Issuu on Google+

CCMMYYKK

(60) №1 №4 (39) იანვარი, 27 მაისი,

2011 2013 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიური გამოცემა. ვრცელდება უფასოდ. სა ქარ თვე ლოს გვ. პრე 2 ზი დენ ტი

დუშეთის

საქართველოსსაკრებულოში პრემიერ-მინისტრის მიმართვა მოსახლეობას ხელმძღვანელობა ინ სტი ტუტ ში (AEI) გამართულ მეწარმეობის ამერიკულ

ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეიცვალა ერსა და ბერს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხგვ. 2 რივი პასუხისმგებლობა გვ. არ 3 არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს - მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს.”

ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ, კონ ფე რენ ცი აზე სიტყვით

გა მო ვი და

გვ. 2 სამუშაო შეხვედრა გუბერნატორმა ცეზარ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2 დუშეთის დეპუტატის ინიციატივა გვ. 3 ჩოჩელმა რეგიონში საკრებულოსა და გამგეობაში ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის 17 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო გვ. განვითარების გაუმჯობესებისათვის  სამედიცინო კონსულტაცია უტარდებათ აუცილებლობაზე ისაუბრა

3 დამტკიცდა სოფლის

2

გვ. 2

საარჩევნო გვ. 2 ჩარგალში ფესტივალი  გარემოს  გვ. 2 „ქართული სული 2013” გ ა ს ა უ მ ჯ ო ბ ე ს ე ბ ლ ა დ გაიხსნა გვ. 3 გვ. 2

რამხარდაჭერის იგეგმება პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში? დასაფინანსებელი პროექტები

დუშეთის 2011 წლის სტუმრები დამტკიცებულია ბიუჯეტი დანიელ ჭონქაძის იურიდიულ თემაზე სახელმწიფო სახლ-მუზეუმში გვ. 4 ხელისუფლება

გვ. 7

გაიხსენეს ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილი სასარგებლო რჩევები 8

გვ. 6

გვ. 4

სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად

შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია  გვ. 8

3

გვ. 5 სულიერება ანსამბლი „ქალილო”

თურქეთს სტუმრობდა ნ ობა ✠სიუ ლნი ე რო ება ხსენება წმიდა „იყვენით თქუენ სრულ, განმანათლებლისა ვითარცა და მოციქულთა სწორისა გვ. 5 მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს” ნინო ქართველთ

გუდაურმა ხევსურულ საღამოს უმასპინძლაგვ. 6 

გვ. 6


2

27 მაისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე ქრონიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვა მოსახლეობას

„ჩემო თანამოქალაქენო! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს! 95 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი წინაპრების ოცნება ახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის მრავალი თაობის მონაპოვარი - 26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია. დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმად კი, დემოკრატიული რესპუბლიკა აირჩია. დემოკრატიული მმართველობა, ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი - ეს აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა ამ არჩევანის გამო ჩვენი ქვეყანა მალევე დასაჯა წითელმა არმიამ. მას შემდეგ საქართველომ უმძიმესი გზა გამოიარა. ათწლეულების განმავლობაში მას მოუწია არსებობა საბ-

ჭოთა იმპერიაში, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და, ასეთი ტერორის პირობებშიც კი, ქართველმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა და გადაარჩინა დამოუკიდებლობის იდეა და მრავალი ათეული წლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს, ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები და ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა - ახალ ძალადობას, და აღარ დამთავრდება ქიშპი და ანგარიშსწორება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება. ჩვენ, ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ერსა და ბერს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი

აწევს - მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს. ამ პროცესში კი, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი თქვენი მხარდაჭერის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაგვეხმარებით, ისე გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები. პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ

რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომელთა გმირობა და თავგანწირვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავლის შენების პროცესში თავისი როლი შეასრულონ უმცირესობების, ყველა ეროვნების, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. ჩვენ, ყველას, გვაერთიანებს საერთო მიზანი და ეს არის დემოკრატიული საქართველო. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც სასამართლოს განაჩენი მიუკერძოებელია, სადაც ბიზნესი თავისუფალია.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჩვენს

ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ, ყველას, საქართველოს

თითოეულ მოქალაქეს, ერსა და ბერს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს - მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს”. ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას. ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად უნდა ავაშენოთ საერთო სახელმწიფო,

ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ქვეყანას დასჭირდა თავისი შვილებისგან. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო. ამას კი, მოქალაქეობრივი პასუხისმგელობის განცდით ცხოვრება სჭირდება. გისურვებთ ყველას მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, კეთილდღეობას. გისურვებთ, ყოველთვის გეამაყებოდეთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება! წარმატებებს გისურვებთ ყველას”.

საკრებულოს თავმჯდომარის ვიზიტი საფრანგეთის ქალაქ ლიონში 22 – 25 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმყოფებოდა. იგი მიწვეული იყო, რათა მონაწილეობა მიეღო ,,ისტორიულ ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ” რეგიონულ პროგრამაში (კიევის ინიციატივა) ქ. ლიონის ჩართვის 15 წლის იუბილესთან მიძღვნილ კონფერენცაში. როგორც ცნობილია, საქართველოდან პროგრამის საპილოტე პროექტში ჩართულია დუშეთის მუნი-

ციპალიტეტიც. პროექტის მიზანია საქართველოს ურბანული მემკვიდრეობის სფეროში მართვის გაუმჯობესება, ძეგლთა დაცვა, ურბანული მემკვიდრეობის მდიდარი და მრავალფეროვანი რესურსების წარმოჩენა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და მცირე და საშუალო ზომის ქალაქების დახმარება, რათა გამოიყენონ მემკვიდრეობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. კონფერენციას, რომელიც ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდი-

ნარეობდა, საქართველოდან აგრეთვე ესწრებოდნენ პროგრამის ეროვნული კოორდინატორი ლეილა თუმანიშვილი და პროგრამის მენეჯერი რუსუდან მირზიკაშვილი. ქ. ლიონის მაგალითზე, კონფერენციის მსვლელობისას, გამოიკვეთა ის სასარგებლო მიმართულებები, რომელიც პროგრამის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს სამომავლოდ. დაიგეგმა, რომ საქართველოდან შერჩეული ქალაქებისათვის სამუშაო კონფერენცია ივლისში, ქ. დუშეთში გაიმართოს.

