Page 1

კინოდოკუმენტები

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ფონო და ფოტო დოკუმენტებთან ერთად

ინახება

კინოდოკუმენტებიც.

ესენია

კინოჟურნალები,

კინონარკვევები,

კინოსიუჟეტები, მხატვრული ფილმები (მცირე რაოდენობით), „იმელის“ ანუ მარქს-ენგელსლენინის ინსტიტუტიდან მიღებული მასალა და ელექტრონულ ვერსიაზე შექმნილი კინოდოკუმენტები. კინოდოკუმენტები არის ნიტროფუძიანი (აალებადი) და ტრიაცეტატური (არააალებადი). 1912 – 1964 წლებში გადაღებული ფილმები ყველა ნიტროა, ხოლო 1965 წლიდან გადაღებული ფილმები ტრიაცეტატურია. სულ არქივში დაცულია 34324 შესანახი ერთეული კინოდოკუმენტი, აქედან 8918 შ.ე. ნიტროა, ხოლო 25406 ტრიაცეტატური. კინოარქივში დაცულია შემდეგი სახის კინოჟურნალები: „საბჭოთა საქართველო“, „სპორტი“, „მეცნიერება და ტექნიკა“, „ნორჩი თაობა“, „პიონერი“, „ადამიანი და კანონი“, „საბჭოთა ამიერკავკასია“,

„სამხრეთ

ოსეთი“,

„საბჭოთა

აფხაზეთი“

და

„საბჭოთა

აჭარა“.

ეს

დოკუმენტები არქივში შემოვიდა 1959 – 1994 წლებში საქ. სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანედან“. კ/ჟ „საბჭოთა საქართველო“ მოიცავს 1930 – 1991 წწ. შესრულებულია 35 მმ. ფირზე. 1456 ფილმი ანუ სააღრიცხვო ერთეული, მოიცავს 6851 შესანახ ერთეულს. კინოჟურნალებში „საბჭოთა საქართველო“ გაერთიანებულია მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, სადაც მოთხრობილია საქართველოს ცხოვრებაზე საბჭოთა პერიოდში. კ/ჟ „სპორტი“ – 1954 -1973 წწ. 77 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 323 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). მასში ასახულია საქართველოს სპორტული ცხოვრება, ნაჩვენებია მსოფლიო ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. კ/ჟ „მეცნიერება და ტექნიკა“ – 1960 წ. 3 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 10 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). ნაჩვენებია თუ როგორ ინერგება მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები ხალხის ცხოვრებაში. კ/ჟ „ნორჩი თაობა“ – 1947 – 1953 წწ. 74 ფილმი მოიცავს 197 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). გაერთიანებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სადაც ასახულია მოსწავლეების, პიონერების, კომკავშირლების ცხოვრება და შემოქმედება. ფილმების ძირითადი თემებია: მოსწავლეთა მხიარული არდადაგები პიონერთა ბანაკებში, ნორჩ ფიზიკოსთა და ქიმიკოსთა რესპუბლიკური ოლიმპიადები, საახალწლო შეხვედრები, იუბილეები, სკოლის მისწავლეთა სპარტაკიადები, ნორჩ ტექნიკოსთა გამოფენები.


კ/ჟ „პიონერი“ – 1954 -1973 წწ. 89 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 337 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). კინოჟურნალებში ასახულია პიონერების ცხოვრება და შემოქმედება. ძირითადი თემებია: სკოლებში გაკვეთილების მიმდინარეობა, ქორეოგრაფიული ანსამბლების მოგზაურობა, პიონერთა რესპუბლიკური შეკრებები, პიონერთა რიგებში მიღება, შეჯიბრებები სპორტულ გიმნასტიკაში, ცურვაში, მძლეოსნობაში, ველორბოლაში და ა.შ. კ/ჟ „ადამიანი და კანონი“ – 1971 -1991 წწ. 56 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 168 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). აქ აღწერილია საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში კანონიერების დაცვის საკითხები. განმარტებულია თუ რა შეზღუდვებს უწესებს კანონი მოქალაქეს, რას ნიშნავს „კარგი“ და „ნამდვილი“ საბჭოთა მოქალაქის ცნება. ფილმების თემატიკა ეხმიანება საქართველოს

