Page 1

CCMMYYKK

(61) №1 №5 (39)

იანვარი, 30 ივნისი,

2011 2013 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ.

დუშეთის

სა ქარ თვე ლოს გვ. პრე 2 ზი დენ ტი

2

დეპუტატი ირაკლი მოსახლეობის საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ ტრიპოლსკი დუშეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელობა ინ სტი ტუტ ში (AEI) გა მართულ მოსახლეობას შეხვდა

პროგრამაშეიცვალა ფართოვდება გვ. 3 

კონ ფე რენ ცი აზე სიტყვით

2

საკრებულოში გა მო ვი და სესიის სხდომაზე გამგეობისგუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სამსახურების სოფლის მეურნეობის დებულებები განვითარების დამტკიცდა

გვ. 2

გვ. 2 სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლად კიდევ საკრებულოსა დაჯერ გამგეობაში

ბევრი პრობლემაა გვ. 2  გვ. 4

აუცილებლობაზე ისაუბრა

 გვ. 2 საარჩევნო გვ. 7 26 ივნისს ექნებათ რაშვებულება იგეგმება გარემოს  გვ. 2 ლომისობა კულტურის სფეროში? აღინიშნა გ ა ს ა უ მ ჯ ო ბ ე ს ე ბ ლ ა დ 4 დუშელი კარატისტები 2 პედაგოგებს ორთვიანი

გვ. 7

ასპარეზობენ...

დ უ შ ე თ ი ს 2 0 1 1 წლიტერატურული ლის შობადობის ტენდენცია თეატრის ბიუჯეტი დამტკიცებულია მატების 7 მიხა ხელაშვილის შენარჩუნებულია ხსოვნის დღე

იურიდიულ თემაზე

“ქალილო” სახელმწიფო ხელისუფლება თურქეთში

სტუმრობა  გვ.

“ამ მიწის ბედი სულიერება ჩემი ბედია...” ნინოობა

7

8

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა ტრაგიკულად დაღუპული გვ. 3 თეონა

ქუმსიაშვილი სასარგებლო რჩევები 8 გვ. 6

გვ. 4

გვ. 2

ხსენება წმიდა

გვ. 7

გაიხსენეს

ნინო ქართველთ

განმანათლებლისა

ტაძარში და მოციქულთა სწორისა გვ. 5  ლოცვისათვის გუდაურმა ხევსურულ საღამოს უმასპინძლაგვ. 6 

გვ. 6


2

დუშეთის მაცნე

30 ივნისი, 2013 წ.

ქრონიკა

დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი დუშეთის მოსახლეობას შეხვდა

19 ივნისს დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ქ. დუშეთის კულტურის სახლში მიმდინარეობდა. დეპუტატმა, გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, შეკრებილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და იმ პროექტების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ახალი ხელისუფლება დუშეთში. მოსახლეობის შეკითხვები ძირითადად დასაქმების, აგრეთვე გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების თემას მოიცავდა.

საკრებულოში სესიის სხდომაზე გამგეობის სამსახურების დებულებები დამტკიცდა

12 ივნისის სესიის სხდომაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მისი სამსახურებისა და განყოფილებების დებულებები. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ გამგეობის რეორგანიზაციის შედეგად უფრო ეფექტური გახდება სტრუქტურა და გაიზრდება აღმასრულებელი ორგანოს ქმედითობა.

მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. გაფართოებული პროგრამა ასევე ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე, 70 პროცენტით დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 000 ლარი), 80 პროცენტით დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი), ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა – 800 ლარი). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეებს უფლება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.  როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება უფრო გამდიდრებული პირველადი ჯანდაცვის პაკეტი და ბევრად გაფართოებული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც დაემატება გეგმიური სერვისები.  „ამჯერად, ამბულატორიულ მომსახურებას დაემატება სპეციალისტების კონსულტაციები და გაფართოებული კვლევითი პაკეტი. ჩვენ რისკების შეფასებას ვაკეთებდით მთელი 8 თვის განმავლობაში, ამიტომ რაიმე საფრთხე გამორიცხულია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.   მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიები დარჩებიან სამედიცინო მომსახურების ბაზაზე.   „აქამდე სადაზღვევო კომპანიებთან გვქონდა კონსულტაციები და კიდევ იგეგმება დამატებითი ორთვიანი კონსულტაციები. მათთან შეთანხ-

მებით მოხდება ამ ბაზრის ისეთი ორგანიზება, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტზე”, - აცხადებს იგი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და მასში ჩართვა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეძლო, რო-

მელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით არანაირი ჯანმრთელობის დაზღვევა არ გააჩნდა. „პროგრამა ითვალისწინებდა 453 ნოზოლოგი ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას. პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 1 347 658 ბენეფიციარი, გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა – 15 275. სულ გაიხარჯა 6 361 132 ლარი”, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

პედაგოგებს ორთვიანი შვებულება ექნებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ” ბრძანებაში, რითაც პედაგოგთა ანაზღაურებადი  შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ. ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) განსხვავებული საშვებულებო ვადა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება. მიმდინარე წლიდან, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდანვე ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს ორი სექტემბრისთვის გამოცხადდნენ. აქამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს

ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ. შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილების საფუძველზე კი, პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ზაფხულის პერიოდში ორთვიანი შვებულებით ისარგებლონ და, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ანაზღაურება შვებულებაში გასვლის წინ მიიღონ.


30 ივნისი, 2013 წ.