დუშეთის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, უახლოესი მომავლისთვის დაიწყება ქ. დუშეთში ერისთავის ქუჩაზე მდებარე

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ბაჩანას ქუჩის შესახვევის, სააკაძის და ბექაურის ქუჩების მოასფალტება, აგრეთვე - ჟინვალის თემში, დაბა ჟინვალის შიდა გზების მოასფალტება და ე. წ. „უნდილაანთ უბნის” გზის რეაბილიტაცია. ჭონქაძის თემში, ე. წ. „ჯორმუხის გზის”

რეაბილიტაცია–მოხრეშვაა დაგეგმილი. უნდა მოიხრეშოს მილახვრიანთკარის შიდა გზებიც. გარდა ამისა, დაბა ფასანაურში მოეწყობა ნაპირსამაგრები, გარე განათების სისტემა. სასმელი წყლის სისტემა უნდა კეთილმოეწყოს ბულაჩაურ–ქუბრიანთ-

კარში, ფასანაურში. ნაპირსამაგრების აშენებაა გათვალისწინებული დუშეთის ხევის 2 ხიდზე. ქვეშეთის თემში სპორტული დარბაზის რემონტი, ხოლო ჟინვალში ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება განხორციელდება.


27 მაისი, 2013 წ.

3

დუშეთის მაცნე

ქრონიკა დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია. აქედან დუშეთისათვის კი – 1205432 ლარია გათვალისწინებული. დასაფინანსებელი პრიორიტეტები, ძირითადად, სასმელი წყლის სისტემების, შიდა სასოფლო გზების, გარე განათების სისტემების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის, სარიტუალო სახლების მოწყობისა და სპორტული მოედნების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს.

9 მაისის აღსანიშნავად ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის აღსანიშნავად, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ფულადი დახმარება გადასცა. დახმარება, რომელიც თითოეულზე 100 ლარით განისაზღვრა, სულ 52 ადგილობრივ მცხოვრებს გადაეცა.

ფინანსთა მინისტრი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეწვია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 7 მაისს დუშეთში იმყოფებოდა. მან მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ დუშეთში წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა. „ჩამოვედი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის თხოვნით და ადგილზე გავეცანი ვითარებას. არის ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა, მოსაწესრიგებელია წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები. წელს ჩვენ რეგიონული განვითარე-

ბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვყავით 4,7 მილიონი ლარი. მიმდინარეობს პროექტირება. ვმუშაობთ სხვა პრობლემების გადაჭრაზე,” -აღნიშნა მან. ნოდარ ხადურმა დაათვალიერა და განიხილა ის პროექტებიც, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მათ შორისაა დუშეთის ხევზე ხიდებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების რეაბილიტაცია; დუშეთის ნაგავსაყრელისა და ჟინვალის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები; ძველი დუშეთის უბნების აღდგენა-რეკონსტრუქცია.

ჩარგალში ფესტივალი  „ქართული სული 2013” გაიხსნა 29 აპრილს ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში,  ფესტივალი „ქართული სული 2013” გაიხსნა.  მასში ეთნოკულტურული ანსამბლები, მეცნიერები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.   ჩატარდა კონფერენცია,  სადაც ქართული ხელოვნების სფეროში შეტანილი  წვლილისთვის დაჯილდოებული პირები გამოვლინდნენ.  ფესტივალის ორგანიზატორებმა სპეცი- რულების შემდეგ,  პრემიერმინისტრმა ოჯახთან რომ დღეს დიდ ვაჟასთან მოვედით და  ვაჟასალური ჯილდო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშ- ერთად  ჩარგალში მდებარე ეკლესია მოილოცა. თან ერთად მივდივართ ევროპისკენ” – განაცხავილსაც გადასცეს. საზეიმო ღონისძიების დას- “გენიალური ტრადი­ ციაა, ბედნიერები ვართ, და  ���რემიერმა.

დეპუტატის ინიციატივა

ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით, 17 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია უტარდებათ დუშეთში 17 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ. საქველმოქმედო აქცია მაჟორიტარი დეპუტატის — ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით მიმდინარეობს. ბავშვებს კონსულტაციებს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორები უტარებენ. ირაკლი ტრიპოლსკის განცხადებით, უახლოესი მომავლისთვის საქველმოქმედო აქცია დუშეთის მაღალმთიან სოფლებშიც გაგრძელდება.

სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად

,,ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე; მითუმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი” — ბრძანებს მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს–პატრიარქი  ილია II. სასიამოვნოა, რომ დუშეთში ხშირად იმართება სისხლის უფასოდ გაცემის საქველმოქმედო აქციები. გამონაკლისი არც ამჯერად იყო, 15 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებთან და რიგით დუშელებთან ერთად, გაიღო სისხლი. იმედია, უანგარო დონაციის კეთილშობილური ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება...


4

27 მაისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე 18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე

სტუმრები დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმში ,,სასწრაფოდ და გადაუდებ-

ლად უნდა მოგვარდეს მისი რემონტისა და რეაბილიტაციის საკითხი, რათა საბოლოოდ არ ჩამოინგრეს და გაპარტახდეს დაცული მასალები და ის ისტორიული დარბაზი, რომელიც ერთ-ერთი იშვიათია თავისი სიძველისა და არქიტექტურული მნიშვნელობის გამო. აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი პირადად დაინტერესდა პრობლემით, საქმის არსს იცნობს ადგილობრივი ხელისუფლებაც, რაც აჩენს მუზეუმის რეაბილიტაციის დაწყების იმედს.”

