციურნი არსებანი –ანგელოსნი, მფარველნი და დამცველნი ჩვენნი. ეს უწმიდესი ზეციური არსებანი, აქ, ხილულ დედამიწაზე ქმნიან ზეციურ განწყობილებას, ამაღლებულსა და წმიდას. მათი წყალობით ჩვენთვის, ცოდვილი ადამიანებისათვისაც კი შესაძლებელი ხდება უკვე დედამიწაზე ცხოვრება ისე, როგორც გარდაცვალების შემდგომ ზეცად ამაღლებისას. ჩვენთან არიან მფარველნი ანგელოსნი! რა დამამშვიდებელი უწყებაა კაცთათვის. ვის შეუძლია ეს ძვირფასი რწმენა წაგვართვას, რწმენა, რომელიც თვით უფალი ღმერთის მიერ გვაქვს მოცემული. ვის შეუძლია დაგვიხშოს ზეცის კარი და განგვაშოროს ჩვენს ძვირფას ძმებს – ანგელოსებს, რომელნიც, ღვთის სიყვარულით აღვსილნი, მარადის ჩვენთან არიან კავშირში? თუმცა არიან ისეთებიც, რომელნიც გამორიცხავენ ანგელოსთა არსებობას და გვეკითხებიან: როგორ შეუძლიათ ანგელოსებს, უსხეულოდ მოახდინონ ზემოქმედება ხორციელ, სხეულევან ადამიანებზე? – ჩვენ მათ ვუპასუხებთ, რომ დიახ, სწორედ ამიტომ შეუძლიათ ანგელოზებს ზემოქმედება ადამიანებზე, რომ სხეული არ გააჩნიათ და არიან სულიერნი. თუ

უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი არ არიან ისე მიჯაჭვულნი მასზე, როგორც ჩვენ, მოკვდავნი მიწას. არ გრძნობენ რა სიმძიმეს სხეულისას, ისინი თავისუფლად მოძრაობენ სივრცეში და

ანგელოსის? ანგელოსები ადამიანებზე მაღლა დგანან თავიანთი ბუნებით, ზნეობითა და სიწმიდით. განსხვავებით ჩვენს შორის არსებული წმიდა მიწიერი, გარეგნული, მოჩვენებითი განსხვავებულობისა, ზეცის უსხეულო ანგელოსთა მიერ ერთნაირი სიყვარულით ხდება დიდება ღვთისა. იქ წმინდად სრულდება უფლის სიტყვები: “უდიდესი თქუენ შორის, იყავნ თქუენდა მსახურ” (მთ. 23, 11). უნდა გვახსოვდეს, ძმანო, რომ ადამიანი უძვირფასესი ქმნილებაა ღვთისა. ღმერთმა კაცთა მოდგმის გადასარჩენად უსაყვარლესი ძე თვისი იესო ქრისტეც კი არ დაიშურა. აბა, წარმოიდგინეთ, თუკი ადამიანის საც-

„ძმანო, ჩვენ მარტო არა ვართ, ჩვენთან არიან მფარველნი ანგელოსნი. არავის და არაფერს არ შეუძლია შეგვირყიოს ეს რწმენა ზეცის უსხეულო ძალებისადმი. თვით ღვთის სასუფეველიც კი ვერ წარმოგვიდგენია ანგელოსთა გარეშე – ღვთისა და ადამიანებს შორის რომ ახორციელებენ სასიკეთო კავშირს.”