3

დუშეთის მაცნე

შთაბეჭდილებათა ნაკვალევი

“ქალილო” თურქეთში „ხელოვნებაში, გარდა განათლებისა, საჭიროა კიდევ რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც ვერც ერთი პროფესორი ვერ აგიხსნის... რაღაც ისეთი სიფაქიზე და მომხიბვლელობა, რომელიც შენგან უნდა მოდიოდეს” – (პიერ ოგიუსტ რენუარი). ზუსტად ასეთია დავით ქავთარაძე – დუშეთის ანსამბლ „ქალილოს” ხელმძღვანელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სულ მოკლე დროში, რათა „ქალილო” პროფესიულ და წარმატებულ კოლექტივად ჩამოეყალიბებინა. აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ანსამბლის თითქმის არცერთმა წევრმა ხალხურ საკრავებზე დაკვრა არ ვიცოდით. ცოტა არ იყოს, თავიდან, ბატონი დავითის ასეთ შემართებას და იმედს, რომ ანსამბლი ცნობილი გახდებოდა, ეჭვის თვალით ვუყურებდი. ხშირად ვამბობდი კიდეც ხუმრობით: შორს არ არის ის დრო, როცა „ქალილოს” სახელი საქართველოს საზღვრებს გასცდება. და, მართლაც, შორს არ ყოფილა ის დრო... „ქალილო” პროფესიული, აკადემიური და ცნობადი ანსამბლი გახდა და დაევალა თურქეთში, ქ. ფეტიეში გამართულ სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში მიეღო მონაწილეობა და მსმენელისთვის გაეცნო ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, მუსიკალობით. დამეთანხმებით, ძალიან საპატიო მისია დაგვეკისრა. ფესტივალზე ათი ქვეყანა იყო მიწვეული: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, ირლანდია, ესპანეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, ინდონეზია, თურქეთი. დადგა თურქეთში გამგზავრების დღე, 1 მაისის დილა. ველოდებით ავტობუსს ჩვენი ბარგით და საკრავებით. ცოტა არ იყოს, აფორიაქებულები და შეშინებულები ვართ. „ქალილოს” პირველი გასვლაა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელმძღვანელის გარეშე. (ბატონი დავითი ანსამბლ „ურმულთან” ერთად მიწვეული იყო ინგლისში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც „ქალილოს” თურქეთში გასტროლებს ემთხვეოდა. ამ მიზეზით ჩვენ მოგვიწია მარტოს გამგზავრება). ბატონი დავითიც ცდილობს დამალოს ნერვიულობა. ავტობუსის მოლოდინში უკვე რამდენჯერმე გადაგვთვალა. არ ვიცი, ჩვევაა თუ ნერვიულობის გამო, სადაც არ უნდა წავიდეთ კონცერტზე გამოსასვლელად დუშეთის კულტურის სახლში, თბილისში თუ ნებისმიერ ღონისძიებაზე, პატარა ბავშვებივით გვაქცევს ყურადღებას. გვთვლის, მისი თვალთახედვის არეში უნდა იყოს ყველა. არც თურქეთი იყო გამონაკლისი. მთელი 10 დღის განმავლობაში სატელეფონო კონტაქტი გვქონდა ხელმძღვანელთან. ყოველ დღე გვირეკავდა და ჩვენს ყველა ნაბიჯს კითხულობდა. მითითებებს გვაძლევდა და ყურადღებას გვაქცევდა. ინგლისიდან აგვარებდა ყველაფერს, თუ რამე გვიჭირდა. აი, გამოჩნდა კიდეც ტრანსპორტი. ბატონმა დავითმა უკანასკნელი მითითებები მოგვცა და გავუდექით გზას. გავცდით თუ არა საქართველოს ტერიტორიას, მომენტალურად ყველამ მოვიწყინეთ. თითქოსდა, სამუდამოდ ვტოვებდით სამშობლოს. სევდა შემოგვაწვა. გზა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა უსასრულოდ გაგრძელდა. 32 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივედით ქალაქ ფეტიეს ავტოსადგურში. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი საინტერესო თავგადასავალი თურქეთში. გაჩერდა ავტობუსი, ყველა მგზავრი ჩამოვიდა და მივხვდით, რომ ჩვენც უნდა ჩამოვსულიყავით. დაღლილ–დაქანცულნი, ღამენათევები, ერთი სული გვაქვს სასტუმროში მივიდეთ, რომ ცოტა დავისვენოთ, მაგრამ არ გინდა გააგებინო თურქებს, აუხსნა ვინ ვართ, საიდან ვართ და სად მივდივართ? არ ვიცით არც თურქული, არც ინგლისური. ვერ ვაგებინებთ და ვერ იგებენ ჩვენსას. ვდგავართ ჩვენი ბარგით, საკრავებით და არ ვიცით, რა გზას მივმართოთ. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ, როგორმე გავაგებინოთ თურქებს რამე. ვსაუბრობთ რუსულად, ქართულად, ვიშველიებთ თითო–ოროლა ინგლისურ სიტყვასაც, ვაჩვენებთ ჩვენ საკრავებს, მაგრამ ამაოდ. ამ გაწამაწიაში ვართ და უცებ თვალი მოვკარით კაცს, რომელსაც თეთრი ფურცელი უჭირავს ხელში, რაზეც ნაცნობი სიტყვები ამოვიკიხეთ – ფეტიე, ფესტივალი. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ

ჰქონდა. გვეშველა, ავტოსადგურიდან სასტუმროში წაგვიყვანეს, სადაც იმავე პრობლემას, ენის ბარიერს წავაწყდით, მაგრამ თავს ვიმშვიდებდით იმით, რომ დანიშნულების ადგილამდე მივედით და როგორმე თავს გავიტანდით. სასტუმროს ადმინისტრაციას ძლივს გავაგებინეთ, რომ თარჯიმანი გვჭირდებოდა. მათ სასწრაფოდ სასტუმროს ერთ–ერთი თანამშრომელი, 25 წლის გულტეკინი მოგვიყვანეს, რომელიც რუსულს „ამტვრევდა”. გულტეკინი ჩვენებურად „მოვნათლეთ” და გიორგი დავარქვით. გიორგი გვერდიდან არ გვშორდებოდა და დახმარებას გვიწევდა, თარჯიმნობდა. ძალიან თბილად მიგვიღეს, ყველას სამახსოვრო საჩუქრები გადმოგვცეს. ფესტივალი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ცხოვრების კარგი პირობებით და ლამაზი გარემოთი. სასტუმროს გარეთ დაცვით და ესკორტით დავდიოდით.

