Issuu on Google+

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2013 წლის 12 ივნისი ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლობას მიკუთვნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების", ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-17 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თანამდებობრივი რანგით უფროსი ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-14 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-5 თავით. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

მართვის

გაუმჯობესების

მიზნით

ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის http://www.matsne.gov.ge

01026002035152016136


ხელშეწყობას; ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

საქმიანობის

გაუმჯობესების

მიზნით

კ) საქმისწარმოებას სოციალური დახმარებების გაცემის თაობაზე; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge

ცარო საძაგლიშვილი

01026002035152016136


Jandacva da socialuri