ღვთის მითითებით იქ ჩნდებიან, სადაც საჭიროა მათი დახმარება. ჩვენი უხეში სხეული არ წარმოადგენს მათთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას ჩვენს სხეულებზე ზემოქმედებისათვის. ჩვენ, მოკვდავნი, ერთმანეთის შინაგან გრძნობებსა და განცდებს ვერ ვწვდებით, სანამ თვითონ არ გავუხსნით ერთმანეთს გულს, წმიდა ანგელოსნი კი კარგად ხედავენ ჩვენს შინაგან სამყაროს, მათ იციან ჩვენს სულში რა ხდება, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ზოგი იმასაც კითხულობს – ზედმეტი ხომ არაა ანგელოსის ზრუნვა ადამიანზე მაშინ, როცა თვით ღმერთი იცავს კაცს? – რა თქმა უნდა, არა. ღმერთი ზრუნავს ახალშობილზე, რომელიც თხოვს დედას ძუძუს, მაგრამ ეს ზრუნვა ღვთისა როდი გამორიცხავს დედ–მამის ზრუნვას ჩვილზე. ასევე ხდება უხილავ სამყაროშიც. ყოვლისშემძლე ღმერთის მზრუნველობა ჩვენს სულსა და ხორცზე, არ გამორიცხავს ჩვენზე უფრო ძლიერი სულის მქონე ანგელოსთა მსახურებას კაცთათვის. და ბოლოს, არის ისეთი აზრიც, რომ თითქოს ადამიანი არ იყოს ღირსი წმიდა ანგელოსთა მსახურებისა. საქმე იმაშია, რომ ანგელოსნი ემსახურებიან რა ადამიანს,– ეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თვით მათთვის. ამ მსახურებით ისინი ადიდებენ ღმერთს, ანგელოსნი ზეციდან მარტო იმისთვის კი არ იგზავნებიან, რომ ადამიანებს ქვეყნიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში დაეხმარნენ, არამედ მოჰფინონ კაცს სიყვარული ღვთიური და ზეციური ნათელი. განა შეიძლება იყოს უფრო საპატიო და ამაღლებული

ხონებლად თვით უფლის განკაცება და მისი ზეციდან გარდამოსვლა იქნა ზეციდან საჭიროდ მიჩნეული მამის მიერ, ე.ი. თუკი ცოდვილი ადამიანი ღირსი გახდა განკაცებული ღმერთის მსახურებისა, მით უფრო არ იქნება გამართლებული ანგელოსთა, როგორც ღვთის ერთგულ მსახურთა, ზეციდან მიწაზე გადმოსვლა და დგომა ადამიანის სამსახურში? ასე რომ, ძმანო, ჩვენ მარტო არა ვართ, ჩვენთან არიან მფარველნი ანგელოსნი. არავის და არაფერს არ შეუძლია შეგვირყიოს ეს რწმენა ზეცის უსხეულო ძალებისადმი. თვით ღვთის სასუფეველიც კი ვერ წარმოგვიდგენია ანგელოსთა გარეშე – ღვთისა და ადამიანებს შორის რომ ახორციელებენ სასიკეთო კავშირს. მთელი ქვეყნიერებაც ხომ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს, როგორც ერთიანი, ღვთის ოჯახი, რომელშიც ღვთის სადიდებლად ცხოვრობენ გონიერი არსებანი – ანგელოსნი და ადამიანნი. ადამიანის შეცოდებამდე და ცოდვით დაცემამდე მართლაც ასე იყო. მაშინ მიწა ასე ძალიან არ იყო დაცილებული ზეცას და ზეციურ არსებათა გამოცხადება ქვეყნად არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ შემთხვევასა და სასწაულს. მაშინ თვით ღმერთიც კი პირისპირ ესაუბრებოდა ადამიანს, ანგელოსნი კი ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და ადიდებდნენ შემოქმედს. ადამიანთა შეცოდებამ, ღვთის მართლმსაჯულების დარღვევამ, გააჩინა უფსკრული ზეცასა და მიწას შორის. ეს სიშორე, ეს სიცარიელე ამოავსო უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი საკაცობრიო მსხვერპლშეწირვით. ღმერთი გადმოვიდა მიწაზე, ცხოვრობდა, მოღვაწეობდა ხალხში და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მან თავისი ნებით იტვირთა