გიორგის სასტუმროს ტერიტორიის დატოვება არ შეეძლო. ამიტომ, როდესაც სხვაგან გვიწევდა წასვლა, თარჯიმანი არ გვყავდა. წარმოიდგინეთ ჩვენი გასაჭირი. ორი დღის შემდეგ მოგვიყვანეს მოსკოველი იულია, რომელიც ყველგან დაგვყვებოდა. მაგრამ, დამიჯერეთ, უკვე აღარ გვჭირდებოდა. იმდენად მივეჩვიეთ ჟესტებით ლაპარაკს, რომ ჩვენ თვითონ გაგვქონდა თავი. ერთხელ, მაღაზიაში ორ ესპანელს შევხვდით, გამყიდველი, რა თქმა უნდა, თურქი იყო. დაახლოებით ნახევარ საათს დავყავით იქ. არ ვიცი როგორ, რანაირად, რა ენაზე ვსაუბრობდით, მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ ერთმანეთს ვაგებინებდით ყველაფერს. რაღაცებს ვყვებოდით და ვიცინოდით. „ქალილო”, ნახევარსაათიანი პროგრამით, კონცერტებზე დღეგამოშვებით უნდა გამოსულიყო. მოვიდა ჩვენი პირველი კონცერტის დრო. ქალაქის ცენტრში, უზარმაზარ მოედანზე მოწყობილია საკმაოდ დიდი სცენა. მსმენელი ნელ–ნელა მატულობს და კონცერტის დასაწყისისთვის მოედანი გადაიჭედა ხალხით. ვერ გადმოგცემთ ემოციას. ნერვიულობა მატულობს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო მუსიკოსები არიან მოწვეულნი. ძალიან გვინდა ჩვენი პირველი გამოსვლა შთამბეჭდავი იყოს. სცენაზე ასვლისთანავე მოგვეხსნა დაძაბულობა. ჩვენმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. გვესმის შეძახილები – „ბრავო”, „ბის”... სცენიდან ჩამოსულებს მუსიკოსთა დიდი ჯგუფი დაგვხვდა. ფესტივალის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები უამრავი კომპლიმენტით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მრავალხმიანობით და საკრავების მრავალფეროვნებით იყვნენ აღფრთოვანებულნი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყები ვიყავით. პირველი კონცერტის შემდეგ, ყოველ დილით, ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები გვეკითხებოდნენ, დღეს ვმღეროდით თუ არა? როდესაც იგებდნენ, რომ კონცერტი გვქონდა, უკლებლივ ყველა მოდიოდა ჩვენს მოსასმენად. ფესტივალის ფარგლებში ეწყობოდა ექსკურსიები. გვათვალიერებინებდნენ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ ადგილებს. ყველა ექსკურსია საინტერესო იყო. აქედან რამდენიმეს გამოვყოფ მხოლოდ. წაგვიყვანეს ბერძნული ნაქალაქარის კეიაკოს სანახავად. ნაქალაქარი უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. იქ მხოლოდ შემორჩენილია ქვისგან

ნაშენი სახლების კედლები. ეტყობა, რომ ერთ დროს ძალიან დიდი, ლამაზი და ძლიერი ქალაქი იყო. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს დღე იმით, რომ ნანგრევებს შორის ბერძნული, მართლმადიდებლური ეკლესია ვიხილეთ, რომლის ნახვამაც ძალიან გაგვახარა. ჩვენ, ტაძრის ეზოშიც და თვითონ ტაძარშიც უფლის სადიდებელი საგალობელი შევასრულეთ. ფესტივალის ყველა მონაწილემ წრე შეკრა ჩვენს გარშემო და სულგანაბულნი გვისმენდნენ. სიტყვები არ ესმოდათ, მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო რას ვმღეროდით. ერთ–ერთ ექსკურსიაზე, შესვენების დროს, სიმღერა წამოვიწყეთ. არ მიგვიქცევია ყურადღება არავისთვის, რადგან ყველა თავისთვის ერთობოდა. როდესაც სიმღერას მოვრჩით, ტაშის ხმა და შეძახილები გავიგეთ. გვთხოვდნენ, კიდევ გვემღერა. ჩვენც, რა თქმა უნდა, პატარა კონცერტი მოვაწყეთ. ფესტივალის ერთ–ერთმა უცხოელმა მონაწილემ გარმონზე „სულიკოს” დაკვრა დაიწყო. წარმოიდგინეთ ჩვენი რეაქცია და სიხარული. ენით ვერ გადმოგცემთ. ყველა მღეროდა ჩვენთან ერთად. სიტყვები არ იცოდნენ, მაგრამ მელოდიას ღიღინებდნენ. საინტერესო იყო იახტით გასეირნება ხმელთაშუა ზღვაზე. დაგვირიგეს ფესტივალის ჰიმნის ნოტები და გვთხოვეს, რომ გვესწავლა გალა კონცერტისთვის. მოგეხსენებათ, რომ ყველა მუსიკოსი იყო იქ და სიმღერაც რამდენიმე წუთში მზად იყო. მელოდია ერთხმიანი იყო. ჩვენ სიმღერა ხმებში გავშალეთ. სასტუმროში სულ ბრავო ქალილო, ბრავო ჯორჯიას შეძახილით დავბრუნდით. მსგავსი რამ მეორდებოდა ყოველ დღე და ყველა დღე ასეთი წარმატებული იყო. არ შემიძლია არ მოგითხროთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, რომელსაც მუსულმანურ სამყაროში შევხვდით. საქართველოდან მომზადებულნი წავედით. წავიღეთ ენდრო. წითელ პარასკევს კვერცხი შევღებეთ და ჭონაზეც ვიყავით თავისი ყველა წესის დაცვით. ვმღეროდით „ალათასა, ბალათასა”... რა თქმა უნდა, ისევ ჩვენებთან, „ქალილოს” წევრების კარებთან შევასრულეთ რიტუალი. სხვა, აბა, რას გაგვიგებდა?! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა კი საგალობელით და ანთებული სანთლებით ვიზეიმეთ. ვგალობდით – „ქრისტე აღდგა მკვდრეთით”... ქართველები ყველგან ქართველობენ. თურქეთში ყოფნის პერიოდში „ქალილოზე” წერდნენ პრესაში. ტელევიზიით გადიოდა გადაცემები ჩვენს შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიგვიწვიეს ტელევიზიაში და პირდაპირ ეთერში დაახლოებით ნახევარსაათიანი პროგრამით წარვდექით მაყურებლის წინაშე. ფესტივალის ინგლისელმა მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი და აიღეს ინიციატივა, რომ, როდესაც ინგლისში ჩატარდება მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი, აუცილებლად მიიწვიონ „ქალილო”. რაოდენ საამაყოა ის, რომ ეკუთვნოდე ერს, რომელსაც ხალხური სიმღერის კლასიკური ნიმუშები აქვს, მაგრამ, არანაკლებ საამაყოა, თვითონ იყო შემსრულებელი ამ სიმღერებისა, საქართველოს ფარგლებს გარეთ აცნობდე ქართული ხალხური სიმღერის კულტურას, ეროვნულობას, სილამაზეს... ასე დასრულდა ჩვენი 10 დღიანი გასტროლი თურქეთში. 9 მაისს, დილით, ავტობუსმა მოგვაკითხა. ემოციებით დატვირთულნი გამოვემგზავრეთ საქართველოსკენ. P. S. მინდა, „ქალილოს” სახელით დიდი მადლობა გადავუხადო „სიოფის” – საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ ლევან კასრაძეს, რომელმაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ქვეყნის კულტურა წარგვედგინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსმენელისთვის. აგრეთვე, ქ. ფეტიეს ხელმძღვანელობას და ფესტივალის ყველა ორგანიზატორს გულთბილი დახვედრისთვის და ყურადღებისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტს, ფინანსური მხარდაჭერისთვის. ცირა ელიაშვილი


4

დუშეთის მაცნე

30 ივნისი, 2013 წ.

