Page 1

CCMMYYKK

(66) №1 (39)

25იანვარი, იანვარი,

2011 2014 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ.

დუშეთის

სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

2

„რჩება ის მეწარმეობის ამერიკულ ტრადიცია, ინ სტი ტუტ ში (AEI) გამართულ რაც იყო, რომ კონ ფე რენ ცი აზე სიტყვით ჩვენ ვიყოთ  გვ. 3 ღია და გა მო ვი და გამჭვირვალე გუბერნატორმა ცეზარ მთავრობა”

გუბერნატორთან ხელმძღვანელობა

ჩოჩელმა რეგიონში 2 დუშეთისსოფლის მეურნეობის განვითარების მუნიციპალიტეტის აუცილებლობაზე ისაუბრა

გამგეობაში  მოხელეთა რაშესარჩევი იგეგმება  კულტურის კონკურსის სფეროში? შედეგად

სახელმწიფო ძიუდოისტებმა გვ. მორიგი ხელისუფლება გამარჯვება გვ. 7  მოიპოვეს

4

გაიხსენეს ტრაგიკულად დაღუპული

ქართული თეონა ენის სიწმინდისათვის ქუმსიაშვილი 

გვ. 6

გვ. 6

და გამგებელთან შეიცვალა ერთად,  ვეძათხევს სამუშაო შეხვედრა ესტუმრა

გვ. 2

დუშეთის მუნიციპალიტეტის გვ. 2 საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 3

გვ. 2

გვ. 2

საარჩევნო

გვ. 2

გარემოს

დუშეთის 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია იურიდიულ თემაზე

დეპუტატი, საკრებულოში

გასაუმჯობესებლად

გვ.გვ.3 2  შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია  გვ. 8

 გვ. 4 საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა გვ. სულიერება

3

პრემიერის წერილი ნ ი ნ ო ო ბ ამოსწავლეს – გუდამაყრელ ხსენება წმიდა გვ. 4 ბაჩო ნინოწიკლაურს ქართველთ გვ. 3 სასწავლო პროცესი განმანათლებლისა შეუფერხებლად და მოციქულთა სწორისაგანახლდა

გვ. 5

გვ. 5 ✠ სულიერება გუდაურმა ხევსურულ

საღამოს უმასპინძლა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე 

გვ. 6


2

დუშეთის მაცნე

25 იანვარი, 2014 წ.

ქრონიკა „რჩება ის ტრადიცია, რაც იყო, რომ ჩვენ ვიყოთ ღია და გამჭვირვალე მთავრობა”

16 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ღარიბაშვილის

თქმით, ის და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, მინისტრები, ჟურნალისტებთან სისტემატურად გამართავენ შეხვედრებს და დასმულ კითხვებს უპასუხებენ. „იმ ტრადიციას, რომელიც დაამკვიდრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მე გავაგრძელებ და არა მარტო მე, ყველა მინისტრი. დღეიდან გაკეთდება განრიგი და წარდგება საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მიდგომას, მიდგომა არ გადაიხედება, რჩება ის ტრადიცია, რაც იყო, რომ ჩვენ ვიყოთ ღია და გამჭვირვალე მთავრობა”, – აღნიშნა მან. ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიხსენა: „მე ხშირად მომისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კრიტიკა მედიისა და ექსპერტების მიმართ. ერთი რამ უნდა გითხრათ, როდესაც ადამიანი არის ობიექტური და სამართლიანი, მისგან მხოლოდ ობიექტური და სამართლიანი კრიტიკა მოდის. თუ ხართ გასაკრიტიკებელი, კრიტიკა უნდა მიიღოთ. თუ მე დავინახავ, რომ არაობიექტურად მაკრიტიკებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მეც გაგაკრიტიკებთ”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად

გასულ წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად, გამგეობის სამსახურებსა და განყოფილებებს ხელმძღვანელობენ კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები. ცვლილებაა რწმუნებულთა შემადგენლობაშიც. ამჯერად გაზეთი სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელთა ნუსხას გთავაზობთ:

