Page 1

Education - Your Door To The Future!

(+995 32) 2 98 99 99 www.britishcentre.ge


Education - Your Door To The Future!

(+995 32) 2 98 99 99 www.britishcentre.ge


ჩვენი მისია ბრიტანული ცენტრის მისიაა ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოს ახალი მილენიუმის გამოწვევების შესაბამისი განათლებით. მისიის ეფექტური განხორციელებისთვის ბრიტანული ცენტრი ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: Ш Ш Ш Ш Ш Ш

მსოფლიო საგანმანათლებლო ტენდენციები ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის; ნებისმიერი ასაკის მსურველს შეასწავლოს ინგლისური ენა აკადემიური მიზნების, სამსახურეობრივი საჭიროების და ყოველდღიური სოციალური თუ პრაქტიკული კომუნიკაციისთვის; ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით აღზარდოს დღევანდელი ბავშვები მომავლის ლიდერებად. მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით უზრუნველყოს სწავლების უმაღლესი ხარისხი; იყოს ინდივიდუალურ ინტერესებსა და შედეგებზე ორიენტირებული; აკადემიური წარმატების ხელშესაწყობად უზრუნველყოს მეგობრული და კომფორტული გარემო.

ჩვენი ხედვა ჩვენი ხედვა გზამკვლევია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ბრიტანული ცენტრი უკვე 2003 წლიდან დაუღალავი შრომითა და დიდი ენთუზიაზმით მიიწევს. ბრიტანული ცენტრის მიზნისკენ სწრაფვისათვის ჩვენს გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის მიერ ჩვენდამი გამოხატული ნდობა და ის ფაქტი, რომ ბრიტანულ ცენტრს ინგლისური ენის სწავლების სფეროში ქვეყნის მასშტაბით ლიდერის პოზიცია უჭირავს. ბრიტანული ცენტრის გუნდის თითოეულ წევრს სიღრმისეულად აქვს გათავისებული ორგანიზაციის ხედვა - ყოველთვის იყოს პატივითა და ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უახლესი საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მუდმივი იმპლემენტაციის გზით ხელს უწყობს ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.

2


ბრიტანული ცენტრი

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ ერთადერთი აკრედიტირებული სკოლა საქართველოში

ბრიტანული ცენტრის ისტორია ბრიტანული ცენტრი დღესდღეობით წარმოადგენს ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ სკოლას ამიერკავკასიაში. სკოლამ ფუნქციონირება 2003 წელს მინიმალური რესურსებით დაიწყო, კერძოდ, ერთ პატარა შენობაში, სადაც მსმენელთათვის მხოლოდ სამი აუდიტორია ფუნქციონირებდა. ბრიტანული ცენტრი იყო პირველი სკოლა, რომელმაც საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება და აღნიშნულით ინგლისური ენის შესწავლაში ძირეული გარდატეხა მოახდინა. დაარსების დღიდან ბრიტანული ცენტრი აქტიურად ეწევა საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაციას. იმ პერიოდისათვის საქართველოს მოსახლეობაში ჩამოყალიბებული იყო სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ უცხო ენის შესწავლას მრავალწლიანი, რუტინული თავდაუზოგავი მუშაობა ესაჭიროებოდა. ბრიტანულმა ცენტრმა ქალანის მეთოდის დანერგვით აღნიშნულ დამოკიდებულებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქალანის მეთოდს მსოფლიოს 50-ამდე ქვეყანაში რამოდენიმე ასეული სკოლა აქტიურად იყენებდა, საქართველოში ამ მეთოდს არ იცნობდნენ და საზოგადოებისთვის რთულად დასაჯერებელი იყო, რომ ქალანის მეთოდი სხვა სტანდარტული მეთოდებისაგან განსხვავებით ოთხჯერ უფრო სწრაფად ასწავლის ინგლისურს ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს და ამავდროულად ეს პროცესი ადვილი, საინტერესო და სასიამოვნოა. ბრიტანული ცენტრი დაარსებიდანვე თანამშრომლობს ქალანის მეთოდის ორგანიზაციასთან (CMO) ქალანის მეთოდით სწავლების სტანდარტების სრული დაცვის მიზნით. ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში ინგლისურ მხარესთან ხშირად ხორციელდებოდა საქმიანი შეხვედრები, როგორც ლონდონში ქალანის სკოლაში ასევე საქართველოში ბრიტანულ ცენტრში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანული ცენტრის და CMO-ს თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა, კერძოდ 2011 წელს CMOსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბრიტანული ცენტრი გახდა ქალანის მეთოდის მასალების ექსკლუზიური დისტრიბუტორი ამიერკავკასიის რეგიონში. 2012 წელს ლონდონის ქალანის სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში რათა ჩაეტარებინა სპეციალური ტრეინინგი ბრიტანული ცენტრის მასწავლებლებისთვის. 2013 წელს ქალანის ორგანიზაციამ (CMO) შეიმუშავა სკოლების აკრედიტაციის სქემა, რაც გულისხმობს აკრედიტირებულ სკოლებში ქალანის მეთოდით სწავლების სრული სტანდარტების დაცვას. იმავე წელს ბრიტანული ცენტრი გახდა მთელ მსოფლიოში ერთერთი პირველი სკოლა, რომელმაც მიიღო ქალანის ორგანიზაციის აკრედიტაცია. 2013 წლიდან ბრიტანულ ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის საბავშვო კურსებმა კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი სწავლების მეთოდით Cambridge Super Minds, რომლის გამოყენებაც პირველად ბრიტანული ცენტრის მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მოხდა. ბრიტანული ცენტრი მუდმივად ზრუნავს სწავლების მაღალ ხარისხზე და ორიენტირებულია თითეული მსმენელის წარმატებაზე.

