♦ EGO MAG | Issue 1(11) | December/January, 2012/13 ♦

Page 59

R U N N I N G YO U R O W N B U S I N E S S

პირველი მოგება კარგად მახსოვს როგორი შოკირებულები ვიყავით პირველ ხანებში. ერთ-ერთი დღის ბოლოს, მხოლოდ 11 ლარი გვქონდა შემოსავალი. ცოტა შეგვეშინდა, მომენტალურად „სიგნალი გავუშვით“ სამეგობრო წრეში და მერე მეგობრები დაგვეხმარნენ. ყოველდღე დადიოდნენ ჩვენთან, კაფეში და სხვადასხვა „გემრიელობებს“ უკვეთავდნენ. ზუსტად 2-3 თვეში ბარი ფეხზე დადგა. როცა დავინახეთ, რომ შემოსავალი გაჩნდა, დავიწყეთ ფიქრი ჩვენი ბიზნესის განვითარებაზე და ერთ-ერთი სეირნობის დროს აღმოვაჩინეთ ფართი, რომელსაც ეწერა ქირავდება. ასე გავხსენით მეორე „ეისიდ ბარიც“. რამდენად რისკიანი ხართ? რისკიანი ადრე უფრო ვიყავი. როდესაც ჩვენ კაფე გავხსენით, საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი გადავდგით. უკვე მეათე წელია, რაც ამ ბიზნესში ვართ და სულ სხვა თვალით, გამოცდილებით ვეწყობით ცხოვრების დაუღალავ რითმს. ორივეს ძალიან გვიყვარდა ეს საქმე, ვყიდულობდით გაზეთებს, ვკითხულობდით განცხადებებს - სად რა იყიდებოდა ან ქირავდებოდა და დამოუკიდებლად ვწყვეტდით ყველაფერს. მესამე, ყველაზე წარმატებული და რისკიანი პროექტი, კალა იყო, რესტორანი, რომელიც ერეკლე მეორეს ქუჩაზე მდებარეობს. ქეთის გათვლამ და ბანკის რისკიანი თანამშრომელი ბიჭის მიერ დამტკიცებულმა სესხმა „კალა ჯგუფი“ და რესტორანი შექმნა. არტისტულ უბანში ბუდის დასადებად 45 000$ დაგვჭირდა.

დაიხარჯო, წარმატება „ციდან არ დაგეცემა თავზე“. სამაგიეროდ, როცა ეძებ და ცდილობ, აუცილებლად გაგიმართლებს. თუ გახსოვთ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? როგორ არ მახსოვს, მახსოვს, თან ძალიან კარგად. მინდოდა, მქონოდა საკუთარი კუნძული, სადაც გავაკეთებდი ბარებს, რესტორნებს. ბოლოს იმდენს ვსაუბრობდი ამ თემაზე მეგობრების წრეში, რომ რეალობა მეგონა. ბიზნესი თქვენთვის არის . . .? ბიზნესი ჩემთვის ცხოვრების წესია, განსაკუთრებით კაფე „კალა“ - ჩემი სახლია. ვიღვიძებ და აქ მოვდივარ. მაშინაც კი, როცა უცხოეთიდან ჩამოვდივარ, აეროპორტიდანვე ვიცი, რომ „კალაში“ უნდა მოვიდე. შევეჩვიე ამ გარემოს. ბიზნესი ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. თუ ბიზნესმა ფიასკო განიცადა, როგორ იქცევა და რა ხერხს მიმართავს მმართველი? 2008 წელს, როცა საქართველოში ომი დაიწყო. მე და ჩემი პარტნიორი, ქეთი, შევეგუეთ აზრს, რომ ყველაფერს წაგვართმევდნენ. სწორედ ამან შეგვაძლებინა, უფრო მარტივად შეგვეხედა ცხოვრებისათვის. თუ ფიასკო განვიცადეთ, შეგვიძლია წავიდეთ საზღვარგარეთ, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან – მიმტანობით, დავაგროვოთ თანხა და განვვითარდეთ, ნულიდან დაწყება ყოველთვის შესაძლებელია.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ვინც რისკავს მხოლოდ ის სვამს შამპანურს?

წარმატებული ბიზნესმენისათვის ინტუიცია რამდენად მნიშვნელოვანია?

კი, გარკვეულწილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ჩვენ შემთხვევაში პირველმა, მეორე და მესამე პროექტმაც გაამართლა, მათგან ყველაზე წარმატებული კი მაინც კალა აღმოჩნდა, დღესაც ასეა. თუმცა, იყო პრაქტიკაში პროექტებიც, რომლებიც რისკიანი ნაბიჯის მიუხედავად არ გამოვიდა,

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტუიციას. შეიძლება ჩაატარო კვლევა, მოიწვიო ექსპერტი, მაგრამ არ გაგიმართლოს. ასეთ დროს აუცილებელია, ენდო საკუთარ თავს და ინტუიციას.

რა როლს თამაშობს იღბალი წინსვლაში? ადამიანის წარმატება, ბუნებრივია, იღბალზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მარტო იღბალი ვერ გიშველის, თუ არ გაქვს სურვილი, თუ არ იშრომე და საჭირო დროს საჭირო ადგილას არ მოხვდი. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბოლომდე უნდა

რამდენად სამართლიანი ხართ? ვფიქრობ, რომ სამართლიანი ვარ. ყოველთვის ვითვალისწინებ თანამშრომლების აზრს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც პირადად მე ვიღებ. ბიზნესში არ შეიძლება წახვიდე დათმობაზე და დაარღვიო დისციპლინა, მაგრამ შეიძლება და აუცილებელიც კია, დარჩე მეგობრად. თუმცა, ამ ეტაპზე 170 თანამშრომელი გვყავს და ყველამ კარგად იცის, რომ მეგობრებთან და თანამშრომლებთან შენდობა არ გვაქვს.

DECEMBER-JANUARY

201 2 / 1 3

57


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.