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა. 1978 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს 150 ქვეყანაში. ამ დღეს მუზეუმებში ეწყობა ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები, საინფორმაციო ვიზიტები და სხვა ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა გადაწყვიტა, წლევანდელი 18 მაისი მწერალ დანიელ ჭონქაძის მშობლიურ სახლ-მუზეუმში აღენიშნა. ცენტრის დირექტორის - მაია სავაძის თაოსნობით ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლის რამდენიმე პედაგოგი და მოსწავლე სოფელ ყვავილში მწერლის მუზეუმს ეწვია. მუზეუმის დირექტორმა ლელა ჭონქაძემ სტუმრებს დანიელ ჭონქაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მემორიალური ნივთები და ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა. საუბარი გაიმართა ,,სურამის ციხის” ავტორის როლსა და მნიშვნელობაზე ქართული ცნობიერების ისტორიაში. აღინიშნა მუზეუმის შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებაც. ხაზგასმით ითქვა, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად უნდა მოგვარდეს მისი რემონტისა და რეაბილიტაციის საკითხი, რათა საბოლოოდ არ ჩამოინგრეს და გაპარტახდეს დაცული მასალები და ის ისტორიული დარბაზი, რომელიც ერთ-ერთი იშვიათია თავისი სიძველისა და არქიტექტურული

მნიშვნელობის გამო. აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი პირადად დაინტერესდა პრობლემით, საქმის არსს იცნობს ადგილობრივი ხელისუფლებაც, რაც აჩენს მუზეუმის რეაბილიტაციის დაწყების იმედს. მუზეუმში ვიზიტის დასასრულ სახელოვნებო სკოლის ხალხურ საკრავთა წრის წევრმა ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები და, მასწავლებლებთან და დანარჩენ დამთვალიერებლებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ცნობისთვის: დანიელ ჭონქაძე დაიბადა 1830 წლის 18 მარტს ყოფილი დუშეთის მაზრის სოფელ ყვავილში. დანიელის მამა გიორგი მღვდელი გახლდათ. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად იყო გამწესებული ოსეთში, სადაც 1846 წელს, მოვალეობის შესრულებისას მას თავს დაესხა ბრბო და მოკლა. დანიელ ჭონქაძემ საერო სასწავლებელი 1845 წელს დაამთავრა. ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. თბილისის სემინარიას დანიელი წარჩინებით ამთავრებს და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. სტავროპოლი) სასწავლებელში ოსური ენის მასწავლებლად ნიშნავენ. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი მალევე გადმოჰყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში დ. ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. 1858 წლის 1 ოქტომბრიდან დ. ჭონქაძე მსახურობს სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. ის სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძლიერ გადატვირთული იყო. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობაზე მუშაობდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა.

რუსულ-ოსური ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც მწერალს შეუდგენია, ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. მოთხრობა „სურამის ციხე” ჭონქაძემ „ცისკრის” 1859 წლის მეთორმეტე და 1860 წლის პირველ ნომრებში გამოაქვეყნა. ნაწარმოებში მწერალი გაბედულად ამხელდა ბატონების თავგასულობას და ყმების არაადამიანურ ყოფას. ეპოქალურმა მოთხრობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბატონსა და ყმას შორის სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. “სურამის ციხემ” მიზანს მიაღწია და კრიტიკულრეალისტური პროზის განვითარებას და განმტკიცებას ჩაუყარა საფუძველი. დანიელ ჭონქაძემ პირველმა გამოაქვეყნა ბატონყმობის წინააღმდეგ მიმართული მოთხრობა. აღსანიშნავია, ამ დროისთვის უკვე დაწერილი იყო “კაკო ყაჩაღი”, მაგრამ მიზეზთა გამო არ იბეჭდებოდა… ზოგიერთმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღო „სურამის ციხეში” გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის” რედაქტორს - ი. კერესელიძეს ნაწარმოების დაბეჭდვისათვის ბევრი უსიამოვნება შეხვდა. „სურამის ციხის” დასრულების შემდეგ დ. ჭონქაძემ დაიწყო მოთხრობის წერა სათაურით - „ვინ არის დამნაშავე?”. ამ ნაწარმოებშიც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა აღწერილი. გარდა ამისა, დ. ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნ���წერები”. ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნაწერები დაწვეს. „სურამის ციხის” გამოქვეყნების შემდეგ დ. ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი გარდაიცვალა 1860 წლის 16 ივნისს, 30 წლის ასაკში. ანდერძის თანახმად, დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით.


27 მაისი, 2013 წ.

5

დუშეთის მაცნე

მუნიციპალიტეტის სახელით... ტურიზმის სამსახური დაჯილდოვდა

10–12 მაისს ქ. ბათუმში ტურიზმის მე–6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახური, რომელიც შესაბამისი დიპლომით დაჯილდოვდა. მოწონება ხვდა წილად მათ მიერ წარდგენილ ტრადიციული რეწვის ნიმუშებსაც.

ლაურეატობა მოიპოვეს 10 მაისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს პროფკავშირული კულტურულ– საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის მიერ ორგანიზებული ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის VI რესპუბლიკური ფესტივალი – კონკურსი „იპოვე შენი ვარსკვლავი”–ს დასკვნითი გალა კონცერტი. მასში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალების – დუშეთის სახელოვნებო, ჟინვალისა და ფასანაურის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები. მათ წარმატებით გადალახეს კონკურსის I და II ტურები და დაჯილდოვდნენ შემდეგი პრიზებით:

დუშეთის სახელოვნებო სკოლა: ანა ელიაშვილი – ლაურეატი (პედაგოგი ლ. მასურაშვილი); თამთა კარიაული – ლაურეატი (პედაგოგი ლ. ღლონტი); ხალხურ საკრავთა ანსამბლი – III ხარისხის დიპლომი (პედაგოგი ნ. წიკლაური).

ჟინვალის სამუსიკო სკოლა: შალვა ლოთიკაშვილი – ლაურეატი, დაჯილდოვდა სპეციალური მედლით (პედაგოგი გ. ტუშური). ანა წიკლაური – ლაურეატი (პედაგოგი გ. ჭინჭარაული); ლაშა გორელიშვილი – ლაურეატი (პედაგოგი გ. ჭინჭარაული); არჩილ გორელიშვილი – დიპლომანტი (პედაგოგი გ. ჭინჭარაული); ნიკა ჩიტაური – დიპლომანტი (პედაგოგი გ. ტუშური).

ფასანაურის სამუსიკო სკოლა: მარიამ კვირიკაშვილი – ლაურეატი (პედაგოგი ნ. ოთინაშვილი); ნინო ბექაური – ლაურეატი (პედაგოგი რ. მელიწკაური); ანა ქავთარაძე – ლაურეატი (პედაგოგი ა. ქავთარაძე); ანი ჩოხელი – ლაურეატი (პედაგოგი ნ. ოთინაშვილი).