სოფელი დღეს...

სოფლად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება რომ სოფლის მეურნეობის განვითარება იყო, თავიდანვე ცხადი გახდა. თუმცა, წლების განმავლობაში გაპარტახებული და გაჩანაგებული ქართული სოფელი ჯერ კიდევ დასუსტებულია და დახმარების იმედით ცოცხლობს. სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებამ დამუშავებული მიწის პროცენტული მაჩვენებელი გაზარდა. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დარიგების პროცესი ხარვეზებით წარიმართა. როგორაა დღეს ჩვენი სოფლის მიწა დამუშავებული და რამდენად ინფორმირებულია სოფლის მოსახლე იმ სიახლეების შესახებ, რაც ამ სფეროში ხდება? ამ საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურ-

ოპერატიულად იქნეს მიღებული ინფორმაცია და დროულად დავეხმაროთ. უნდა მოგახსენოთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში გარკვეული ხარვეზებით წარიმართა სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება. მოსახლეობის თქმით, თემის რწმუნებულებმა არასრულყოფილად შეადგინეს სიები და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ბარათების გამოყენების შესახებ. ჩვენი სამსახურის მიერ რწმუნებულებს გაეწიათ კონსულტაცია, მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია სასოფლო–სამეურნეო ბარათების გამოყენების შესახებ და მე–2 და მე–3 ეტაპზე მნიშვნელოვნად გამოსწორდა მდგომარეობა. შპს „მექანიზატორის” მიერ წარმოდგენილი მიღე-

„2012 წლის შემოდგომაზე მოხნულია 778.7 ჰა დათესილია ხორბალი – 529,8, ქერი – 134,3. სხვა დანარჩენი 42,75 ჰა–ზე”. 2013 წლის გაზაფხულზე მოხნულია 2529, 6 ჰა. ხორბალი 0,5 ჰა, ქერი – 161,6, სიმინდი – 1139,6, კარტოფილი 453,4, სხვა დანარჩენი 782,4 ჰა–ზე.

ნეობის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი გვესაუბრება: „ჩვენი სამსახური 2 თვეა ფენქციონირებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის თვრამეტ თემში გამოკრული იქნა საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია ჩვენი მისამართი და ტელეფონი, რათა სოფლებიდან, რომლებიც რთული რელიეფური პირობების გამო ცენტრიდან დაშორებულია 60–80 კმ მანძილით, წამოჭრილი პრობლემების შესახებ

ბა–ჩაბარების აქტებით, სულ მუნიციპალიტეტში მოიხნა 1705 ჰა, დაიდისკა 1140 ჰა. ტრაქტორებისა და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მწვავე დეფიციტის გამო, მოსახლეობამ ვერ შეძლო კომბინირებული სასოფლო–სამეურნეო ბარათების სრულად გამოყენება, უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს შპს „თავთავი”, რომლის ბალანსზე იმყოფება 6 ერთეული ტრაქტორი, 6 ერთეული გუთანი. მათი ჩართულობა აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვნად გაზრდიდა სახნა-

სპორტი

დუშელი კარატისტები ასპარეზობენ... დუშეთის მოზარდი კარატისტების ჯგუფი „არაგველები” წარმატებით ასპარეზობს. ამჯერად, წეროვანში ჩატარებულ ქსნის ხეობის ღია პირველობაში 4 ოქროს, 5 ვერცხლის, 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მათ 17 ივნისს კასპის ღია პირველობაშიც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

ვი ფართობების ათვისებას, მაგრამ შპს „თავთავის” თავმჯდომარის განმარტებით, ტრაქტორების გაუმართაობის გამო, ვერ მიიღეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის 18 თემში 2012 წლის შემოდგომასა და 2013 წლის გაზაფხულზე არსებული სახნავი ფართობების და დათესილი კულტურების შესახებ. 2012 წლის შემოდგომაზე მოხნულია 778.7 ჰა დათესილია ხორბალი – 529,8, ქერი – 134,3. სხვა დანარჩენი 42,75 ჰა–ზე. 2013 წლის გაზაფხულზე მოხნულია 2529, 6 ჰა. ხორბალი 0,5 ჰა, ქერი – 161,6, სიმინდი – 1139,6, კარტოფილი 453,4, სხვა დანარჩენი 782,4 ჰა–ზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგეობასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. USAD–ის მცხეთა–მთიანეთის რეგიონული განვითარების ფონდთან. ერთობლივი მუშაობის შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსდა: დუშეთის, ჭონქაძის, მჭადიჯვრის თემებში სათესლე კარტოფილის 3 და ბაზალეთის თემში სალათის ფოთლის მოვლა–მოყვანის 1 პროექტი. დასაქმდა 15 ადგილობრივი მცხოვრები. სამსახურის ფუნქციონირების დაწყების დღიდან ვიმყოფებოდით: ბაზალეთის, მჭადიჯვარის, გრემისხევის, ფასანაურის, ქვეშეთის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბარისახოს თემებში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში, ამის დასტურია ის, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე უფლების აღიარების კომისიის შექმნის, საჯარო რეესტრში რეფორმით მიღებული მიწის ნაკვეთის უფასო რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ მიეწოდათ ინფორმაცია, დაურიგდათ კომისიაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, გაეწიათ კონსულტაციები აგრო სესხებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასოფლო–სამეურნეო კულტურათა მოვლა–მოყვანის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები. ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტის დანარჩენ თემებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია და გავუწიოთ კონსულტაცია, რათა სრულად იქნეს აღმოფხვრილი ინფორმაციული ვაკუუმი. ახალხან დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით მოვიძიეთ ინფორმაცია დუშეთისათვის ზამთრის საძოვრების არსებობის შესახებ. ბატონმა ირაკლიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დააყენა აღნიშნული საკითხი, მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც საქმის კურსშია, სურს დაგვეხმაროს და ვნახოთ, რა იქნება.”