3


Robin Callan, creator of the CALLAN METHOD

ქალანის მეთოდი

ქალანის მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდია, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალანის მეთოდით სწავლებას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, როდესაც დაფუძნდა პირველი „ქალანის სკოლა“. ქალანის მეთოდი – ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ინგლისური ენის შესწავა ხდება ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა სტანდარტული მეთოდებით. ქალანის მეთოდმა უკან ჩამოიტოვა ენის შემსწავლელი სხვა მეთოდები და არნახული პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის ადამიანებში.

ქალანის მეთოდი ფოკუსირებულია მსმენელს შეასწავლოს ინგლისური ენის გრამატიკა და შესძინოს ყველაზე გამოყენებადი სიტყვათა მარაგი, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციით განსაზღვრულ B2 დონეს. სწავლების თორმეტივე ეტაპის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ათვისებული ექნება ინგლისურ ენაში ყველაზე გავრცელებული 6000-მდე სიტყვა. ქალანის მეთოდი მორგებულია ნებისმიერ ადამიანზე განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა.

ქალანის მეთოდით სწავლებისას, მსმენელი მაქსიმალურად არის ჩართული სწავლების პროცესში. ეს არის სტრუქტურულად მყარი და საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც დაყოფილია 12 საფეხურად. გაკვეთილზე მთელი ყურადღება გადატანილია მსმენელზე. იქმნება სპეციალური გარემო იმისათვის, რომ მსმენელმა რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს ინგლისურ ენაზე. ამისათვის მასწავლებელი სვამს კითხვათა სერიას, რითაც ხდება მსმენელის მეხსიერების სტიმულირება. ქალანის მეთოდი ნაბიჯნაბიჯ უზრუნველყოფს მსმენელის გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის ამაღლებას.

გაკვეთილზე სამუშაო პროცესი ითვალისწინებს კითხვების დასმისა და პასუხის გაცემის უსწრაფეს ტემპებს. საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში მასწავლებელი მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას სტუდენტის პასუხში, ანუ ოდნავი წინსწრებით იმეორებს სწორ პასუხს და ეხმარება მსმენელს ნაწილნაწილ, გამართულად გაიმეოროს პასუხი. ქალანის მეთოდით სწავლებისას, მსმენელს უყალიბდება ინგლისურ ენაზე აზროვნების და გამართულად მეტყველების უნარი. გარდა ამისა, თავად სწავლების პროცესი დინამიური და სასიამოვნოა.

4


ქალანის მეთოდი მოითხოვს მსმენელის მთლიან ჩართულობას პროცესში, რის შედეგადაც მსმენელები მალევე ითვისებენ ინგლისურ ენას. გაკვეთილების შეუჩერებელი ტემპი, ხშირად გამეორებული სიტყვები და სწრაფად დასმული კითხვები ახდენს სტუდენტის მეხსიერების სტიმულირებას, ამ მეთოდით მიღებული ცოდნა კი სამუდამოდ ინახება სტუდენტის გონებაში. რაც მთავარია, მეთოდს რეკომენდაციას უწევენ განათლების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები.