სოციალისტური

რესპუბლიკის

ქალაქებსა

და

სოფლებში

სამართალდარღვევის გახმაურებულ ფაქტებს. სასამართლო პროცესებზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან კრიმინალები და ბრალდებულები. ხშირად მათი დანაშაულებრივი ქმედებების იდეოლოგიური შეფასება ეკრანსმიღმა კომენტარშია მოცემული. კ/ჟ „საბჭოთა ამიერკავკასია“ – 1965 – 1966 წწ. 24 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 76 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). ნაჩვენებია ნავთის სარეწები ბაქოში, სულთანოვების ოჯახი, ანაკლიის გამოქვაბული,

ერევნის

ონკოლოგიური

ინსტიტუტი,

კალათბურთი

საქართველო-

პოლონეთი, ამიერკავკასიის ფოტოკორესპონდენტთა სემინარი და სხვა. კ/ჟ „სამხრეთ ოსეთი“ – 1970 – 1984 წწ. 6 ფილმი მოიცავს 10 შესანახ ერთეულს (35 მმ. ფირი). ნაჩვენებია სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი მერძევეობის კომპლექსის მშენებლობა, ჯავის გზის მშენებლობა, მინერალური წყლების ქარხანა, ქართველი მწერლები სტუმრად სამხრეთ ოსეთში, როქის გვირაბის მშენებლობა და სხვა. კ/ჟ „საბჭოთა აჭარა“ – 1975 წ. 4 ფილმი მოიცავს 12 შესანახ ერთეულს

(35 მმ. ფირი).

ნაჩვენებია ბათუმის წითელი დროშით დაჯილდოვება, ჩაისა და ციტრუსების კრეფა აჭარაში, ბათუმელი გემთმშენებლები, აჭარელ მხატვარ ქალთა გამოფენა და სხვა. კ/ჟ „საბჭოთა აფხაზეთი“ – 1984 – 1987 წწ. 8 ფილმი (ს.ე.) მოიცავს 10 შესანახ ერთეულს ( 35 მმ. ფირი). ნაჩვენებია ბაბუშერის უალკოჰოლო სასმელების ქარხანა. ბიჭვინთის საკურორტო ზოლი, აჩანდარის სასათბურე მეურნეობა, საბჭოთა ლიტერატურის დღეები სოხუმში, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აფხაზეთში და სხვა. ყველა კინოჟურნალი არის ნიტრო და არააალებადი. კომპლექტშია ნეგატივები, პოზიტივები, ფონოგრამები, საპროექციო ასლები. კინოარქივში დაცულია 22439 შესანახი ერთეული კინონარკვევი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1912 წლიდან დღემდე. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია „აკაკი წერეთლის

მოგზაურობა

რაჭა-ლეჩხუმში“,

რომელიც

გადაღებულია

1912

წელს


კინოოპერატორ ვასილ ამაშუკელის მიერ. კინონარკვევების თემატიკა მრავალფეროვანია, ის მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. კინოდოკუმენტები ძირითადად შემოსულია საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიიდან და ტელეფილმებიდან. კინოარქივში ასევე დაცულია 1833 შესანახი ერთეული კინოსიუჟეტი. ყველაზე ადრეულია 1909 წელს გადაღებული „ქალაქის თავის მატინოვის დაკრძალვა“. სიუჟეტები მოიცავს 1909 1980 -იან წლებამდე პერიოდს. მხატვრული ფილმები - 1061 შესანახი ერთეული

1918 -1986 წწ. ეს ფილმებია

„შურისმაძიებელი ღმერთი“ - რეჟისორი ა. შიფმანი, „სამი სიცოცხლე“ - რეჟისორი ი. პერესტიანი, „ვინ არის დამნაშავე“ - რეჟისორი ალ. წუწუნავა და სხვები. მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტიდან შემოსული 151 შესანახი ერთეული კინოდოკუმენტი ეძღვნება რევოლუციურ და საბჭოთა თემატიკას. ელექტრონული მრავალფეროვანი.

ვერსია

-

246

შესანახი

ერთეული

კინოდოკუმენტი.

თემატიკა

Kino  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you