30 ივნისი, 2013 წ.

5

დუშეთის მაცნე

სხვ ადასხვ ა

ბრძნული აზრები

• • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

• საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს. – დე­ მოკრიტე • ადამიანის ერთადერთი მარადიული საკუთრებაა სიბრძნე. – ბიანტი • იჩქარე ნელა. – იმპერატორი ავგუსტუსი • სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი. – აპულეუსი • რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია. – უილიამ შექსპირი სულელი ფიქრობს რომ ბრძენია, ბრძენს კი თავი სულელად მიაჩნია. – შექსპირი მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას კი არავინ. – ფრანსუა დე ლაროშფუკო ამ სამყაროში გარდაუვალია მხოლოდ სიკვდილი და გადასახადები. – ფრანკლინი სამყაროს მართავენ სიყვარული და შიმშილი. – შილერი ყოველ უპრინციპო საქმიანობას გაკოტრებამდე მივყავართ. – გოეთე უსარგებლო სიცოცხლე უდროო სიკვდილია. – გოეთე არსებობს ცილისწამებაზე უფრო საშინელი იარაღი; ეს არის ჭეშმარიტება. – შარლ მორის ტალეირანი მოქნილ ჭკუას შეუძლია სილამაზის მაგივრობა გასწიოს. – სტენდალი უსაქმურობა მოწყენილობის დედაა. – სტენდალი დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის მოწაფეებს კლავს. – ჰექტორ ბერლიოზი დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება. – ბალზაკი ბედნიერება არის სიამოვნება უსინანულოდ. – ტოლსტოი არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა. – მარკ ტვენი ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის თავმდაბლობაში. – ანატოლ ფრანსი ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი, ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი. – აკაკი წერეთელი ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის. ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს. – ოს­ კარ უაილდი სამყარო კი არ გახდა უარესი, არამედ მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა. – გილ­ ბერტ ჩესტერტონი ორატორმა თემა უნდა ამოწუროს და არა მსმენელთა მოთმინება. – ჩერჩილი ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერბა. – ერნესტ ჰემინგუეი ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა, დუმილის სწავლას – ორმოცდაათი. – ჰემინ­ გუეი აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ – ჯონ კენედი

ერთი ლექსი

ზ ა ფ ხ უ ლ ი

ვაპირებ ცხოვრებას

მიხეილ ქვლივიძე

ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,

ო, ღმერთო! როდემდე,

რამდენი ხანია, რამდენი ხანია,

როდემდე,

ყოველდღე,

როდემდე...

ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

გადიან დღენი და მგონია, ვბერდები, გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა

აუცხადებელი ჩემი იმედები...

„დუშეთის მაცნე”

საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება

ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე... სიცოცხლე თავდება!

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,

სიცოცხლე თავდება,

ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,

მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!.

ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი

მკითხველს საშუალება ეძლევა, გაზე­ თის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიცი­ ალურ ვებ–გვერდზე: www.dusheti.org.ge


6

30 ივნისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

მიტროპოლიტი ზოსიმე

ტაძარში ლოცვისათვის

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დიდი ხანია მინდოდა თქვენთან საუბარი იმის შესახებ, თუ ზოგჯერ როგორ უწესოდ ვიქცევით ხოლმე ღვთის ტაძარში შემოსულნი. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის გაფრთხილებისა, რომ ტაძარში, სადაც მხოლოდ ლოცვა და დიდება უნდა სრულდებოდეს ღვთისა, არამც და არამც არ შეიძლება ლაპარაკი, სიცილი, ხმაური და სხვა მსგავსი საქციელი, მაინც გვიხდება ამ საკითხზე მსჯელობა და ლაპარაკი, რის უმთავრეს მიზეზად უნდა დავასახელოთ ის, რომ ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რა არის ღვთის ტაძარი, რისთვის უნდა შედიოდეს კაცი შიგ და როგორი ქცევა მართებს მასში შესულს. ყური დამიგდეთ, ტაძარში მოლაპარაკენო და მოცინარნო, თუ რა მძიმეა თქვენი დანაშაული. დიდია ცოდვა, როცა კაცი უყურადღებოდაა და ლაპარაკობს ღვთის ტაძარში, მაგრამ უფრო დიდია ცოდვა, როცა კაცი სხვას აბრკოლებს ამით, ორივეზე დიდი კი ისაა, როცა წესრიგისაკენ მოუწოდებთ ასეთებს და არ უნდათ მოისმინონ. აბა წარმოიდგინეთ, ძმანო, შენთან იდგეს ვინმე შენზე ბევრად დაბლა მდგომი, შენი ქვეშევრდომი, მსახური, ან მონა და მას ძალზედ მნიშვნელოვან რამეს მოუთხრობდე, იგი კი უყურადღებოდ გისმენდეს, გონებით სხვაგან იყოს და სიცილსაც ბედავდეს, შენ მას უთუოდ უსაყვედურებ. ახლა, ძმაო, გაიაზრე მოწყალება და სულგრძელობა ღვთისა, უზენაესის სიტყვას კითხულობენ და გალობენ და შენ კი არ ისმენ? არ გეშინია ზეციური ცეცხლისა, რომელსაც შეუძლია ცოცხლად შეგწვას და ნაცრად გაქციოს? ჰოი, კაცო, უყურებ ჯვარცმას მაცხოვრისას, რომელმაც შენი ხსნისათვის მრავალი ტანჯვა–წამება დაითმინა და შენს ცოდვებს არ დასტირი? შენ დაგვიწყებია უფლის მოწყალება და ეშმაკს დამეგობრებიხარ. ეკლესიაში, ნაცვლად შიშითა და კრძალვით დგომისა, ურცხვად მეტყველებ და იცინი, განა არ უწყი, ძმაო, რომ რაც ტაძრის გარეთ უწესო რამ გითქვამს და შეგიცოდავს, ეკლესიაში მათი მონანიება გმართებს და შენ ცოდვას კიდევ ამძიმებ ახალი ცოდვით? ტაძარში შემოსულს ნაცვლად სინანულისა და ტირილისა, დაგივიწყებია საკუთარი ცოდვები და გასართობად იცლი? თუ, ძმაო, ღმერთსა და წმიდა ანგელოზებს ვერ ხედავ, ვერც წმინდა ხატები შეგიმჩნევია წმიდანებისა? ვერ დაგინახია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უწმიდესი ხატი, რომლისაგანაც აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა? კადნიერად შესცქერი ჩვენი უფლისა და პატრონის, იესო მაცხოვრის ხატს და არ გახსენდება შენი დაცემული წინაპარი მის მიერ როგორ იქნა ჯოჯოხეთიდან დახსნილი? შენ როგორ დაგვიწყებია ყოველივე ეს, ზურგი შეგიქცევია და მოკვდავთ ებაასები? თუ იმას იტყვი, რომ მნიშვნელოვან ქვეყნიურ ამბავს სიმენ, არ უწყი, რომ დღეს თუ ხვალ ყოველივე ქვეყნიურს, ფუჭსა და ამაოს, დაღუპვა ელის? მაშ რაზე სცდები და რაზე იხარჯება უაზროდ, აქ ხომ ერთი უნდა იყოს საზრუნავი – ლოცვა, ვედრება და სინანული? არ იცი რას ბრძანებს წმ. მოციქული პავლე: „ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა მადლობით” (კორ. 4,2), შენ კი, კაცო, მცირე ჟამსაც კი გიძნელდება ფეხზე დგომა: ზოგი ოხრავს, ზოგი წუხს, ზოგი დაჯდომასაც ბედავს, ზოგი ლოცვის სიგრძეზე წუწუნებს და ზოგიც ლაღობს და იცინის. ჰოი, კაცო, ლოცვისა და ღვთისმსახურების სიგრძეზე სწუხარ და ჯოჯოხეთის სატანჯველის დაუსრულებლობას არ განიცდი? თუ შენ ჩამოშორდი ლოცვასა და გალობას და სხვასაც აცდენ, არ გეშინია ღვთისა? არ იცი, რომ ეს საქმე ეშმაკისა არის? ეშმაკიც თვითონ გამო-