კანცელარიის უფროსი – ელნარ ჩოხელი; საქმისწარმოების განყოფილების უფროსი – ნინო ბექაური; საინფორმაციო განყოფილების უფროსი – იზა გოზიტაშვილი; კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილების უფროსი – თამარ გედევანიშვილი; სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – ტარიელ გულარაშვილი; მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ჯუმბერ აბრამიშვილი; ბუღალტერიის უფროსი – ნაირა ნაობიშვილი; შესყიდვების განყოფილების უფროსი – დალი ნამგალაური; სამეურნეო–ტექნიკური განყოფილების უფროსი – გია ჭონქაძე; საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური უფროსი – დავით შაბურიშვილი; საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი – ირაკლი დუდაური; საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – ირაკლი წიკლაური; სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ვაჟა ჭინჭარაული; სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი – ნიკო დუდაური; მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი – ზურაბ ყაჭიური; მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – გივი ქავთარაძე; სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების განყოფილების უფროსი – ამირან ძლიერიშვილი; ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და საზოგადოებრივ მომსახურეობათა განყოფილების უფროსი – გიორგი წყარუაშვილი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – ხათუთი კარიაული; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი – ქეთო წიკლაური; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი – თამაზ კოტორაშვილი; სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი – ვლადიმერ ლალიაშვილი.

დეპუტატი, გუბერნატორთან და გამგებელთან ერთად, ვეძათხევს ესტუმრა

14 იანვარს, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან და დუშეთის გამგებელ ვაჟა ჩოხელთან ერთად, სოფელ ვეძათხევს ეწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფელში არსებულ პრობლემებს, გაესაუბრნენ ადგილობრივებს და იქ მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები - პერსონალური კომპიუტერები და ველოსიპედები გადასცეს. როგორც ცნობილია, ვეძათხევი მეწყერული ზონაა, რაც წლებია, საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას. სტუმრები ვეძათხეველებს მაქსიმალურ თანადგომასა და დახმარებას დაპირდნენ.

*** აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, 7 იანვარს, საშობაოდ, საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ქალაქის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კვების პროდუქტები გადაეცა. წინასაახალწლოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან საჩუქრები საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.


25 იანვარი, 2014 წ.

3

დუშეთის მაცნე

ქრონიკა

საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა” – ფარგლებში შედგა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მასში მონაწილეობდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი, გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი, არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაია მანია, ისტორიულ ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პოლიტიკური პროექტის ხელმძღვანელი ლეილა

თუმანიშვილი, დანიელი ექსპერტები – მიქაელ ლაუენბორდი და იორგენ ვესტფალი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები და რიგითი მოქალაქეები.

სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განახლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განახლდა, - 20 იანვრიდან ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში შეუდგა მუშაობას. ,,ამ მხრივ რაიმე გართულება, სიძნელე ან გამონაკლისი არ გვქონია, ყველა სკოლა შეუდგა მუშაობას” - გვითხრა დუშთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია თუშურმა. მისივე თქმით, მთავარ სირთულედ რჩება საგნის სპეციალისტთა ნაკლებობა მთიანი და მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, როგორიცაა მაგ. შატილის საჯარო სკოლა და სხვ. „ყოველნაირად ვცდილობთ, დავეხმაროთ სოფლის სკოლებს აღნიშნული პრობლემის შეძლებისდაგვარად გადაჭრაში” -აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ინსტიტუციონალური მხარდაჭერის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. იგი აკავშირებს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს, დანიის კულტურის სააგენტოს და სხვა მნიშვნელოვან უცხოურ ორგანიზაციებს. მისი ძირითადი კომპონენტებია: მემკვიდრეობის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური მოდელის