ქალანის მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მსმენელს უვითარებს სწრაფად, თარგმანის გარეშე აზროვნების უნარ-ჩვევებს. მსმენელს უვითარდება ინგლისურ ენაზე რეფლექსურად მეტყველების უნარი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მშობლიურ ენაზე თარგმნის მოთხოვნილებასა და ჩვევას. სწორედ ეს არის ბუნებრივი და თავისუფალი მეტყველების საწინდარი.

განსხვავებით ყველა სხვა მეთოდისა, ქალანის მეთოდი ითვალისწინებს მსმენელის მიერ მეტყველების დროს დაშვებული ნებისმიერი შეცდომის დაუყოვნებლივ, ადგილზე შესწორებას. შეცდომით წარმოთქმული სიტყვისა თუ ფრაზის სწორად წარმოთქმის შემდგომ მსმენელი ასრულებს წინადადებას. ეს იმთავითვე გამორიცხავს სიტყვების გამოთქმის არასწორი ფორმით დამახსოვრებას.

ვინაიდან ქალანის მეთოდი არის სწავლების პირდაპირი მეთოდი (ითვალისწინებს თარგმანის მინიმალურად გამოყენებას, როგორც ახალი მასალის ახსნისას, ისე-გაკვეთილის მსვლელობისას), მასწავლებლები იყენებენ საკომუნიკაციო მიმიკასა და ჟესტიკულაციას. გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო საშუალება რათა დამყრდეს ფსიქოლოგიური კონტაქტი მსმენელსა და მასწავლებელს შორის, რაც არის ნებისმიერი გაკვეთილის დინამიურობისა და წარმატების საწინდარი.

ქალანის მეთოდით სწავლებისთვის აუცლებელი რესურსებია სახელმძღვანელოები და აუდიო მასალები, რომელიც მსმენელებს ეტაპობრივად უსასყიდლოდ გადაეცემა. ასევე, ქალანის მეთოდის ინტერაქტიული ელექტრონული სწავლების პლათფორმა, რომლით სარგებლობაც მხოლოდ ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სკოლების სტუდენტებს შეუძლიათ.

პოტენციური მსმენელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ინგლისური ენის შესასწავლად სწორ მეთოდს ირჩევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ექვსი გაკვეთილისგან შემდგარ საცდელ კვირას. მსმენელი საცდელი გაკვეთილების საფასურს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუკი გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას და კურსზე ჩაირიცხება. ეს წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რათა ნებისმიერი მსურველი გაეცნოს მეთოდის მუშაობას კურსზე ჩარიცხვამდე.

5


აკრედიტირებული სკოლა ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისური ენის შემსწავლელ პირველ სკოლას ამიერკავკასიაში, რომელმაც 2003 წელს საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება. დაარსების დღიდან ბრიტანული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის ქალანის ორგანიზაციასთან (CMO) სწავლების მეთოდოლოგიური მოთხოვნებისა და სტანდარტების ხარისხის უზრუნველყოფის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და სწავლების განხორციელებისას ქალანის მეთოდის ავთენტური მასალების გამოყენების კუთხით. ქალანის მეთოდი 1960 წელს შეიქმნა და უკვე 50 წელზე მეტია, რაც მას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი იყენებს ინგლისური ენის შესასწავლად. წლების განმავლობაში მეთოდის შედეგებით კმაყოფილი სტუდენტების რიცხვის ზრდასა და მეთოდის არნახულ პოპულარიზაციასთან ერთად, მრავალმა სკოლამ დაიწყო სასწავლო პროცესში ქალანის მეთოდის გამოყენება, თუმცა ხშირად მეთოდის სახეცვლილი ან მეთოდური ნორმების დარღვევის ფორმით, რამაც ქალანის მეთოდის რეპუტაცია საფრთხის წინაშე დააყენა. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ლონდონის ქალანის ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა იმ საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სისტემის შექმნაზე, რომლებიც სწავლებას მეთოდოლოგიური სტანდარტებისა და ნორმების სრული დაცვით ახორციელებდნენ. აკრედიტაციის მისაღებად ქალანის ორგანიზაცია თითოეულ სკოლაში ახორციელებს სწავლების ხარისხის შესწავლას, კონტროლს, მონიტორინგს და აღნიშნულის საფუძველზე ახდენს შეფასებას. ამის შემდეგ თუ სკოლა აკმაყოფილებს ქალანის მეთოდის გამოყენების სტანდარტს ის ღებულობს შესაბამის აკრედიტაციას, რაც წარმოადგენს მისი ოფიციალური აღიარების დოკუმენტს. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ 2013 წელს აამოქმედა საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სქემა, ბრიტანული ცენტრი კი გახდა მსოფლიოში ერთერთი პირველი სკოლა რომელმაც, მოიპოვა CMO - ს აკრედიტაცია.