ანსამბლი „ქალილო” თურქეთს სტუმრობდა ქ. დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „ქალილო” 1–დან 10 მაისამდე თურქეთში იმყოფებოდა. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. ფეტიეში გამართული სიმღერის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალში. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, ინდონეზიის, ესპანეთის, ყაზახეთის, ინგლისის, ისლანდიის შემოქმედებითი კოლექტივებიც მონაწილეობდნენ. „ქალილოს” მიერ შესრულებული სიმღერებს მსმენელთა დიდი მოწონება ხვდა წილად. ფესტივალის ორგანიზატორთა ინიციატივით, დაიგეგმა წარმატებით გამოსული ანსამბლების თურქეთის ტელევიზიით ჩვენება და პოპულარიზაცია. გამოითქვა სურვილი, რომ „ქალილო” სამომავლოდაც გამოვიდეს მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში. ანსამბლის სტუმრობა ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით შედგა.

მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი 10 მაისს დუშეთის კულტურის სახლში დები ნაყეურებისა და ჯგუფ „მთიელის” საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო, სადაც, სხვა ცნობილ სიმღერებთან ერთად, პირველად აჟღერდა მათი ახალი სიმღერებიც. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჩარგალში დედათა მონასტ-

რის მშენებლობის დაწყებას და მაღაროსკარის საჯარო სკოლის კეთილმოწყობას. საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც მაყურებლის გამორჩეული მოწონება ხვდა წილად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პატარა თეონა ფეიქრიშვილის წარმატება საქართველოში „ევროკავშირის კვირეულის” ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ჩატარდა კონკურსი. მისი მიზანი იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის თემაზე ნახატების შექმნა და საუკეთესო ნიმუშების გამოვლენა. მცხეთა-მთიანეთიდან ქ. დუშეთის №1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის - თეონა ფეიქრიშვილის ნახატი შეირჩა (პედაგოგი – მაია ღარიბაშვილი). პატარა თეონა შინაარსიანი ნახატისათვის სიგელით დაჯილდოვდა.

ჩვენ გვწერენ

ყოველთვის კარგი საქმე ეკეთებინოს... თქვენი გაზეთის საშუალებით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ დუშეთის დასუფთავების სამსახურის უფროსს, ქალბატონ ელისო უშიკიშვილს. დიდი ხანი არ არის, რაც სამსახურის უფროსად დაინიშნა და ხალხის ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. დუშეთის ქუჩებს საგრძნობლად დაეტყო სისუფთავე და ყურადღება. ღმერთმა უმრავლოს დუშეთს ასეთი ადამიანები. ქ.დუშეთის მცხოვრებნი: მაყვალა ქურციკიძე, ლია ფეიქრიშვილი, ბაბულია გელიაშვილი, ნუნუ არათანაშვილი, დარიკო ქურციკიძე, ქეთინო ბურდული, მარიამ პაპაშვილი.

„დუშეთის მაცნე” ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი

მკითხველს საშუალება ეძლევა, გაზე-

თის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.dusheti.org.ge


6

27 მაისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

✠ს უ ლ ი ე რ ე ბ ა

მიტროპოლიტი ზოსიმე

„იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს”

ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და ძმანო!

გვინდა, მცირეოდენი სულის სასარგებლო დარი-

გებანი მივცეთ იმათ, რომელნიც საჭიროებენ ქრისტიანულ რწმენაში განმტკიცებას. განსაკუთრებით გვინდა ნუგეში ვცეთ ქრისტეს ახალ მიმდევართ, დიდი სიყვარულითა და მონდომებით რომ შეუდგნენ მაცხოვრის გზას, მაგრამ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ სულის ცხოვნების გზაზე წარმოქმნილ წინააღმდეგობათა გადასალახავად. ჩვენ გვინდა, ძმური დახმარების ხელი გავუწოდოთ იმათ, რომელთაც, გარკვეული სულიერი გამოცდილების ნაკლებობისა გამო, დაუფლებიათ უხალისო, სევდიანი განწყობილება. გვინდა ყოველი ადამიანის გულში შევიტანოთ სითბო და ქრისტე მაცხოვრის დიდი სასოება. საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმიდა სახარებაში მოციქულებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით” (ინ. 15, 16). როგორც ჩანს, ღვთის მიერ ხდება გამორჩევა კაცისა და არა - ადამიანისაგან ღვთისა. რისთვის ეძიებს ღმერთი ადამიანს? იმისათვის, რომ დაუბრუნოს მას დაკარგული სიხარული და ბედნიერება, მარადიული ნეტარი ცხოვრება. სურს ღმერთს ადამიანის ჭეშმარიტებაზე მოქცევა და ამ მიზნით უქმნის მას სინანულის განწყობას. ხშირად კაცი თვითონაც ვერ ხსნის, რატომ ეძალება მას სევდა, რატომ ეტირება სრულიად მრთელსა და ჯანსაღს. დიდ ხანს ვერ ხვდება ადამიანი, საიდან მოდის სულის მწუხარება, ან საითკენ უბიძგებს იგი მას. ასეთ გაურკვეველ წუხილსა და სევდაში რაღაც იდუმალი სიხარულიც აკითხავს კაცს და ნელ–ნელა ჩაესმის ძვირფასი და სანუკვარი ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ–მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთ���ი” (მათ. 11, 28–29). ადამიანს ჩაესმის სანატრელი ხმა იესო მაცხოვრისა და ენით აუწერელი სიხარული ავსებს მას. ერთიღა რჩება კაცს – მაშინვე დაუტეოს ცხოვრება წარმავალი და ფუჭი და შეუდგეს ქრისტე მაცხოვარს. ადამიანის ასეთი გადაწყვეტილება დიდად ახარებს უფალს, როგორც მოწყალე მამას. ხარობს ზეცა გზასაცდენილის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას. ჯილდოდ ამისა ღმერთი კაცს უგზავნის კიდევ უფრო მეტ წყალობას – სიხარულის ცრემლსა და სურვილს ამ სიხარულის სამუდამოდ გულში დამკვიდრებისა. და აი, ეწაფება კაცი ღვთის სიტყვას, რომ უფრო მეტად განცხადდეს მისთვის ღვთაებრივი ჭეშმარიტება. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვასა და მარხვას. დასაწყისში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ადამიანი გრძნობს შინაგან სულიერ სიმშვიდესა და კმაყოფილებას. მაგრამ ფარული ვნებანი და ქვეყნიური მიდრეკილებანი მალე ახსენებს მას თავს. ღვთის სიტყვის მოსმენით კაცი კი განეშორა ამაო ფიქრსა და საზრუნავს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად იგი ჯერ კიდევ რჩება ქვეყნიურის მონად. საჭიროა ვნებათაგან თავის გათავისუფლება, საჭიროა მოშორება მიწიერი სამოსისა და შემოსვა ზეციურისა. ასე რომ, ადამიანი ღვთის სიტყვის მოსმენისთანავე როდი ხდება ვარგისი უფლის მცნებათა შესასრულებლად. ამას წინ უძღვის მძიმე გზა სულისა და სხეულის გარდაქმნისა. აი, აქ უნდა დაიწყოს ქრისტეს მიმდევრის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება – ბრძოლა ბოროტებასთან, ბოროტ ვნებასა და გულისთქმასთან, მოუთმენლობასა და ყოველი ბოროტების სათავე ამპარტავნებას-

