Issuu on Google+

ქ. საგარეჯოს №4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საერთო კრების

დადგენილება №1 12 დეკემბერი 2013წ.

ქ. საგარეჯოს №4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ქ. საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს; 2. მოსწავლეთა თვითმმართველობა (შემდგომში - თვითმმართველობა) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სკოლის წესდებით და წინამდებარე დებულებით; 3. თვითმმართველობა თავისი კომპეტენცციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წინაშე. მუხლი 2. თვითმმართველობის ამოცანები და ფუნქციები სასკოლო თვითმმართველობა: 1. უზრუნველჰყოფს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლის სასწავლო და სააღმზრდელო საქმიანობაში; 2. ირჩევს წარმომადგენელს სკოლის სამეურვეო საბჭოში; 3. ხელს უწყობს მოსწავლეთა უფლებების დაცვას; 4. უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები სკოლის მმართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; 5. ხელმძღვანელობს სასკოლო კონფერენციების ჩატარებას; 6. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა მიერ ეთიკის ნორმებისა და დისციპლინის დაცვას; მუხლი 3. თვითმმართველობა და ხელმძღვანელობა.


1. ქ. საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩევა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე; 2. თვითმმართველობას ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ VII-XII კლასების მოსწავლეები საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით. მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი: დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობითა და სასკოლო თვითმმართველობის წესდებით დადგენილი წესით.

სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი

/გ. ტოპეშაშვილი/

12.12.2013


მოსწავლეთა თვითმმართველობის "უკეთესი სკოლისათვის" დებულება