6


სწავლა ინგლისში ბრიტანული ცენტრი უკვე 10 წელია აქტიურად ეწევა საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაციას და თავის მსმენელებს სთავაზობს ბრიტანული ინგლისურის შესწავლას საუკეთესო და ყველაზე ეფექტური მეთოდებით. ბოლო წლებში ბრიტანული ცენტრის სტუდენტებში გაიზარდა შეძენილი ცოდნის ინგლისურენოვან გარემოში გამოყენებისა და მისი შემდგომი გაღრმავების მიზნით ბრიტანეთში გამგზავრების ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბრიტანული ცენტრი ყოველთვის ორიენტირებულია მსმენელების მოთხოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებთან, რათა შესაძლებლობა მივცეთ, როგორც ცენტრის მსმენელებს ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ბრიტანეთში არსებული ასობით ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლებიდან გაემგზავრონ მხოლოდ საუკეთესოში. ბრიტანეთის უდიდეს სკოლებთან თანამშრომლობა მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაონ და პრაქტიკაში გადაიტანონ ინგლისური ენის ცოდნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს ქართული კულტურის ექსპორტს და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას აღნიშნულ სკოლებში შეკრებილ მულტიეროვნულ საზოგადოებებში.

7


სტივენ ქოლინსის მეთოდი ბრიტანული ცენტრი 2003 წლიდან ათასობით მსმენელს შეასწავლის ინგლისურ ენას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური ქალანის მეთოდით. ქალანის მეთოდი უნიკალურია იმით, რომ ოთხჯერ უფრო სწრაფად აღწევს შედეგებს და ემსახურება ენათა ფლობის ოთხივე კომპეტენციის: წერითი, კითხვითი, სმენითი და სასაუბრო უნარების უმაღლეს დონეზე განვითარებას. ინგლისური ენა ყველაზე დიდი ლექსიკური მარაგით გამოირჩევა. კერძოდ, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტისა და Google-ის კვლევის შედეგად ინგლისურ ენაში 1,013,913 სიტყვა დაფიქსირდა. 2013 წლიდან ბრიტანული ცენტრი საქართველოში ნერგავს ქოლინსის მეთოდს. ქოლინსის მეთოდი გათვალისწინებულია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალ საფეხურს და სურთ ცოდნის გაღრმავება ლექსიკური მარაგის გამდიდრების და ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების კუთხით. ქოლინსის მეთოდი მოიცავს ინგლისურ ენოვან ქვეყნებში გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ ფრაზულ ზმნებს, თანამედროვე ლექსიკას და იდიომატურ გამონათქვამებს. მასალა გამდიდრებულია სხვადასხვა ტიპის დიალოგებითა და სავარჯიშოებით. ასევე, მსმენელებს საშუალება ეძლევათ წყვილებში გამართონ დიალოგები ყოველდღიურ აქტუალურ თემებზე.