თან. ადამიანი უცხადებს ბრძოლას საკუთარ თავს, საკუთარ შებღალულ ნებას. აღნიშნული ბრძოლა და წინააღმდეგობა ხშირად აკრთობს და აშინებს კაცს. ღმერთთან პირველი სიახლოვით გამოწვეული საკვირველი სითბო და სიხარული ადამიანში ნელდება და მის ნაცვლად სიცივე და შიში მკვიდრდება. იქმნება მცდარი წარმოდგენა უკვე განცდილი ზეციური სიხარულის დაკარგვისა და რწმენაში გაციებისა, რასაც ხშირად თან ახლავს სარწმუნოებრივი გაგრილება და უკმაყოფილება. ადამიანი ეძიებს მიზეზს მისი სულის მდგომარეობის ასეთი მკვეთრი ცვლილებისა და ვერ უპოვია, რადგან იგი ჩვეულებრივი მოვლენაა სულის განვითარებისას. აი, აქ სჭირდება ქრისტეს გზაზე შედგომილ კაცს მოთმინება დიდი და გონიერება, რათა არ გამოიჩინოს სულმოკლეობა და იძლიოს ბოროტისაგან. რაც უფრო მეტად მოიცავს ადამიანის სულს სიცივე სარწმუნოებრივი და, აქედან გამომდინარე, გულგრილობა, მით უფრო უნდა უმატოს ლოცვასა და მარხვას. კაცს ხშირად ახსენდება ის ენით აუწერელი მდგომარეობა, ღვთის გზაზე შედგომისას რომ მიანიჭა ღმერთმა, ამის გახსენებამ არ უნდა დაბადოს მასში ღვთიური მადლის დაკარგვით გამოწვეული წუხილი და სევდა. პირიქით, სწორედ ამან უნდა დაანახოს კაცს საკუთარი უმწეობა და ღვთის დახმარების აუცილებლობა. ასეთ მდგომარეობაში მყოფთ ჩვენ ვურჩევთ იესო მაცხოვრის მეტ იმედსა და სასოებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამორჩევა ადამიანისა ღვთით ხდება და, ცხადია, უფალი უნუგეშოდ არ დატოვებს მისკენ მიმავალს. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ სწავლა–დარიგება დიდი საეკლესიო მამის – მაკარი მეგვიპტელისა, რომლის მიხედვითაც სულიერი მოღვაწეობის დაწყებისას ადამიანი ემსგავსება ჩვილ ბავშვს, რომელსაც ფეხის ასადგმელად სჭირდება მშობლის დახმარება, ხელის შეშველება. მშობლის დახმარებით ჩვილი პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამს. რაკი ერთხელ იგემებს ბავშვი სიხარულს ფეხის ადგმისას, უჩნდება სურვილი მეტი დამოუკიდებელი მოძრაობისა. ცდილობს კიდეც ამას, მაგრამ უფროსთა თანადგომის გარეშე ვერ ახერხებს, ძირს ეცემა და ზოგჯერ დაცემით განიცდის დიდ ტკივილებსაც. ამიტომ მშობელი დრომდე არ შორდება ბავშვს. მაგრამ, როგორც კი შვილი წამოიზრდება და მოღონიერდება, მშობელი ნელა იწყებს

ხელის შეშველებას, რომ მიაჩვიოს დამოუკიდებელ მოძრაობას. ბავშვს დასაწყისში აშინებს სიშორე მშობლისაგან, განსაკუთრებით განიცდის ამას ძირს დაცემისას და სხეულის დაშავებისას. მშობელმაც იცის, რომ მტკივნეულია ჩვილის ყოველი წაბორძიკება და დაცემა, მაგრამ ხელს მაინც უშვებს პატარას, რითაც უწყობს ხელს მის განვითარებას. აბა, წარმოიდგინეთ, რომ მშობელს შვილი სულ ხელით ეტარებინა, სიარულს პატარა ხომ ვერ ისწავლიდა? ამ დროს თვით წაბორძიკება და დაცემაც უწყობს ხელს მოზარდში წონასწორობისა და სიფრთხილის გამომუშავებას. აღნიშნული სწავლა წმიდა მამისა სავსებით შეესაბამება ადამიანის სულიერ ზრდა–განვითარებასაც. შეიძლება ასაკით კაცი იყოს დიდი, სულიერად კი პატარა, ჯერ განუვითარებელი, როგორც ჩვილი ბავშვი. ახალი, სულიერი ცხოვრებისათვის ადამიანი იბადება ქრისტიანული ნათლისღებისას. მას შემდეგ იზრდება და ვითარდება კაცი ისე, როგორც დედის მზრუნველობით პატარა ბავშვი. ეკლესია ქრისტესი დედაა ყოველი მორწმუნე ადამიანისა. იგი გვზრდის უკვდავი ცხოვრების მომპოვებელი სულიერი საზრდოთი. დასაწყისში, ვიდრე ჩვენ სულიერად ვართ პატარები, უხვად გვკვებავს, შემდეგ კი, როცა წამოვიზრდებით, როცა შევიძენთ საჭირო ძალასა და უნარს ქვეყნიურ წინააღმდეგობათა გადალახვისას, ჩვენ თვითონა გვთხოვს შრომითა და გარჯით მოპოვებას სულისათვის საჭირო საზრდელისა. ამიტომ არის, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისში, ჩვენში იგრძნობა მეტი ღვთიური მადლი, მეტი მონდომება და სიყვარული, ვიდრე შემდეგ, როცა შევდივართ რწმენაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, ძმანო, რომ ჩვენი ეკლესიაში მოწოდება ხდება არა უკვე არსებული სიმშვიდისა და ნეტარების მისაღებად, არამედ შრომითა და გარჯით მის მოსაპოვებლად და ამ მიზნით ბოროტებასთან შესაბრძოლებლად. ქრისტიანის გზა სხვა არაფერია, თუ არა დაუსრულებელი ბრძოლა ბოროტ ძალებთან. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამანი ქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლს, ზეციურს კი - მოზეიმეს, გამარჯვებულ ეკლესიას. საყვარელნო, ჩემი პატარა საუბარი მინდა დავასრულო წმიდა მოციქულ პავლეს საერთო მოწოდებით: „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით” (1 კორ. 16, 13). მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამინ” (რომ. 16, 24).