ვარდა რა სასუფევლიდან, მას მერე ცდილობს სხვათა დაბრკოლებას. ამაზე ბრძანებს მახარებელი შემდეგს: „ვაი თქუენდა, რომელთა დაჰხშენით კარნი სასუფეველსანი. თქუენ არა შეხვალთ და შემავალთაცა არა უტევებთ შესვლას” (მთ. 23,14). შენ, კაცო, თუ სადმე საპატიო ხალხთან გიხდება ყოფნა, ცდილობ თავი ღირსეულად დაიჭირო, ნაკლები ილაპარაკო, რომ სიდინჯე და სიდარბაისლე მოგიწონონ და შეგიქონ მდუმარება, ეკლესიაში კი უფლის წინაშე მდგომი ცუნდრუკსა ბედავ? უგუნურო, იქნებ გგონია, რომ ტაძარში არავინა გხედავს? თვით უფალი ღმერთი თავისი ყოვლისმხილველი თვალებით შემოგცქერის და ანგელოსნი მისნი ინიშნავენ შენს ცოდვასა და მადლს. მთელი ზეციური ეკლესიის წევრნი გიყურებენ უხილავად და მოუთმენლად ელიან სინანულს შენსაა. როგორ არ ძრწუნდები ამოდენა სამსჯავროს წინაშე, კაცო, როგორ აპირებ თავის მართლებას? შენ არ გეშინია ღვთისა მის წმიდა ტაძარში და სხვაგან სადღა შესძლებ მის შიშს? „ასწავებდით და მოძღვრიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა მადლითურთ. უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა” (კოლ. 3.16). ბრძანებს წმ. მოციქული პავლე. გესმით, ძმანო, ყოველთვის ფსალმუნთა კითხვასა და გალობას გვასწავლის წმიდანი. თქვენ კი, არა თუ მარადის უგალობთ უფალს, ეკლესიაში შემოსულებსაც დაგვიწყებიათ ქება– დიდება ღმერთისა, დაგვიწყებიათ შიში ღვთისა და სატანჯველი ჯოჯოხეთისა და გონება დაგიმძიმებიათ ქვეყნიური ამაოებით, წარმავალსა და დროებითზე ფიქრობთ, მარადიული და ჭეშმარიტი საფიქრალი კი დაგიტევებიათ. რატომ არ გაიაზრებთ, თუ რა არის ეკლესია, რისთვისაა აშენებული იგი და რა მიზნით უნდა შედიოდეს კაცი შიგ? განა არ იცით, რომ ტაძარი ღვთისა განსაწმედელია ცოდვით დამძიმებული ადამიანისა? რატომ არ აკვირდებით ხატებს წმიდანებისას, რატომ არ იხსენებთ მათს ტანჯვასა და წამებას მაცხოვრისათვის რომ დაითმინეს? რატომ ცრემლი არ გდით თვალებიდან, როცა მოწამეთა შარავანდედით მოსილ სახეებს უყურებთ? რატომ არ იხსენებთ გასაოცარ სიმხნესა და მოთმინებას წმიდა მამებისა და დედებისას, საკუთარი ნება რომ უარყვეს და ღვთის ნებას შეუდგნენ? საყვარელნო, ამას ყოველივეს იმიტომ მოგახსენებთ, რომ სული არ დაიღუპოთ და გადაირჩინოთ. ჩვენ ყველანი ხომ სულის საცხონებლად ვართ შეკ-