ლა ქ. დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა გამორჩეულად დიდ მნიშვნელობაზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს ქალაქებში მსგავსი ფასეულობების დაცვის, მისი სისტემატიზაციისათვის გაწეული მუშაობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა ვრცლად მიმოიხილა პროექტის მიმდინარეობისას შესრულებული სამუშაოები და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გათვალისწინებაც სასურველი იქნება სამომავლოდ მაინც. მისი თქმით, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისა და ადმინისტრირების ეფექტური მოდელის ჩამოყალიბება უზრუნველყოფილ იქნეს კანონის დონეზე. დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარონ გამოცდილება ფინანსური წყაროების მოსაძიებლად. შეიქმნას მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, საკანონმდებლო დონეზე დაიხვეწოს ქალაქმშენებლობითი გეგმების არსებობის საკითხი. „სადღეისოდ დუშეთის ისტორიული უბანი კვლავაც ინარჩუნებს საინტერესო სახეს, თუმცა ქალაქის ამ ნაწილის ზოგადი მდგომარეობა და ახალი განაშენიანების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს გვაცლის და ამ კუთხით ქმედითი ღონისძიებების გატარების სა-

შემუშავება, მართვის სისტემისა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების მხარდაჭერა, სააგენტოსა და დაინტერესებულ მხარეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავება. შეხვედრისას მაია მანიამ ყურადღება გაამახვი-

ჭიროებაზე მიგვანიშნებს” – აღნიშნა მან. სამუშაო შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდეს.

სესიის სხდომის გადაწყვეტილებით

21 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა. სესიამ მიიღო და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „არაგველების” შესახებ. 2. „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. 4. „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული

პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 ნოემბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 5. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის კორექტირებული ვარიანტის დამტკიცების შესახებ. 6. „დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 ნოემბრის №73 განკარგულებით დამტკიცებულ დანართ №1–ში ცვლილების შეტანის თაობაზე. სესიის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი უძღვებოდა.


4

25 იანვარი, 2014 წ.

დუშეთის მაცნე ქრონიკა ახალი გზა წყაროსთავის სალოცავამდე...

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, უკანაფშავის თემის სოფ. უკანაფშავიდან ახალი გზა გაიჭრა წყაროსთავის სალოცავამდე (ბორბალოს მთის ძირას). აღნიშნულ ადგილას სამანქანე გზა არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ახალი გზა 3 კილომეტრამდე სიგრძისაა და მომლოცველებს თავისუფლად ემსახურება. გზის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით განხორციელდა. საკრებულოს დეპუტატ დავით თეთრაულის ინფორმაციით, მშენებლობას მაქსიმალურად დაეხმარა მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, თემის რწმუნებული შალვა წითელაური და წარმოშობით უკანაფშაველი, გოგოლაურების თემის ხევისბერი ლევან გოგოლაური, აგრეთვე – ადგილობრივი მოსახლეობა და სოფლის მკვიდრი ავთანდილ ჯაბანიშვილი, რომელმაც მუშებს უსასყიდლოდ დაუთმო საცხოვრებელი ბინა. დავით თეთრაულის ინფორმაციითვე, უკანაფშავის თემის სოფელს – ვაკესოფელს 20 წელიწადზე მეტია არ მიეწოდება ელექტროენერგია. ეს პრობლემური საკითხი თეთრაულმა წამოჭრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. უახლოეს ხანში მომზადდება საკრებულოს წერილი ენერგეტიკის სამინისტროსადმი, რათა სოფელ მუქოდან, სადაც სადღეისოდ ელექტროენერგია მიყვანილია, მოხდეს სოფელ ვაკისოფელის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

პრემიერის წერილი გუდამაყრელ მოსწავლეს – ბაჩო წიკლაურს ბაჩო! ჩვენო პატარა ვაჟკაცო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს – ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი.  კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით, უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას. თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისათვის. ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ, ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო, სამშობლოს ერთგულო მცველო!

