♦ EGO MAG | Issue 1(11) | December/January, 2012/13 ♦

Page 140

C U LT U R E

მოჩვენებასავით მიიპარება ორსული ქალი, პატარძლის კაბაში, ძალიან ხანგრძლივი პაუზისას einstuzende neubauten-ის ვოკალისტი ამბობს, რომ არაფერია სიჩუმეზე სექსუალური. /„ამ პიესას ანტი რომეო და ჯულიეტას ეძახიან, იმიტომ, რომ აქ ვერავინ იპოვის სიყვარულს. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, მთავარ გმირებს არ უყვარდებათ ერთმანეთი. აქ არის ბუნებისა და აღზრდის ცნებების დაპირისპირება, მამაკაცური და ქალური კომპლექსების დემონსტრაცია, მაღალი და დაბალი კლასის გაწონასწორება, აქ სექსიცაა, მაგრამ არა სიყვარული, ისინი არ კვდებიან ერთმანეთის გულისათვის, ისინი გაუგებრობის გამო კვდებიან“. / „ჟული და ჟანი დაჟინებით უყურებენ ერთმანეთს და თითქოს მთელი სპექტაკლისგან დამოუკიდებლად აჩაღებენ რომანს, კრისტინი, მუსიკა, ქორო, მათი ამბისაგან სრულიად დამოუკიდებლად დგანან, სძინავს კრისტინს, დადიან მერლინები, და თითქოს ამ სცენაზე ყველა მარტოა“. / „სპექტაკლში ყველა დამარცხებულია, ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რითი ვამთავრებთ წარმოდგენას, რა მიაქვს მაყურებელს სპექტაკლიდან, რადგან ჩვენ გამოსავალს მათ საერთოდ არ ვთავაზობთ. ერთადერთი, რასაც ისინი ხედავენ არის შემთხვევა, როგორც მაგალითი. გამოსავალი კი მხოლოდ მაყურებელმა უნდა იპოვოს“. / აქ არ არის უწყვეტი თეატრალური მსვლელობა. ჟულისა და ჟანის ამბავს სცენაზე მუდმივად ვერ ვხედავთ, ისინი გადიან და მაღალი მამაკაცი გრაფის ჩექმებში ხტება, ხახვები ძირს იყრება, სცენის მონაწილეები წითელ ხალიჩას შლიან და მოხსენებას იწყებენ“. / ჩვენ ერთი წამითაც არ ვცდილობთ, დავაჯეროთ მაყურებელს, რომ ეს არის სამზარეულო, რომ არიან გრაფები და მსახურები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის თეატრი, რომ აი, ეს ყვეალაფერი ხდება თეატრში. ეს ხდება ახლა, ამ წუთას, და უკეთესი ადგილის მოფიქრება შეუძლებელია, რატომაც არა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მაყურებელს, როგორც სპექტაკლის აქტიურ პერსონაჟს, ჩვენ მას აქტიურად ვგულისხმობთ მსველობისას, ბოლოსდაბოლოს, შუა სპექტაკლში ყავას ვუსხამთ, / გრაფის ჩექმები გაწმენდილია, ახლავე ყავას მოგართმევთ, ბოდავს კრისტინი ძილში. შემდეგ თვალდახუჭული დგება, ყავას ადუღებს, ასხამს და მაყურებელს აწვდის. /იმიტომ რომ ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ მოვატყუოთ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ შევქმნათ მეორე სინამდვილე, ან სინამდვილის ილუზია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცოტა ხნით გავაჩეროთ მათი დრო და არ გავუშვათ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ფიქრისა და წარმოსახვის დრო აღარ გვრჩება, თეატრში კი შეგვიძლია ჩვენი ეპოქისათვის არაბუნებრივი ტემპორიტმით ვიცხოვროთ. აქ საშუალება გვაქვს, დავივიწყოთ ყველა საქმე და

138 201 2 / 1 3

DECEMBER-JANUARY

რაღაცა სტიმულატორებს დავემორჩილოთ, მივცეთ საშუალება რაღაცას, ჩვენამდე მოვიდეს და ჩვენზე იმოქმედოს. / სტრინდბერგი, „ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობა, ამბობს კრისტინი, tre gentil monsieur Jean ამბობს დისკოს დედოფალი, ოტელო! ყვირის ერთი, ანტიგონე! იღიმება მეორე. / პიესა არის იმაზე, თუ როგორ ინგრევა არისტოკრატია, როგორ ინგრევა ერთი დრო და მოდის ახალი. ჩვენ კი, ვისაც დღეს არისტოკრატიაზე ლაპარაკი აბსოლუტურად არასაჭიროდ მიგვაჩნია, ჩავანაცვლეთ ეს თეატრზე ლაპარაკით და იმ რევოლუციაზე, რომელიც ჩვენთან ჯერ არ მომხდარა, მაგრამ უკვე მოხდა ევროპაში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ფრეკენ ჟულის სახით. ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ მანიფესტი, არა XXI საუკუნეში, არამედ XIX საუკუნეში დაწერილი მანიფესტი, რომელიც დღესვე სრულიად ადეკვატური და აქტუალურია ქართულ თეატრთან მიმართებაში. / “ნუ ფიქრობთ, ნუ ფიქრობთ, მე თქვენ ძალას მაცლით - ყვირის ჟანი - ყურებზე ხელი აიფარეთ! ყურებზე ხელი აიფარეთ! მას შემდეგ, რაც ჟულიმ ხორცის ნაჭრები პირდაპირ მაყურებლის წინ დაჩეხა, ამავე ნაჯახს იხუტებს და წვება. მასთან ერთად ეცემიან გმირებიც. ჟანი პირველად ადის სცენის ცენტრში, და / როცა ამ სპექტაკლის კეთება დავიწყე ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს შრე, ეს აზრი საერთოდ არსებობდა ჩემში და ეს პასაჟი აქტუალური იყო, რამენაირად. ეს არის ჩემი პირველი სპექტაკლი, რომელშიც მთავარი პერსონაჟი კვდება, და ჩვენ არ გვინდოდა ფინალი უბრალოდ დასასრული ყოფილიყო, ვინმეს უბრალოდ ეთქვა, რომ „მოკვდა“ და წასულიყო სახლში. ჩვენ კვდომა სპექტაკლის დასაწყისში დავიწყეთ. საბოლოოდ ... მთელი სიჩუმე, მთელი ეს დაცემებისა და გადაწოდებების სერია... მე მგონია, რომ რეალურად სპექტაკლი სიკვდილზეა - ნებისმიერზე, ფიზიკურზე თუ არა ფიზიკურზე - ვიღაცისთვის შეიძლება სიკვდილი იყოს, რომ სამზარეულოში დადგეს, ვიღაცისავის გაჩუმება, ვიღაცისთვის ღირსების დაკარგვა, ან აუტანელი მარტოობა, არ აქვს მნიშვნელობა. კვდომაზე, ეს არის სპექტაკლი კვდომაზე. / ორსული პატარძალი დაუსრულებლად ერთ ტაქტს უკრავს, ჟანი ქაღალდებით ტენის პიანინოს და როდესაც სიმები უკვე დახშულია, შეკითხვით სავსე თვალებით შემოგხვედავს, თითქოს გამარჯვებული მამაკაცის თავზე კი შუქი იკლებს. სიბნელე. / Elene Pasuri/ელენე ფასური


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.