რებილნი? ამიტომ უნდა დაუტეოთ ამაო ცხოვრებისეული საზრუნავი და ავამაღლოთ სული და გონება ღვთისადმი, რომ შეგვიწყალოს უფალმა. მოისმინეთ რას ბრძანებს წმ. მოციქული ლოცვის შესახებ: „უკეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონება ჩემი უნაყოფო არს. აწ უკუე რასა ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა, ვფსალმუნებდე თუ სულითა, ვფსალმუნებდე გონებითაცა” (1 კორ. 14,14). ხედავთ, ძმანო, როგორ ლოცვას ბრძანებს მოციქული. სული, გონება და ენა მეტყველი ერთმანეთს არ უნდა დაშორდნენო. ენით კიდეც რომ კითხულობდე საკითხავს ღვთიურს, თუ გონება განშორებულია შენგან, ამაო და უნაყოფოა შენი შრომა. და თუ უნაყოფო და უსარგებლოა ჩვენი ეს შრომა, მაშინ რატომ ვშვრებით? რატომ ვიტყუებთ თავს, ან სხვას რაღად ვატყუებთ? არ ჯობია განვერიდოთ ზეცის საქმეს, მოვიოხოთ გული ქვეყნიური საქმეებით, სიცილსაუბრებით და მერე დამშვიდებულნი შევიდეთ ღვთის სამსახურში? საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუნავს ზეციურ სამყოფელში ნუ შევიტანთ. ტაძარში შესვლამდე ვფიქრობდით, ვმეტყველებდით და ვზრუნავდით ცხოვრებისეულს, ქვეყნიურს, – ტაძარში შესვლის შემდეგ კი ზეციური გვმართებს ფიქრიცა საზრუნავიც. გახსოვდეთ, ძმანო, რომ სწორედ აქ, ამ წმიდა ადგილზე უნდა მოხდეს ჩვენი განწმენდა–განბანვა ქვეყნიური ბიწისა და ჭუჭყისაგან და ამაღლება ღვთისადმი. თუ აქ შემოსულნი არ შევიცვლით ქვეყნიურ სამოსს ზეციურით, მაშინ უმჯობესი იყო, საერთოდ არ შემოვსულიყავით, ეკლესიაში ქვეყნიურზე ზრუნვას, ძმაო, გერჩიოს ერში მოიხსენო ეკლესიური, რადგან ეს უკანასკნელი სულისაა, ცხოვრებისეული კი – ხორცის. ღვთის ტაძარში თქმული სიტყვა და გალობა სარგებლობას მოუტანს სულსაც და ხორცსაც. ეკლესიაში მოსმენილი და გაგონილი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც გამოგადგება კაცს და იმ ქვეყნიურშიც, ხოლო ვნებები აქაც მავნებელია და იქაც. მართალია, ეკლესია – ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წყლულება მოგვეახლოს, ნაკლები ცოდვები შევიძინოთ და დროზე განვიწმინდეთ მათგან ეკლესიის წმიდა ლოცვებით. ამისათვის გლოცავთ და გევედრებით, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიშოროთ და დაუტევოთ სულის დამაბრკოლებელი ჩვევები. ვისწავლოთ ამაღლებული და ჭეშმარიტი ლოცვა უფლისადმი. ნუ დავკარგავთ ტაძარში შემოსულნი სინანულისათვის ძვირფას დროს ფუჭად. თუ გვიძნელდება ერთ ადგილას დიდხანს დგომა და გული გვეუბნება დაჯდომას, გავლა–გამოვლას და გადალაპარაკებას, უნდა მოვითმინოთ და საკუთარ ნებას არ უნდა ავყვეთ. როცა ხშირად მოვიხსენებთ, ძმანო, ცოდვებს ჩვენსას და საშინელი განსჯის დღეს, როცა ხშირად მოვიხსენებთ სიკდვილს ჩვენსას, მეტი სინანული დაგვეუფლება და მეტ სინანულს გულწრფელი ლოცვა და ცრემლი მოყვება. მაშინ აღარც ზედმეტი ლაპარაკის სურვილი გვექნება და აღარც ლოცვის ხანგრძლივობა შეგვაწუხებს და ყველაფერს მადლობით დავითმენთ. მაშინ შეგვეწევა უფალი ღმერთი, გავძლიერდებით, ავმაღლდებით და ღირსნი გავხდებით მართალთა თანა გალობისა, წმიდათა თანა სუფევისა და დიდებისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


30 ივნისი, 2013 წ.

26 ივნისს ლომისობა აღინიშნა ლომისობის დღესასწაული წლეულს 26 ივნისს აღინიშნა. მლეთის უძველესს სალოცავს ტრადიციულად უამრავი მომლოცველი ეწვია. ლომისობას (აღინიშნება აღდგომის მე-7 კვირას, ოთხშაბათ დღეს) წინაქრისტიანულ ეპოქაში უდ-

გას ფესვები. იგი აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი სოფელ მლეთაშია. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის.

მოეწყო მიხა ხელაშვილის ხსოვნის დღე

29 ივნისს უკანა ფშავში, სოფელ შუაფხოში, მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სოფელ ჩარგალში გადახდილ იქნა მოსახსენიებელი პანაშვიდი, ეკურთხა საფლავი. სოფელი შუაფხოში კი კუთხური, ტრადიციული და სპორტული ღონისძიებები მოეწყო. შედგა პრეზენტაცია ივანე ბერიძიაშვილის წიგნისა – „სიტყვა ლექსებად ნაქარგი”. წაკითხულ იქნა მიხა ხელაშვილის ლექსები.

7

დუშეთის მაცნე

ლიტერატურული თეატრის სტუმრობა “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია...” „უსაზღვროდ საჭირო ქართულ საქმეს აკეთებს ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი, მე სპექტაკლის მსვლელობისას არაერთხელ ვიკითხე – „ეს რა ხდება?” – წერდა განუმეორებელი გოგი გეგეჭკორი, ამ თეატრის სპექტაკლების ხილვით შთაგონებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი მსახიობის ეს სრულიად გასაგები შეკითხვა – „ეს რა ხდება?” – თითოეული დუშელისთვისაც მახლობელი გახდა სულ ახლახან, 24 ივნისის საღამოს, როცა ჩვენი ქალაქის კულტურის სახლის სცენაზე მსახიობ იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი – „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია...” იხილა. ცნობილი მწერლისა და კინორეჟისორის, გუდამაყრის შესანიშნავი შვილის, ბატონი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაღალი გააზრება – ალბათ, ეს განსაზღვრება უფრო მიესადაგება იმას, რაც იმ საღამოს ხდებოდა სცენაზე. ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ეძლევა ფიქრის საშუალება, ხოლო ჩაფიქრება კი იმაზე უფრო გვმართებს, ვინ იყო და რატომ იყო ეს ბუმბერაზი კაცი ჩვენს გვერდით და როგორ მოხდა, რომ ვერ გავიგეთ, ვერ გავუფრთხილდით. აკი, სპექტაკლიდანაც გაიჟღერებს, რატომ არის, რომ ქართველი მუდამ სევდით კვდებაო... შთამბეჭდავია თავად ქალბატონი იზა ვეფხაძის – თეატრის რეჟისორისა და მსახიობის შემოქმედების გაცნობაც. მარტო ის რად ღირს, რომ თეატრის არსებობის 18 წლის მანძილზე მხოლოდ მის მიერ იქნა წარმოდგენილი 26–ზე მეტი საავტორო სპექტაკლი. მსახიობის შესანიშნავ გამოსვლას გულწრფელი მადლიერებით შეხვდა დუშელი მაყურებელი. ამაღლებული განწყობა შექმნა ანსამბლ „ქალილოს” მიერ შესრულებულმა სიმღერებმაც . სპექტაკლს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი და გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. მსახიობი და მაყურებელი საგანგებოდ მოწვეულმა სტუმარმა, ფშავ–ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა დალოცა და ისაუბრა მწერლის გამორჩეულ როლსა და მნიშვნელობაზე.