ირაკლი ღარიბაშვილი

მინისტრებს ხელფასი შეუმცირდებათ სახელფასო სარგო შეუმცირდებათ. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრ-

მინისტრებს მა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად, 5000 ლარი გახდება", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

სპორტი

ძიუდოისტებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

19–20 დეკემბერს, ბოლნისში გაიმართა ძიუდოისტთა V საერთაშორისო ტურნირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში ჟინვალის ძიუდოს სკოლის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს და შესაბამისი საპრიზო ადგილები დაიკავეს. უფრო კონკრეტულად: I ადგილი, 35 კგ წონით კატეგორიაში, მოიპოვა ლუკა ღანიაშვილმა; II ადგილი, 42 კგ. წონით კატეგორიაში, სოსო დრიაშვილმა; III ადგილს დასჯერდნენ: გიორგი ჯაბნიაშვილი (32 კგ.), საბა ხალიშვილი (29 კგ.), ზურაბ ქავთარაძე (32 კგ.). მკითხველს შევახსენებთ, რომ პატარა ძიუდოისტთა მწვრთნელები არიან: ალექსანდრე ღანიაშვილი, გიორგი გიგაური, დავით ქერაული. სურათზე მარცხნიდან: საბა ხალიშვილი, ლუკა ღანიაშვილი, სოსო დრიაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ზურაბ ქავთარაძე.

„დუშეთის მაცნე” ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი

მკითხველს საშუალება ეძლევა, გაზეთის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.dusheti.org.ge


25 იანვარი, 2014 წ.

5

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

ილია II: "მინდა, რომ თქვენს ოჯახებში არ ისმოდეს ბილწი სიტყვა, ხმამაღალი, უხეში მიმართვა, არამედ სუფევდეს მშვიდობა..." ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი. ვიგონებ ჩემს ბავშვობას და მინდა გითხრათ, რომ მე არ მახსოვს, ყოფილიყო ისეთი დღე, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი რომ არ შეკრებილიყო და ერთად არ გველოცა. ძალიან მინდა, რომ თქვენი ოჯახებიც ასეთი იყოს. მინდა, რომ თქვენს ოჯახებში არ ისმოდეს ბილწი სიტყვა, ხმამაღალი, უხეში მიმართვა, არამედ სუფევდეს მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. მე არ მახსოვს, რომ დედაჩემს ან მამაჩემს, ჩვენთვის, ბავშვებისათვის, დაეყვირათ ან თუნდაც ხმამაღლა ეთქვათ რამე. ყოველივე ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. მორწმუნე ქრისტიანმა ხშირად უნდა მიმართოს წმინდანებს უფლის წინაშე შუამდგომლობისა და დახმარებისათვის. მთავარია, დალოცვა გულიდან მომდინარეობდეს, მხოლოდ მაშინ შეიტანთ სხვის ოჯახში სიხარულსა და მშვიდობას, სანაცვლოდ კი თქვენი სახლი აივსება ბარაქით, სიყვარულითა და სიხარულით.