ELMP კლუბი 21-ე საუკუნის გამოწვევებმა ინგლისური ენის ცოდნა განსაკუთრებით აქტუალური და შეიძლება ითქვას გარდაუვალი გახადა. ბრიტანული ცენტრი, თავის მხრივ, უკვე 10 წელია ზრუნავს საქართველოს მოსახლეობისთვის ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე სწავლებასა და გაღრმავებაზე. სწორედ ბრიტანულ ცენტრში შეძენილი ცოდნის საფუძველზე არაერთმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას აკადემიურ, პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში. ბრიტანული ცენტრის გუნდს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ინგლისური ენის სწავლების სფეროში საქართველოს მასშტაბით დაკავებული ლიდერის პოზიცია. წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის მიერ გამოხატულ ნდობას ბრიტანული ცენტრი ყოველთვის სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით, ინოვაციური, მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული მიდგომებით პასუხობს. ბრიტანული ცენტრის ინგლისური ენის მრავალმხრივი პრაქტიკის კლუბი (ELMP Club) სრულიად ინოვაციური და უნიკალური შესაძლებლობაა ინგლისურენოვან გარემოში, უცხოელ პედაგოგებთან ერთად პრაქტიკაში გაიღრმაონ შეძენილი ცოდნა მათ, ვინც ინგლისურ ენას გარკვეულ დონეზე ფლობს. კლუბის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მუშაობის ფორმატი მოიცავს სისტემურად და სტრუქტურულად გაწერილ თემატიკას. დღევანდელმა რეალობამ გვიჩვენა, რომ წარმატების მისაღწევად არ კმარა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრირება, არამედ ადამიანებს ინგლისურ ენაზეც თავისუფლად და სრულყოფილად უნდა შეეძლოთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა: ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკა, მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი, მედიცინა, ეკოლოგიური თუ სხვადასხვა ტიპის სოციალური გარემო, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალური მასშტაბების ჭრილში. კლუბის მუშაობა ითვალიწსინებს ინგლისურ ენაში წერითი, კითხვითი, სმენითი, სასაუბრო და ასევე პრეზენტაციის უნარების უმაღლეს დონეზე აქტივაციას. კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ზემოაღნიშნულ საკითხებზე განახორციელონ კვლევები, გაეცნონ ინგლისურენოვან მედიას, შექმნან ბიზნეს გეგმები, სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული პროექტები, გამართონ დებატები და ინგლისური ენის ცოდნის სრულყოფასთან ერთად გაიღრმაონ ზოგადი განათლება აღნიშნული მიმართულებებით.

8


სიურპრიზი ბავშვებს ბრიტანული ცენტრი ბავშვებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეისწავლონ ინგლისური ენა კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი მეთოდით - Super Minds. მეთოდი შექმნილია 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის და დაფუძნებულია სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე. Super Minds წარმოადგენს სწავლების უახლეს, 2012-2013 წლების მეთოდს, 5-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნულ კურსს ბავშვების ინგლისური ენის ცოდნა აჰყავს ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციებით განსაზღვრულ A1 და A2 დონემდე. კრიტიკული აზროვნება Super Minds-ში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ბავშვების კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რაც ხორციელდება სისტემური და მხიარული გზით. ანალიტიკური აზროვნების განვითარება იწყება საბაზისო აზროვნების უნარების ჩამოყალიბებით, როგორიცაა ნუმერაცია, კატეგორიებად დაყოფა და ა.შ. და ნელ-ნელა აყალიბებს უფრო რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, რისკების მართვა, არჩევანის გაკეთება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები და სხვა. კრეატიულობა Super Minds-ში უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის კრეატიულობის განვითარებას. რაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტების შესრულებით, მათ შორის: თეატრალური დადგმებით, მხატვრული კითხვითა და წერით და სხვა. სხვა სასწავლო პროგრამებით ბავშვები ხელით ქმნიან ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს, თუმცა ისინი პირდაპირ კავშირში არ მოდიან ენის გამოყენებასთან. Super Minds-ის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობას, რომ სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ხდება იმ სამიზნე ენაზე, რომლის შესწავლაც ხორციელდება, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის მათთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში. სოციალური ღირებულებები Super Minds ცდილობს ბავშვები აღზარდოს და ჩამოაყალიბოს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნების შესაბამის გლობალურ მოაზროვნეებად და დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვებში ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დაფუძნებულია სოციალურ ღირებულებებზე, მართებულ ყოფა-ქცევაზე, პასუხისმგებლობის განცდაზე, გულისხმიერებასა და ტოლერანტობაზე. თანამედროვე ტექნოლოგიები გამომდინარე იქიდან , რომ Super Minds 2012-2013 წლების უახლეს გამოცემას წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