27 მაისი, 2013 წ.

7

დუშეთის მაცნე წუთისოფლისა... ,,ივანე წიკლაურის ლექსი – “რამ დამაბერა” დიდი ჭეშმარიტი პოეზიის ნიმუშია. ეს არის უაღრესად თავისებური ლექსი თავისი აგებულებით, ფორმით, მსოფლაღქმით, ხატოვანი აზროვნებითა და განცდის სიმძაფრით. მასში შენივთებული და შერწყმულია პიროვნების და სამშობლოს ტრაგიკული ბედი. ეს არის ავტორის აღსარება და მის მიერვე ეპოქისადმი გამოტანილი მსჯავრიც.

ასეთ ლექსს განგება მხოლოდ ერთხელ აწერინებს ადამიანს, რჩეულს. ეს ისეთი სულიერი განწმენდაა, რომელიც მხოლოდ მარადისობის კარიბჭის წინ ხდება. ვინ იცის, იქნებ ივანე წიკლაურმა მხოლოდ ამ ლექსისათვის იცხოვრა ქვეყნად. თქვა და წავიდა, რადგან პირნათლად მოიხადა კაი ყმის ვალი ღვთისა და ერის წინაშე”. ვახუშტი კოტეტიშვილი

რამ დამაბერა ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა: - რამ დაგაბერა,- ის მითხრა,- ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა! - ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცი���ამა, სამოც-სამოცჯერ მასვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა, ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ ცაზედ ამასვლამ მზისამა, გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა, ჩემ თავზედაც ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა... საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა, დიდის ნიაღვრის მასვლამა, წაღებამ წისქვილისამა, წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა, წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მახელვამ მკვდრისამა... ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა... ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა, ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედიძმისამან. ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა, ოფლ-შრომამ დედიჩემისამ, შაძენამ მამულ-წყლისამა, მამულ-წყლის გამაისობით გაყიდვამ ტალავრისამა, აიმის დაფასებამა არვისგან არაისამა. მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა, სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა, როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა, მტერ-დუშმნის სახლში შამასვლამ, დედისად მაჭრამ მხრისამა, ვერ ვიყავ სრულიწლოვანი, ამაშინ შამბამ ხმლისამა, დედის დამჭრელის აკუწვამ ნალესის ფრანგულისამა, ჩახჩუხით მირგვალთ მავლამა ვაჟიათ წინგარდისამა; გიორიობის ღამემა, ღულს ხიდმა ჭიგანისამა, ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ-სამჯერ შაკვრამ გზისამა. შაცდომამ ჩამამაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა, არაის ძალისტანებას, ერთდროს არლოცვამ ჯვრისამა, მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ სხვისამა, დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შაყრამ თემობისამა, წვერს ვეღარ წასვლამ ტოლათათ, ვერ რბოლამ ცხენებისამა, ჩამახსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა, დიდგორის ჯვარის ატკრეცამ, ჯვარისამ, ჯვარისკრისამა, გაღმროშკას, ქარჩისკალოსა, ბეღლისკარ მაჭრამ ხისამა, გუდანის ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა, ამაგან ჩამამაბერის, ჯავრმ ვერაბევრად მტრისამა. მტერს მტრულად ვუსწორდებოდი, ჯვარის წყალობამ, ხვთისამა, თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა, ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვადასხვისამა, ჭაბუკობის დროს ღალატმა, ქალისამ ლამაზისამა,

მოგონებები ვაჟაზე...

თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა, მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა, ცის კარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა, დანატვრის ვეღარ მასწრობამ, ჩქარად გაკურვნამ ცისამა. ჩამამაბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა, კალატის წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა, ზამთრის ქარ-ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა, ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა, მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა, ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისამ ნაქერლისამა, ბექ-ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა, დილას შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა, კლდის ეხში შამაცინებამ ჯიხვთწყემსა ქალაისამა, ჭიუხში ღამისთევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა, ზატვრის ხელფიცხლად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა, ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისად მზისპირისამა, შუა ღილღომდე ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმისამა, ხარ-ლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა, არწივის ჩამაქროლვამა, წაღებამ წილ-კერძისამა, შაღებვამ ჯიხვის სისხლითა მაგ ტანიურის ტბისამა, მხრებამდე ტბაში შასვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა, ტბაშიით გამატანამა, მაკლულის ჯიხვ-მაზვრისამა. ქისტეთ ოზიკში მისვლამა, ზე მთვარის დგომამ მცხრლისამა, ბზესავით ტყვიის მაშლამა, კივილმა ქისტებისამა, მიმდგარმა დასწრობაზედა ბაგ-ბუგმა ნაგნებისამა, წინითი გამაფშვნეტამა პირქერა წვრილმაღლისამა. ჩამამაბერის ჩონგურმა, გათლილიმა ვერხვის ხისამა, თავბერაულის გათლილმა, ტოლხეშად მიხაისამა, ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგად ჯურხაისამა. თვალთად სინათლის მაკლებამ, ჩამაყრამ კბილებისამა, ვერ ნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა, იმისგან თვალისჭერამა ჩემ მისავალის გზისამა, ჩემგან ვერგამართლებამა ნაქონის იმედისამა. ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა, ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა, ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამათეთრებამ თმისამა, კაის დროების წასვლამა, ვერ მასვლამ უკეთისამა. ...სიზმარში მკითხის ამბავი, ლელამა გაბურისამა, მკვდარმა, ვერდავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა, კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა, ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხვატისამა.