მიტროპოლიტი ზოსიმე

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა! დღეს წაკითხული სახარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება ჩვენი სულიერი თუ ქვეყნიური ცხოვრებისა, რომელიც მუდამ აღელვებდა ადამიანთა მოდგმას დღიდან კაცობრიობის გაჩენისა. ადამიანები სულ მუდამ ფიქრობდნენ იმაზე, თუ სად მოხვდებოდა მათი სული შემდგომ გარდაცვალებისა. ეს კითხვა ყოველთვის აწვალებდა კაცს, ასე იყო ძველად ძველ აღთქმაში და, რა თქმა უნდა, ახალ აღთქმაშიც ეს კითხვა აფიქრებს ადამიანს და ითხოვს პასუხის გაცემას. დღევანდელი სახარება იგავის სახით, მაგრამ მაინც გარკვეულ სწავლებას გვაძლევს იმაზე, თუ სად შეიძლება მოხვდეს სული კაცისა შემდგომ გარდაცვალებისა. ამისათვის უფალმა იგავი ლაზარესა და მდიდარზე მოუთხრო მოწაფეებს, ორი ადამიანის ცხოვრება წარმოუდგინა მათ: ერთი შეძლებული მდიდარი კაცისა, რომელსაც არ ჰქონდა რწმენა ღვთისა, რომელიც ესასოებოდა წარმავალ წუთისოფელს, ამიტომ ეძალებოდა ყველა ქვეყნიურ სიკეთეს და წარმავალ სიმდიდრეს ემონებოდა. ეს კაცი, როგორც სახარება ამბობს, მდიდარი სამოსელით ირთვებოდა და ნუგბარს შეექცეოდა და მთელ თავის ცხოვრებას განცხრომაში ატარებდა. როგორც სახარებიდან ჩანს, იგი შეუბრალებელი და უმოწყალო იყო, რადგან მისი სახლის ღობესთან მიგდებული ღატაკი და სნეული ლაზარესთვის, რომელსაც მძიმე სნეულების გამო, აღარ შეეძლო მოძრაობა, ერთ ლუკმასაც არ იმეტებდა. ღატაკი და სნეული ლაზარე წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ამ წუთისოფელმა დაჩაგრა, რომელსაც არანაირი ნუგეში არ ჰქონდა ქვეყნად და მეტად მძიმე სნეულებები ტანჯავდა, ძაღლები ლოშნიდნენო მის წყლულებსო. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ლაზარე და აღარაფრის თავი არ ჰქონდა. ამიტომ მდიდრის სუფრიდან გადაგდებულ ნარჩენებს ელოდა და იმით საზრდოობდა, ამით როგორღაც თავი გაჰქონდა. ღვთის განგებულებამ, ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს შეახვედრა. ძალზედ მდიდარი კაცი, რომელიც განცხრომასა და ფუფუნებაში, ქვეყნიურ შვებასა და სიამეებში ცხოვრობდა და ღარიბი და ღატაკი, სნეულებაში მყოფი კაცი ლაზარე, რომელიც ამ ცხოვრებისაგან ღვთისავე განგებულებით დაიჩაგრა. შემდეგ უფალი ამბობს სახარებაში, რომ გარდაიცვალა მდიდარი და დაეფლა, როდესაც მან აახილა თვალი იქ, მეორე ცხოვრებაში, გარდაცვალების შემდგომ რომ მოხვდა, თავი ჯოჯოხეთში იხილა და იგრძნო ცეცხლი, აუტანელი ტკივილები, საშინელი სიცხე და წყურვილი ტანჯავდა მას, ცეცხლი წვავდა და არ იწვებოდა, ლაზარე კი გარდაცვალების შემდგომ აბრაამის სამყოფელში მოხვდა. მამამთავარი აბრაამი მართალთა მოდგმის თავი კაცი გახლდათ, ის იყო მართალი წინაშე ღვთისა და მისი მოდგმიდან უნდა შობილიყო მხსნელი ქვეყნისა. წმიდა აბრაამი ითვლება ყოველი მართალი კაცის თავკაცად. აი, იქ, შვებასა და ნათელში მოხვდა ლაზარეს სული, სადაც მართალი აბრაამი იმყოფებოდა. ეს დაინახა მდიდარმა კაცმა, მდიდარი კაცის სულმა შეამჩნია სამყოფელი აბრაამისა, სადაც შვება და სიხარული იყო და იქ თვალი მოჰკრა ლაზარეს, მისთვის ნაცნობ კაცს, რომელსაც ცხოვრებაში შეხედვის ღირსადაც არ თვლიდა. თავისმა მძიმე მდგომარეობამ მისკენ გაახედა და მიმართა მამამთავარ აბრაამს: მამაო, იქნებ უთხრა ლაზარეს და მოვიდეს ჩემთან, რათა ერთი წვეთი წყალი შეახოს ჩემ გამწარებულ ბაგეებს, რომ ცოტათი მაინც დაცხრეს ეს საშინელი მხურვალება. იცით, რა უპასუხა აბრამმა? – მე ვფიქრობ, მასშია ჩადებული უმთავრესი აზრი იგავისა. შვილო, ეუბნება იგი მდიდარს: რა საინტერესოა სიტყვა „შვილო”, რითაც მიმართა აბრაამმა, მისთვის იგი მაინც შვილია, უძღები შვილია. „შენ ყველა სიკეთე მიიღე იმ ქვეყანას, შენ ყველა სიკეთით დატკბი ქვეყნად ცხოვრებისას და ლაზარე კი იქ უბედური იყო და ტკივილების მეტი არაფერი განუცდია, ამიტომ ეხლა მას ეკუთვნის სიხარული და შვება. აი, ეს სიტყვებია ძირითადი აზრი დღევანდელი სახარებისა. როგორც ჩანს, ადამიანს სიკეთე განსაზღვრული რაოდენობით ეძლევა ღვთისაგან, არ იფიქროთ, რომ თუ აქ ბედნიერი და გალაღებული კაცი, მომავალ ცხოვრებაშიც ისევე ბედნიერი და გახარებული იქნება. ეს ასე არ ხდება, ალბათ ამიტომ არის, რომ მორწმუნე ადამიანები აქ, ამ ქვეყანას ყოველთვის მძიმე ცხოვრე-

