ვირტუალური ფესტივალი 2020

Page 29

სხვა წიგნები

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ 108 გვ. წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრომკაფიოდ ისმის...“

4.90d 2.00d ზვიად რატიანი შენთვის შეიძლება 60 გვ. „შენთვის შეიძლება“ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებულია.

5.90d 2.00d ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა მაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა ეს წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამარისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

19.90d 5.00d

29


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.