დუშეთსა და თვალივში (დეიდაჩემის – ნინო წვერაძის ნაამბობი)

როცა ლუკა დუშეთს ჩამოვიდოდა, ჩვენსა მოდიოდა ხოლმე აუცილებლად. ჩვენს ბაღში, კაკალქვეშ, ჩრდილში უყვარდა წამოწოლა. გაიშლიდა ნაბადს, მუთაქას, პატარა სკამს აგვატანინებდა და წერდა მასზე. თბილისიდან მოსულიყვნენ ძმები: ლუკა, ბაჩანა, თედო, სანდრო და მათთან ერთად რძლები – თიკო და ბაბო. დილა იყო. ისევ მეძინა, როცა ფანჯარაზე დამიკაკუნეს. ამ დროს მათთვის თვალი შეესწრო ფენკას ცოლს, დაროს. ის ზეზე ყოფილიყო. დაროს საჩქაროდ დაუდგამს სამოვარი და სუყველა შინ მიუწვევია. გაუშლია კარგი სუფრა. შემდეგ ჩემთან გადმოვიდნენ. იცოდნენ ლუკაზე: შენმა სიძემ ხუთი კიტრი ათ თუმნად იყიდაო. თავს აბეზრებდნენ, იმდენს იცინოდნენ. ის ხმას არ იღებდა. მხოლოდ ხანდახან ჩაეღიმებოდა. თურმე, თბილისის ვაგზალში კიტრების ყიდვის

დროს ვაჟას ათთუმნიანი დაუხურდავებია, ხუთი კიტრი უყიდია, დანარჩენი ფული ჯიბგირებს ამოუცლიათ. ლუკა ხურჯინიდან კიტრებს აღარ მაღებინებდა. იყოს, ასე უნდა შევინახო, ძვირად ნაყიდია და დიდხანს უნდა გავაძლებინოო. სოფელ თვალივში ცხოვრობდა ვაჟას მეგობარი – ბესო შანიძე. თვალივში ბესოს პატარა დუქანი ჰქონდა. ვაჟას და ბესოს ერთმანეთთან ხუმრობა უყვარდათ. თვალივში ჩასვლისას ვაჟა პირველად ბესოს დუქანში მივიდოდა, კანფეტის ყუთებში პატრონის დაუკითხავად ხელს ჩაყოფდა და ბავშვებს ორი ხელით კამფეტებს გადაუყრიდა: აჰათ, ბალღებო, დაიჭით, ჭამეთ, ღორი გლეჯითა, თორო რას იპარსებაო, – წაიხუმრებდა ვაჟა. თუ ვაჟას შეამჩნევდა ბესო, შორიდანვე უმალ დაიძახებდა: აბა, მიშველეთ, მოდის ის ცალთვალა დევი; კაცო ოჰ, ოჰ, დამალეთ, ეგ კამფეტები, თორემ სულ დაღუპავს აქა-

ურობას. მერე ვაჟას გულითადად მიესალმებოდა და ხუმრობით შინ შეიპატიჟებდა: ოჰ, ოჰ, მოხვედი, უმი ხინკლით გაზრდილო? მოდი, მოდიო... ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ბესოს და ვაჟას. კაცო, მაგდენს რომ სჭამ, რა ცხოვრება გეყოფაო! – გაეხმურა ერთხელ ვაჟა. შენ იმიტომ ხარ გამხდარი, შე საწყალო, რომ არაფერს არა სჭამო! – უპასუხა ბესომ. ერთხელ ვაჟამ საახალწლოდ ბესოს დამბალი ხაჭო გაუგზავნა და მილოცვის ბარათიც თან გააყოლა: ძმაო ბესო, გილოცავ ახალ წელს, გიგზავნი ძველ დამბალ ხაჭოს. დაბერდი ამ სუნით და ამ გემოთი. ბესოს მისალოცად კევი გამოეგზავნა ვაჟასათვის: აი, ძმაო, საჭმელი მაინც არა გაქვს, დაადექი ამ კევს და ღეჭე და ღეჭეო... წიგნიდან: „მამაჩემი ვაჟა–ფშაველა”, ვ. რაზიკაშვილი


CMYK

8

27 მაისი, 2013 წ.

დუშეთის მაცნე

სასარგებლო რჩევები

მ?

ე რ კ ტ უ ფ ე მ ა მ დეს დამწყებ

რა უნდა იცო

როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, საფუტკრე უნდა მოვაწყოთ მშრალ, ქარისგან დაცულ, შემოღობილ ტერიტორიაზე, ფუტკრის ფრენის ორიენტაციის დაცვისათვის, ხოლო ცხელ ამინდებში მზით გადახურების თავიდან ასაცილებლად ფუტკრის ოჯახებ��� სასურველია განვალაგოთ ჭადრაკისებურად ისეთ ადგილზე, სადაც მათ მზე დილის და საღამოს საათებში დაანათებს, შუა დღის სიცხეში კი ჩრდილში მოექცევიან. სკები ერთმანეთისაგან არანაკლებ ერთი მეტრის დაცილებით უნდა დავდგათ, რათა მეფუტკრემ ოჯახის ხილვის დროს მოხერხებულად, ნაკლები შრომის დანახარჯით იმუშაოს ამასთან, მოხდილი სახურავი, საკუჭნაო ან მეორე კორპუსი სიფრთხილით დავდგათ გვერდზე მდგომი სკის სახურავზე და, ოჯახის ხილვის შემდეგ, ისევ თავის ადგილზე დავაბრუნოთ. კარგია, თუ სკები სუფთა, დანომრილი მონაცვლეობით შეღებილი იქნებიან ყვითელი, თეთრი, მწვანე ან ცისფერი საღებავებით, სკიდან გამოფრენილი ფუტკრის თუ გასანაყოფიერებლად გამოფრენილი დედა ფუტკრისათვის ადგილის დასამახსოვრებლად. სკები უნდა დავდგათ ხის ან რკინის სადგამებზე, საფრენის მიმართულებით ოდნავ დახრილ მდგომარეობაში, რათა წვიმის დროს სკაში წყლის შეღწევა თავიდან იქნეს აცილებული და სკის ძირზე არსებული ნაგავი ფუტკარმა ადვილად გადმოყაროს. თუ სკა ზამთარში თოვლით არის დაფარული სახურავი და საფრენი ფიცარი მასზე დარჩენილი თოვლისაგან (ვიდრე იგი არ გაყინულა) უნდა გავასუფთაოთ. ზოგიერთი დამწყები მეფუტკრისათვის ფუტკრის ოჯახის დათვალიერების პროცესი ხშირად გასართობ საქმიანობას წარმოადგენს და ოჯახებ სხშირად დიდხანს და დაწვრილებით ათვალიერებს, რაც უარყოფითად აისახება ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და თაფლის მარაგზე. გვახსოვდეს, რომ ფუტკრის ოჯახის დათვალიერება რაც შეიძლება შრომის ნაკლები დანახარჯებით უნდა მოხდეს. ბუდის დათვალიერების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ფუტკრის ნიშან–თვისებები, სეზონურობა, ამინდის პირობები და ღალიანობის ხარისხი. სამხრეთის ფუტკრები, როგორც წესი, ნაკლებაგრესიულები არიან, მათგან თვინიერებით იმდენად გამოირჩევა ქართული ფუტკარი, რომ მათი დათვალიერება ხშირად საბოლებლის და პირბადის გარეშეც შეიძლება. ბუდიდან ამოღებულ ჩარჩოებზე ფუტკარი ნორმალურ განლაგებას ინარჩუნებს, მშვიდო-