ბას გადიან, იმისათვის, რომ მომავალ ცხოვრებაში სიკეთენი არ დაუკარგოს უფალმა. თვითონ ირჩევდნენ ხოლმე ქრისტიანები ასეთ გზას, აქ რომ გალაღებული და მდიდარი და შეძლებული იყოს კაცი, თუ სიკეთენი აქ ქვეყნიურ ცხოვრებას მოახმარა, მას მომავალში ნუღარ ექნება იმედი იმისა, რომ გახარებული იქნება. აი ეს ძალიან დიდი სიბრძნეა წმიდა წერილისა. არ არის ადვილი ამ ქვეყნიურ სიკეთეებზე უარის თქმა, მაგრამ დღევანდელი სახარება პირდაპირ ამბობს, რომ იმან ყველა სიკეთე იქ მოიხმარა, ყველა სიკეთე მიიღო, ყველანაირი ქვეყნიური განცხრომა და სიტკბოება განიცადა ქვეყნად ცხოვრებისას, ამიტომ აქ მას სიმწარეში მოუწევს ყოფნა. ლაზარემ კი მხოლოდ გაჭირვება და მწუხარება ნახა ქვეყნად და ახლა მას, მართალ ლაზარეს, მართებს შვებასა და სიხარულში ყოფნა. ესაა სამართალი ღმერთისა, ესაა სამართალი უზენაესისა. აქ გალაღებული, გამაძღარი, ამაოებით დამტკბარი კაცი სულიერი სამყოფელისათვის ვერ გამოდგება. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ნუ მიეძალებით ზედმეტად წარმავალ სიკეთეებს, ნუ შეეცდებით რომ აქ დიდი ფუფუნება და განცხრომით ცხოვრება შეიძინოთ, იცოდეთ რომ მომავალში ბევრი ნუგეში დააკლდება თქვენს არსებობას. თუ კაცი მომავლისთვის ცხოვრობს, თუ ადა-

„თუ კაცი მომავლისთვის ცხოვრობს, თუ ადამიანი მომავალი საუკუნეებისთვის, მარადიული ცხოვრებისათვის ემზადება, ის არ მიეძალება ამ ქვეყნიურ სიკეთეებს, ის მათ მოერიდება.”

მიანი მომავალი საუკუნეებისთვის, მარადიული ცხოვრებისათვის ემზადება, ის არ მიეძალება ამ ქვეყნიურ სიკეთეებს, ის მათ მოერიდება. მორწმუნე კაცი უფრო მოკრძალებულია და მორიდებული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყანას, იმის სიხარული მომავალში უნდა იყოს ზეცას, მომავალში უმზადებს სიკეთეებს უფალი მას და ის უნდა იყოს მიზანი მისი არსებობისა. ქრისტიანი მომავლისთვის უნდა ცხოვრობდეს, საუკუნო ცხოვრებისთვის, საუკუნო სიხარულისათვის უნდა ემზადებოდეს და წარმავალ სიკეთეებს ნაკლებად ეძალებოდეს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამ ცხოვრებას ხელი ჰკრას კაცმა, ზედმეტად არ უნდა მიყვეს, ზედმეტად არ უნდა გამოუდგეს მიწიერ სიამოვნებასა და ტკბობას, რადგან ამან შეიძლება დააკარგვინოს ღვთის სასუფეველი ადამიანს. ჯობია აქ მოითმინოს კაცმა ტკივილი, ჯობია აქ გადაიტანოს წყენა, ჯობია აქ შიმშილი და წყურვილი დაითმინოს კაცმა და საუკუნო ცხოვრება წაერთვას მას. ღმერთმა ეს სიბრძნე მოგცეთ ყველას. არ იყო ადვილი ლაზარესთვის ტკივილებისა და გაჭირვების დათმენა, მაგრამ თუ ეცოდინება კაცს, რომ ამ ტკივილებმა და მოთმინებამ მარადიული საფასენი უნდა შესძინოს მას, მაშინ იგი უფრო თავშეკავებული იქნება და უფრო მოკრძალებული ქვეყნად და ისე აღარ მიეძალება წარმავალ ქვეყნიურ ცხოვრებას, როგორც იმ უბედურ მდიდარ კაცს მოუვიდა. ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ ყველას, ღვთიური სიბრძნე, და აი, ამ სიბრძნით ინებოს თქვენი გადარჩენა, თქვენი ცხონება და თქვენი ცათა სასუფეველში დამკვიდრება. ყველას შეგეწიოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, ამინ!