9


ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახეობის სკოლა ბრიტანული ცენტრი დაარსებიდანვე ზრუნავს ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოს ახალი მილენიუმის გამოწვევების შესაბამისი განათლებით. სწორედ ამ ფასეულობაზე დაყრდნობით და მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ბრიტანულმა ცენტრმა 2012 წელს დააფუძნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. ინფრასტრუქტურა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა თანამედროვე ბრიტანული არქიტექტურული სტილის შენობა-ნაგებობაა, რომელიც განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სკოლის შენობას უკავია 3700 კვ.მ ფართობის ტერიტორია და მისი უაღრესად თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებსა და მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს: Ш Ш Ш Ш Ш Ш Ш Ш Ш Ш

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი 2 საცურაო აუზი; მრავალფუნქციური გარე სპორტული მოედანი; შიდა სპორტული დარბაზი; საექსპერიმენტო ხელსაწყოებითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები; მრავალენოვანი ბიბლიოთეკა; საბავშვო თეატრი; 21-ე საუკუნის კომპიუტერული კლასი; კაფეტერია; 30-35 კვ.მ ზომის ნათელი და კომფორტული საკლასო ოთახები; თითოეული მოსწავლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები.

სკოლის მისია წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მისიაა იყოს სამაგალითო ქართული სკოლა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით აღზრდის დღევანდელ ბავშვებს მომავლის ლიდერებად. სკოლა ინოვაციური და კომპლექსური მიდგომების გამოყენებით მზრუნველ და პატივისცემით განმსჭვალულ გარემოში აღწევს თითოეული ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვთარებაში საუკეთესო შედეგებს.

10


სკოლის ხედვა ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების ბაზაზე ინოვაციურად მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამის საშუალებით სკოლა აღზრდის საერთაშორისოდ მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქეებს და თითოეულ მოსწავლეში განავითარებს ახალი ათასწლეულის უნარებს, რათა ხელი შეეწყოს მათ მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას. ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები სწორედ სასკოლო ასაკიდან უნდა შეისწავლოს და გააცნობიეროს ადამიანმა, თუ რა არის მისი ქვეყნის ფუმდამენტური ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები,რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შედეგად ერგო. ეს ღირებულებებია: პატრიოტიზმი/საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული; სტუმართმოყვარეობა/სტუმარმასპინძლობა; ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა, დაცვა და მათი შენარჩუნება; შემწყნარებლობა, კომუნიკაბელურობა/მეგობრობა და ადამიანთა გვერდში დგომა და სხვა. ჩვენი ეროვნული ღირებულებების შეცნობა და გათავისება მოსწავლეს უფრო კარგად ამზადებს, იმისათვის, რომ გაანალიზოს საერთაშორისო ცნობიერების ასპექტები და შეძლოს თავის დამკვიდრება საერთაშორისო საზოგადროებაში, რათა ასახელოს და წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. საერთაშორისო ცნობიერება საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ მსოფლიოში არსებობს ეროვნული, კულტურული, რელიგიური და ადამიანური მრავალფეროვნება, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს პოზიტიური და ნაყოფიერი ცხოვრებით, განურჩევლად იმ ფაქტისა ეს სხვაობები ეწინააღმდეგება თუ არა მის შეხედულებებსა და გამოცდილებას. მისი ძლიერი მორალური და ეთიკური ღირებულებები ხელს უწყობს სხვათა მიმართ პატივისცემის, შემწყნარებლობისა და დაფასების გამოვლენას. საერთაშორისო ცნობიერება გულისხმობს მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციონირების მიმართულებების და მექანიზმების ცოდნას და გაანალიზებას, მოლაპარაკებისა და ურთიერთანამშრომლობის, გუნდური მეთოდებით პრობლემის გადაჭრის, კომპლექსურად და სისტემურად აზროვნების უნარების განვითარებას, პრობლემის სხვადასხვა ჭრილში დანახვას და გააზრებას. საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანი არის მზრუნველი და კეთილგონიერი, მოქმედებს ეთიკურად, მზად არის გაიღოს მსხვერპლი საერთო კეთილდღეობისათვის და სურს წვლილი შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.

11


Kutaisi

Batumi

Tbilisi Rustavi

info@britishcentre.ge // www.britishcentre.ge

Skola newww  
Skola newww  
Advertisement