სისხლით განბანა ცოდვით შებღალული ადამიანი. ამ გზით მოხდა ზეცისა და მიწის შერიგება, როგორც ამას ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე: “მშვიდობაი–ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისათა მის მიერ, გინა თუ ქვეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა” (კოლ. 1,20). ასე რომ, იესო ქრისტეს წყალობით, ზეცის უსხეულო არსებებს კვლავ გაეხსნათ გზა მიწისაკენ და ანგელოზებმა დაიბრუნეს ადამიანებთან ერთობლივი ცხოვრება. ძმური და უფლისმიერი, შეცოდებამდე რომ ჰქონდათ. აღსდგა ზეცასთან დამაკავშირებელი ხიდი, მათ სასიხარულო უწყებანით გაახარეს ქვეყნის მკვიდრნი. მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა მღვდელ ზაქარიას უფლის წინამორბედის, – წმიდა იოანე ნათლისმცემლის დაბადება. ექვსი თვის შემდეგ იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ქალწულ მარიამს და ახარა ქვეყნიერების მხსნელის – იესო ქრისტეს მისგან ხორციელად შობა. მთავარანგელოსნი გამოეცხადნენ იუდეველ მწყემსებს და ახარეს კაცობრიობის მხსნელის – მესიის ქვეყნად განხორციელება. კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისა, თუ როგორი სიყვარულით მკვიდრობდნენ ზეცის უსხეულო ძალნი კაცთა შორის. წმ. მამათა ცხოვრებიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ ქვეყნიურ სიცოცხლეშივე მამები ანგელოსებთან. ისინი მათ ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ ისევე, როგორც დღეს ჩვენ ერთმანეთს; და თუ ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ მფარველ ანგელოსებს, ეს უნდა აიხსნას ორი მიზეზით: პირველი ისაა, რომ ჩვენ ან საერთოდ არაფერი ვიცით მათ არსებობაზე, ანდა ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს მათზე. მეორე მიზეზი კი, ჩვენი აზრით, არის ის უმთავრესი, რომ ჯერ კიდევ არ ავსულვართ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე, რომელზედაც იხსნება შინაგანი თვალთახედვა ჩვენი. ადამიანებს გვამძიმებს და გვაბნელებს ცოდვა, საჭიროა, ძმანო, განვიწმიდნეთ და ყურადღებით ჩავუკვირდეთ ჩვენს შინაგან გრძნობებს. მაშინ უეჭველად დავინახავთ ჩვენს სულიერ თანამგზავრებს, ჩვენს ძლიერ მფარველ მეგობრებს – ანგელოზებს. გიხაროდეთ, საყვარელნო ძმანო, ჩვენთან არიან ანგელოზნი! განვიმტკიცოთ რწმენა ზეცის უსხეულო ძალებისადმი და კაცობრიული მოდგმის მცველებისადმი აღვავლინოთ სამადლობელი გალობა: გიხაროდეთ, ბოროტთა ძალთა შემმუსვრელნო; გიხაროდეთ, ყოველთა უგუნურთა ზრახვათა დამარღვეველნო; გიხაროდეთ, კაცთა შორის ღვთის თაყვანისცემის დამნერგველნო; გიხაროდეთ, უძლურთა და გაჭირვებულთა ქომაგნო; გიხაროდეთ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო. მრავალ მთავარანგელოზობას დაგვასწროს, ძმანო, უფალმა ღმერთმა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა იყოს თქუენ–თანა, უკუნისამდე, ამინ!


20 ნოემბერი, 2012 წ.

7

დუშეთის მაცნე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქ. დუ­შე­თი

საჩუქარი პანსიონატის ბენეფიციარებს

ოქტომბერში პირმისაანთკარის შეზღუდული უნარების მქონე პირთა პანსიონატს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა, თურქეთის საკონსულოს დახმარებით, საჩუქრად 400–400 კგ. ვერმიშელი და მაკარონი გადასცა. პანსიონატის ბენეფიციარებმა და ადმინისტრაციამ სტუმრებს საჩუქრისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

26 ოქტომბერი, 2012 წე­ლი

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1. “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებით (სსმ, 30/03/2012, ს/კ 280070120.35.152.016084) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ პირები: ა) ქ.დუშეთის, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანაურის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 2000კვ/მმდე მიწის ნაკვეთებზე; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 2500 კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთებზე; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე”. მუხლი 2 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი

5 წელი გოდერძი ჩოხელის მარადისობაში გადასვლიდან ამ შემოდგომას 5 წელი შესრულდა გენიალური ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის -გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან. ჩვენი გაზეთი კიდევ ერთხელ ტკივილით იხსენებს ბატონ გოდერძის და ამჯერად მის სამ ლექსს სთავაზობს მკითხველს

სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო, კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი... კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: - იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის,

კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. - შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! - ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.

გაზაფხულზე გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს

ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო! თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არ ამომთხაროთ, ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ. რა ვიცი, იქნებ, თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს.


CMYK

8

20 ნოემბერი, 2012 წ.

დუშეთის მაცნე საინტერესოც, სასარგებლოც...