კულტურის სფეროს სიახლეები ბოლოდროინდელი ღონისძიებებისა და ფესტივალების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დუშეთის კულტურის სფეროში შთამბეჭდავი სიახლეები ხდებოდა. გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით არაერთი საინტერესო და სახალისო ღონისძიება მოეწყო. მათ შორის: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში – 1. ივნისი – კვირეულის საზეიმო გახსნა. ჩატარდა კონცერტი, მონაწილეობდნენ: – ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთაწმინდა” – ქორეოგრაფი ხათუნა მიქაბერიძე. – სპორტულ–სამეჯლისო ცეკვების სტუდიები. ქორეოგრაფი ხათუნა ბელქანია (დუშეთი), ლალი ჯანეზაშვილი (ჟინვალი); – ჟინვალის ქორეოგრაფიული ანსამბლი (ხელმძღვანელები: გვანცა მარკოიშვილი, თორნიკე ცაბაურაშვილი). – დუშეთის №1 საჯარო სკოლა. – დუშეთის კულტურის სახლთან არსებული საკრავთა ანსამბლი – ხელმძღვანელი ვაჟა ივანიშვილი; – ელენე ჭინჭარაშვილი, დავით უნდილაშვილი, დავით დათიკაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამით ეწვივნენ დუშეთის ახალგაზრდობას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მადაგასკარმა” (წარმომადგენელი ლევან გოგიშვილი) ბავშვებს საჩუქრად ნაყინები დაურიგა. 3 ივნისს – დუშეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების აღსაზრდელებისა და დუშეთის №1 და №2 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით (კლასის ხელმძღვანელები: ლალი ბუჩაშვილი, დალი ავლახაშვილი, მანანა შუკაკიძე, ნათია ლაფანაშვილი) მოეწყო ასფალტზე ხატვა და ბავშვთა ნახატების გამოფენა. 4 ივნისს – გაიმართა სპორტული ღონისძიებები; 5 ივნისს – დუშეთის კულტურის სახლში მოეწყო სახელოვნებო სკოლის ხატვის წრის (ხელმძღვანელი გელა წიკლაური) წევრების ნახატების გამოფენა. 6 ივნისს – დუშეთის კულტურის სახლში გაიხ-

სნა თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი”, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალები და საჯარო სკოლები. „გრან–პრის” მფლობელები გახდნენ: სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ჟინვალის ფილიალი და ბარისახოს საჯარო სკოლა. ადგილები კი ასე განაწილდა: I – სკოლამდელი აღზრდის ცენტრის №3 ფილიალი; ჟინვალის საჯარო სკოლა; II – სკოლამდელი აღზრდის ცენტრის №1 ფილიალი; ფასანაურის საჯარო სკოლა; III – სკოლამდელი აღზრდის ცენტრის №2 ფილიალი; დუშეთის №1 საჯარო სკოლა. 7 ივნისს – გაიმართა კვირეულის საზეიმო დახურვა. ფესტივალში და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი პრიზები, ხოლო კვირეულის ყველა მონაწილეს – დიპლომები. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ ფილიალებისა და სკოლების პედაგოგები, წრის ხელმძღვანელები. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური მადლობას უხდის კვირეულში მონაწილე ყველა სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების პედაგოგებს, ხელმძღვანელებს და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში მსგავსი შეხვედრები უფრო საინტერესო ხასიათს შეიძენს. ამის გარდა: – დონორი ორგანიზაციის „აიარდი“–სა და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის – დიმიტრი ხუნდაძის თაოსნობით დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების აღსაზრდელებს, 1,3–წლამდე ასაკის ბავშვებსა და მომავალ დედებს საჩუქრად გადაეცათ ბავშვის ფეხსაცმლები. – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით 23 აპრილს ჩატარდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითშემოქმედების ოლიმპიადა. – 29, 30 მაისს ჩატარდა საესტრადო სიმღერების ფესტივალი „ვიოლინოს გასაღები”. – ოლიმპიადასა და ფესტივალში გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, ხოლო მონაწილეებს – დიპლომები.


CMYK

8

30 ივნისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

სასარგებლო რჩევები

პომიდორი ერთ-ერთი საუკეთესოა ჯანმრთელობისათვის

პომიდვრის კულტურა წარმოშობით სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. ანდების მთიანეთში ამჟამადაც არის გავრცელებული მისი ველურნაყოფა ფორმები. საქართველოში პომიდვრის ნარგავები ბოსტნის ფართობის 40%-ს აღემატება. მცენარე საჭიროებს ნიადაგის სისტემატურ გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, კვებას, სარეველების მოსპობას, რწყვას, ბუჩქის ფორმირებას (ჩრდილოეთ რაიონებში), მავნებლებ-დაავადებებისაგან დაცვას და სხვა. ნაყოფს კრეფენ 4-5 დღეში ერთხელ. პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს. პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას, თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს. პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე

შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს. ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას. ასევე, ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, ასევე არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად. მწვანე პომიდვრის მწნილი კი მდიდარია კალიუმით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა გულით დაავადებული ადამიანებისთვის. პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია „ბედნიერების ჰორმონად” წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება, სტრესულ სიტუაციებში კი მისი მირთმევა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება. პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა ცვლის და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც. გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდოს ის, ვისაც შაკიკი აწუხებს.

თუთა - გემრიელიც, სასარგებლოც... მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველურებულად მთელ ქვეყანაში. თურმე თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი. ეს ხილი შეიცავს ბევრ კალიუმს, რკინას, ვიტამინებს. რეკომენდებულია ყაბზობის და შეშუპების დროს. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ იგი ბევრ დაავადებას სწრაფად და უკვალოდ აქრობს. ის ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის. მაგალითად, უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

ექვსი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­ რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­ სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ ლე­ბე­ბი და ნა­ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­ მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­ დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­­ბას. რედაქცია CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო

დუშეთის მაცნე  

დუშეთის მაცნე

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you