ბიანად განაგრძობს მუშაობას და დედა არ წყვეტს კვერცხის დებას. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ღალიანობა და თბილი, წყნარი ამინდი ფუტკარს სიმშვიდეს უნარჩუნებს, ღალიანობის უეცარი შეწყვეტა, დედა ფუტკრის დაკარგვა, ცრუ დედების გაჩენა, ოჯახში დიდი რაოდენობით ხნიერი მოღალე ფუტკრის არსებობა – ოჯახში აგრესიულობას იწვევს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ სამხრეთის ფუტკარს, დიდ თვინიერებასთან ერთად, ქურდობისადმი მიდრეკილება ახასიათებს, ამიტომაც მასთან სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ. ოჯახის დათვალიერების დროს ფუტკარი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შევაწუხოთ, ვეცადოთ არ გავაღიზიანოთ ისინი, ბუდეები გავსინჯოთ გარემოში არანაკლებ +11–12 გრადუსი ტემპერატურის დროს. გაზაფხულზე ფუტკარი დავათვალიეროთ დღის თბილ მონაკვეთში, ზაფხულის ბოლოს კი, როცა ღალიანობა შეწყვეტილია – დილის საათებში ან დაბინდებამდე, დღის ბოლოს, აგრილებისას. უნდა ვერიდოთ ფუტკრის გასინჯვას პაპანაქება სიცხეში, ძლიერი ქარის და წვიმის დროს. ოჯახის ხილვისას ბარტყიანი ჩარჩოები პირდაპირ მზის მიმართულებით არ უნდა დავიჭიროთ, რადგან მზე მასზე მსხდომ ფუტკარს და ბარტყს აშრობს, წვიმის წვეთის მოხვედრისას კი ბარტყს ღუპავს. ფუტკართან მუშაობისას უნდა ჩავიცვათ სუფთა ტანსაცმელი (სასურველია სპეციალური კომბინიზონი), არ უნდა გვდიოდეს ნივრის, ხახვის, სპირტიანი სასმელების მძაფრი სუნი. არ გავაღიზიანოთ ფუტკარი საფრენის წინ ჩვენი სწრაფი მოძრაობით, არ დაუშვათ სკაზე, საკუჭნაოზე ძლიერი დარტყმები, სახურავის ხმაურიანი მოხსნა. არ ჩავიცვათ ხაოიანი, მუქი ფერის ტანსაცმელი. მოვარიდოთ საფუტკრეს მუქი შეფერილობის ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ცხენები. აცივებისას თავი შევიკავოთ ოჯახის გასინჯვისაგან. დანესტვრის დროს ნესტარი ამოვიღოთ ფრჩხილის ან დანის წვერის საშუალებით. ნესტარი ორი თითით არ უნდა ამოვიღოთ, რადგან ამ დროს ბუშტიდან შხამი ძლიერად ჩაიჟონება კანში, ნესტრის ამოღების შემდეგ დანესტრილი ადგილი გავიწმინდოთ სველი პირსახოცით, დავიბანოთ წყლით ან წავისვათ ნერწყვი, რათა კანზე არ დავტოვოთ შხამის სუნი, რომელიც დასანესტრად სხვა ფუტკრების მოზიდვას გამოიწვევს. ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას უნდა გამოვიყენოთ ბოლი, რათა ფუტკარს ვაგრძნობინოთ საშიშროება და შიმშილისაგან თავის დასაცავად დაეწაფონ თაფლს, რადგან ცნობილია, რომ საკვებით ჩიჩახვდატვირთული ფუტკარი ნაკლებად ინესტრება.

ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო,

ექვსი წე­ლი­ა, გა­ზე­თი „დუშეთის მაც­ნე” გა­მო­ი­ცე­მა. ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­ რა­ვი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თად გვი­ხა­რო­და და გვტკი­ო­და დუ­შე­თის ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­ სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და და აკე­თებს... და ეს გა­ზე­თიც ხომ იმი­სათ­ვის არ­სე­ბობს, რომ თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს და, პი­რი­ქით, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ ლე­ბე­ბი და ნა­ფიქ­რი გა­გი­ზი­ა­როთ. სურ­ვი­ლი გვაქვს, კვლა­ვაც ერ­თად ვი­ა­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ტკი­ვი­ ლიც და სი­ხა­რუ­ლიც. ამი­ტო­მაც გთხოვთ, მოგ­ვ­წე­როთ, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­ მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­სად­მი, იმ პრო­ ექ­ტე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­შეთ­ში. შე­ვეც­დე­ბით, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებთ. რე­ დაქ­ცია ელის თქვენს წე­რი­ლებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­­ბას. რედაქცია CMYK

რედაქტორი

№1 (39) იანვარი,

მიხეილ ჭონქაძე

 მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ.№27 (ადმინისტრაციული შენობის I სართული) გაზეთი დაკაბადონდა გამომცემლობა “პრეპრინტში” და დაიბეჭდა “კოლორის” სტამბაში.

2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ყოველთვიური ყოველთვიური გამოცემა. გამოცემა.ვრცელდება ვრცელდება უფასოდ. უფასოდ. დუშეთის სა ქარ თვე ლოს პრე ზი დენ ტი

დუშეთის

გაზეთი გამოდის 2007 წლის მარტიდან საკრებულოში მეწარმეობის ამერიკულ

ხელმძღვანელობა სტი ტუტ ში (AEI)მასალაზე გამართულ გაზეთშიინ დაბეჭდილ პასუხისმგებელია შეიცვალა კონ ან ფე რენ ცი აზე სიტყვით ავტორი, – მითითებული ორგანიზაცია. გა მო ვი და

გვ. 3

გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა

გვ. 2

გვ. 2

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში

გვ. 2

საარჩევნო


დუშეთის მაცნე