6

დუშეთის მაცნე

25 იანვარი, 2014 წ.

მირზა გელოვანი

თ ო ვ ლ ი თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა. მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან. დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში, თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი. იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს. წახვედი როდის, ბრუნდები როდის – დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი, ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის – თოვლი, თოვლი, თოვლი. მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა. ამდენი ვნება, ამდენი დაღლა სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა! თოვლი მოსულა. რომელ მხარეში, სად გიღამდება დღე თოვლნარევი, დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი. წახვედი როდის, ბრუნდები როდის – დამწვარი თოვლის, მსუბუქი ბოლი, წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის – თოვლი, თოვლი, თოვლი.

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

ექვსი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­ რე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და ნა­ ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­ რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­­ბას. რედაქცია

ქართული ენის სიწმინდისათვის ვწეროთ და ვისაუბროთ სწორად შეცდომაა: სწორია: ყიდიდა ყიდდა თანავმშრომლობთ ვთანამშრომლობთ ეხლა ახლა ესე ასე მოუხარშია მოუხარშავს მადლობთ გმადლობთ მათთაგანი მათგანი გონია ჰგონია ყოლია ჰყოლია უდაოდ უდავოდ


25 იანვარი, 2014 წ. პრობლემა

მინისტრი კახი კალაძე „ენერგო–პრო ჯორჯიას” მუშაობით უკმაყოფილოა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას” მუშაობით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ენერგო–პრო ჯორჯიის” წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა. კალაძის თქმით, ამინდის ერთი გაფუჭება, ქარის ამოვარდნა მაშინვე იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას. როგორც კალაძემ განაცხადა, კომპანია ვალდებულია, 24–საათიანი რეჟიმში უზრუნველყოს ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. – „დღეს ჩვენი ინიციატივით იმართება ეს შეხვედრა. დიდთოვლობის გამო ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული გათიშვები გვქონდა აჭარის რეგიონში და არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქსელში არსებობს. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, წინა პერიოდშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებოდით რეგიონის ხელმძღვანელებს და აღირიცხებოდა ყველა ეს პრობლემა გამგებლებისგან, სოფლის რწმუნებულებისგან, იმ რაიონებსა და სოფლებში, სადაც ელექტროგადამცემი ქსელი იყო კატასტროფულ მდგომარეობაში და თქვენგან ითხოვდნენ დახმარებას. ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა, თუ წინა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და არ აკეთებდა შენიშვნებს, მე ასე არ მოვიქცევი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სიმართლით მოვდივარ. ძალიან სერიოზული პრობლემებია თქვენს ქსელში, ძალიან უკმაყოფილო ვართ ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა და ამ ყველა პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ არ დავხუჭავთ პრობლემებზე თვალს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

დუშეთის მაცნე შეჩერებული წამი...

ძველი დუშეთი

7


CMYK

8

25 იანვარი, 2014 წ.

დუშეთის მაცნე

წარსული მომავლისათვის...

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

რა გითხრათ? რით გაგახაროთ? აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...” სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა”. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა, სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულისთქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ.

ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხესიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა” - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა” - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრო-

ნებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია”. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი, რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო” და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ? 1887 წ. 31 დეკემბერი

CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო

დუშეთის მაცნე  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you