ცოტა რამ გოგრის შესახებ

ადამიანები გოგრას ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კარგად იცნობდნენ, მას მიირთმევდნენ ძველ ეგვიპტეშიც. არც ისე დიდი ხნის წინ გოგრის თესლს ჭიების წინააღმდეგ, სამკურნალოდ იყენებდნენ. შეიძლება, მაშინ არც კი იცოდნენ, რომ გოგრის რბილობსაც აქვს სამკურნალო თვისებები. მათში შედის მნიშვნელოვანი მიკროელემენტები, ვიტამინები, მათ შორის კალიუმი, რომელიც არც ერთ სხვა ბოსტნეულსა და ხილში არ არის. გოგრა გემრიელია, ლამაზია, ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი… გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც,

რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები. გოგრა ადამიანს იცავს ნაადრევი დაბერებისგან. ორგანიზმში არსებული ანთებების, ღვიძლის ცეროზის, ქრონიკული ჰეპატიტისა და ღვიძლის შეშუპებისას ასევე გამოიყენება გოგრის ფაფები. კოლიტის დროს სასურველია ერთი ჭიქა გოგრის წვენის მიღება. დაბალი კალორიულობის გამო გოგრა დიეტურიცაა. გაცივებისას მისი უმი რბილობის წვენი შველის ხველას. გოგრის ფაფას ტემპერატურის დამწევის სტატუსიც აქვს. ასევე მას იდებენ დამწვარ, გამონაყარიან ადგილებზე.

იცით თუ არა, რომ...

იქ, ცასთან ახლოს...

მიმდინარე წლის 13–17 ოქტომბერს ყაზბეგის რაიონში იმყოფებოდა მთამსვლელთა ჯგუფი ბაბუა ალუდაურის, შალვა არდოტელის, ბექა მისირელის, ბექა სუჯაშვილის, ლელა წიკლაურისა და კახი წიკლაურის შემადგენლობით. ისინი 15 ოქტომბერს ავიდნენ კავკასიონის ქედის ერთ–ერთ ულამაზეს მწვერვალ “მყინვარწვერზე”.

ადამიანებს, რომელთაც მთელ დღეს ფეხზე დგომა უწევთ, შეუძლიათ გოგრის ფაფა დაიდონ ტერფების ტკივილისგან თავის დასაღწევად. 1/3 ჭიქა თაფლიანი გოგრის წვენი კი, თურმე, უძილობასაც შველის.

ყავა და ყავის თვისებები

ასვლა მიეძღვნა ჯგუფის წევრების საერთო მეგობრის, გასულ გაზაფხულს უდროოდ გარდაცვლილი მომღერლის – ალუდა ქეთელაურის ხსოვნას, რომელმაც თან წაიყოლა მყინვარწვერზე ასვლის აუსრულებელი სურვილი. ჯგუფმა მწვერვალზე აიტანა გარდაცვლილი მეგობრის სურათი.

ფოტოები ბაბუა ალუდაურისა. იბეჭდება გაზეთიდან „ყაზბეგის მაცნე”.

ყავა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა დღევანდელ მსოფლიოში, ბევრი საინტერესო და სახალისო რამით გამოირჩევა. მაგალითად: — ამბობენ, რომ პირველად ყავას შაქარი შეურია საფრანგეთის მეფემ ლუი მეთოთხმეტემ 1715 წელს. — აღსანიშნავია, რომ 1657 წელ ბრიტანეთში ყავას უკეთებდნენ რეკლამას, როგორც წამალს ნიკრისის ქარით დაავადებულთათვის — ყავის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა, უკოფეინო ყავას აწარმოებს. ხოლო გამოცლილ კოფეინს კი ფარმაცევტული ფირმები შეისყიდიან. — მზადების პროცესში, როდესაც ყავა გაციებას იწყებს, გამოიყოფა დაახლოებით 700 ქიმიური ნივთიერება. — კოფეინის ხე „არაბიკა” წელიწადში დაახლოებით 6 კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა, რაც დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურაზე. — რამდენიმე ხარისხად დაფასოებისა და შენახვის შემდეგ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში თითოეული ხარისხის მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს და ყავა უფრო არომატული ხდება. — მსოფლიოში წარმოებული ყავის მესამედი ბრაზილიაზე მოდის — ეს კი დაახლოებით ნახევარ ტონა ყავაზე მეტია წელიწადში — ყავის მარცვალი, ისევე როგორც ყურძენი, ძალიან მგძნობიარეა ტემპერატურის, სინესტისა და წნევის მიმართ. — ყავის კლასიფიკაცია სამი ნიშნით ხდება: მარცვლის ხარისხი, მომზადების ხარისხი და მარცვლების ზომა. — ყავა მსოფლიოს 45 ქვეყანაში ხარობს. — ყავა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია. თურმე, ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 400 მილიარდი ფინჯანი ყავა. CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო

dushetis macne  

dushetis macne